კვირა, 24.11.2024, 03:33
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2013 » აგვისტო » 30

აგვისტოში ქუთაისის კოლექტიურ ცენტრებში ჩატარდა 8 ჯგუფური შეხვედრა, სადაც მონაწილეობდა 67 ქალბატონი 28-დან 65 წლამდე.

თითო შეხვედრა გაიმართა სენაკის, ხურჩის, ქუთაისის, ხონის, წყალტუბოსა და ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. საუბრის ერთ-ერთი თემა იყო შური.

 

შური ერთ-ერთია ადამიანის 6 შინაგან მტერს შორის (ვნება, აღშფოთება, ილუზია, სიხარბე, შური, უგუნურება). შურის ფორმებია: შავი შური, თეთრი, უბოროტო, დეპრესიული, პირადი, საზოგადოებრივი.

შურის პირველ გამოვლინებას ადამიანი მშობლებს უნდა „უმადლოდეს", რადგანაც, მშობლები, შვილების სასიკეთოდ, მათი აღზრდისათვის ხშირად მოიხმობენ მაგალითად სხვა ბავშვს, უფრო მოწესრიგებულს ან ნიჭიერს.

ლათინურიდან შური ითარგმნება, როგორც სილურჯე. ტყუილად როდი ამბობენ ხალხში, შურისაგან გალურჯდაო. ჩინეთში შურიანს თვალებით ცნობენ, შურს კი „წითელი თვალების დაავადებას" ეძახიან.

შურს შეუძლია სხვისი წარმატება საკუთარი არასრულფასოვნების გრძნობად გადაუქციოს ადამიანს, სხვისი სიხარული - უმაყოფილებად. შური - უარყოფითი ემოციაა და ზიანს აყენებს ჯანმრთელობას: იზრდება არტერიული წნევა, ხშირდება პულსი, ხდება კუნთების დაჭიმულობა, ირღვევა საჭმლის მომნელებელი სისტემა.

სანამ ვინმესი შეგშურდებოდეთ, საკუთარ თავს უნდა ჰკითხოთ: „მინდა ჩემი ჯანმრთელობის გაუარესება?"

შეხვედრებზე ქალები ფსიქოლოგთან ერთად ცდილობდნენ, ესწავლათ შურის დამარცხება.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 717 | დაამატა: admin | თარიღი: 31.08.2013

ყოველი შეხვედრა განსხვავებულია, ზოგი განსაკუთრებული აქტიურობითა და  ცოცხალი დისკუსიით გამოირჩევა, ზოგან უფრო ჭირს დიალოგის წარმართვა, მაგრამ საბოლოოდ, ყოველი შეხვედრა გავლენას ახდენს ყოველ მონაწილეზე.

აგვისტოში, ტრადიციულად, გაგრძელდა შეხვედრები გოგონებთან. ქუთაისის, სენაკის, ხონის, წყალტუბოს, ფოთისა და ხურჩის  ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარდა თითო შეხვედრა. მათი ძირითადი თემა იყო ოჯახში ძალადობა.

ახალგაზრდები თავისუფლად მსჯელობენ ამ აქტუალური პრობლემის ირგვლივ, მოჰყავთ ცხოვრებისეული მაგალითები, მეტნაკლებად იცნობენ კანონს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ. იციან იმ მექანიზმების  შესახებ, რომელთა მეშვეობითაც  მსხვერპლს თავის დაცვა შეუძლია.

„თავისი ოჯახის ამბავი ქალმა საჯაროდ არ უნდა გამოიტანოს. მან მაქსიმალურად უნდა მოითმინოს, რადგან შვილები გაიზარდონ სრულფასოვან ოჯახში, სადაც დედაც არის და მამაც" - ზოგიერთი გოგონა ამ აზრისაა, მაგრამ ასეთი ნათქვამი ძალიან აღიზიანებს ახალგაზრდათა დიდ ნაწილს, რომლებიც ხმამაღლა აცხადებენ, რომ ქალს ზუსტად ისეთივე უფლებები გააჩნია, რაც მამაკაცს და დამთავრდა ის დრო, როცა მას მხოლოდ დიასახლისის ფუნქცია ჰქონდა.

ამ გოგონების პროტესტი ცვლილებს იწვევს იმათ შეხედულებებშიც, ვინც სხვაგვარად უყურებს ოჯახურ ურთიერთობებს.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 788 | დაამატა: admin | თარიღი: 31.08.2013

მუშაობა ძალადობის პრევენციის კუთხით - ჟურნალ „ქალთა ხმის" უმთავრესი თემაა. ჟურნალში აისახა ამ მიზნით ჩატარებული ტრენინგები, ადგილობრივ თვითმმართველობასთან მუშაობა, ქალთა შეხვედრები ფსიქოლოგთან და იურისტთან, ფორუმ-თეატრის წარმოდგენები.

განსაკუთრებით საინტერესოა ჟურნალის „ფსიქოლოგიური" ნაწილი - ოჯახური ჰარმონიის რეცეპტები, რჩევები  - როგორ დავივიწყოთ წყენა, ჭეშმარიტი ქალის ცხოვრების პრინციპები.

მკითხველთა სხვადასხვა კატეგორია აუცილებლად იპოვის ჟურნალში თავისთვის საინტერესოსა და სასარგებლოს...

 

პროექტიხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienstმხარდაჭერით (გერმანია)

კატეგორია: საინფორმაციო ბიულეტენი | ნანახია: 759 | დაამატა: admin | თარიღი: 30.08.2013

აგვისტოში ფონდი „სოხუმის" ფორუმ-თეატრმა 4 წარმოდგენა ჩაატარა ღია ცის ქვეშ.

ქუთაისის ცენტრალურ პარკში მაყურებელთა ერთი ნაწილისთვის ფორუმ-თეატრი ნაცნობი იყო, თუმცა ზოგიერთმა პირველად ნახა ეს ჟანრი და გაუკვირდა კიდეც მსახიობთა ასეთი სითამამე.

ხონის ცენტრალურ პარკში ბევრი ახალგაზრდობა აღმოჩნდა, მათ თვითონ ითამაშეს წარმოდგენებში და დისკუსიაშიც აქტიურად ჩაერთნენ.

განსაკუთრებით საინტერესო იყო წარმოდგენები საზღვაო კურორტებზე  - ურეკსა და ბათუმში. წარმოდგენების შემდეგ ახალგაზრდები დაინტერესდნენ ფორუმ-თეატრის „ბიოგრაფიით", ძალადობის თემით. მსახიობებმა უამბეს ბევრი რამ...

ერთ-ერთმა მაყურებელმა, თბილისელმა თიკომ აღნიშნა: „ეს საუცხოო წარმოდგენაა, ნატურალური, თავისუფალი, და რაც მთავარია, ძალიან ამაფორიაქებელი. რადგან რაღაც მომენტში (ურთიერთობა ბებიასა და შვილიშვილს შორის) საკუთარი თავი წარმოვიდგინე. გმადლობთ ასეთი საინტერესო წარმოდგენებისათვის".

აგვისტოს თვეში ფორუმ-თეატრის მსახიობებმა უამრავი ფოტო და საინფორმაციო მასალით გაამდიდრეს თავიანთი ფეისბუქ-გვერდი.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 887 | დაამატა: admin | თარიღი: 30.08.2013

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 6
სტუმარი: 6
მომხმარებელი: 0