ხუთშაბათი, 25.04.2024, 16:42
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2013 » აგვისტო » 01

მეოთხე, შემაჯამებელ პანელურ დიალოგზე ოზურგეთში, ამომრჩეველ ქალთა კლუბსა დ ადგილობრივ ხელისუფლებას შორის სამოქალაქო ინიციატივის ფარგლებში ჩატარებული მუშაობა შეფასდა:

„იმაზე ბევრად მეტის გაკეთება შევძელით, ვიდრე თავიდან გვქონდა ჩაფიქრებული. ამაში ადგილობრივი ხელისუფლების, საზოგადოების, კერძო სექტორის მხარდაჭერა გვქონდა".

„ჩვენი შესაძლებლობები სხვა კუთხით დავინახეთ, შევძელით ჩვენი თანაქალაქელების დაინტერესება. დავრწმუნდით, რომ თუ მოქალაქეობრივად მოტივირებული ადამიანები შეიკრიბნენ, ძალიან ხელშესახებ შედეგებს მიაღწევენ".

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის შეფასებით, კლუბის ინიციატივები კარგი მაგალითი იყო სამოქალაქო საზოგადოებისათვის: „როგორც გავიგე, პროექტი სრულდება, მაგრამ ვნახეთ, რომ კლუბის წევრებს ახალი ინიციატივები აქვთ - კერძოდ, ადგილობრივი მხატვრის ნამუშევრების საქველმოქმედი გამოფენა-გაყიდვა - რომელთა განხორციელებაშიც სიამოვნებით დავეხმარებით. ამან სასიამოვნოდ გამაოცა, რადგან ნუ მიწყენთ და, ზოგ არასამთავრობოსთან მიმართებაში ხშირად მინახავს, რომ პროექტების დასრულების შემდეგ აქტივობებიც ქრება". 

 

პროექტი ხორციელდება საქართველოში აშშ საელჩოს მხარდაჭერით

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 750 | დაამატა: admin | თარიღი: 02.08.2013

ექადიის სოფლი კლუბში ჩატარდა ვორკშოპი პრაქტიკული ადვოკატირების უნარებში. ვორკშოპს ესწრებოდა 21 ქალბატონი. შეფასდა ადვოკატირების  შედეგები. მონაწილეები აღნიშნავდნენ:

„ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ჩვენს ძალისხმევას შედეგი მოჰყვებოდა და ამდენი ხნის მანძილზე ნაგროვები პრობლემების გადაჭრას შევძლებდით".

„ყველა ის ინსტანიცია, რომელიც დღემდე თავს არიდებდა ჩვენს პრობლემებზე საუბარს, ყველანაირ საშუალებას ეძებს, რომ წყალმომარაგება გამუმჯობესდეს".

„საკრებულოს თავმჯდომარე ხშირად გვირეკავს და საქმის ვითარებას გვაცნობს".

კლუბის წევრები კმაყოფილებას ვერ მალავენ იმის გამო, რომ მიუხედავად გამოუცდელობისა, მოახერხეს ორგანიზებულ ჯგუფად ჩამოყალიბება, გამოკვეთეს ყველაზე მწვავე პრობლემები და წარმატებით დაიწყეს მათი ადვოკატირება.

„იმდენად თვალსაჩინოდ გამოჩნდა ჩვენი კლუბის ხელმძღვანელის პროფესიონალიზმი, პრინციპულობა, ორგანიზატორული ნიჭი, დიდი სურვილი გვაქვს, მომავალი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ საკრებულოში ვიხილოთ", - კლუბის ყველაზე ხანდაზმული წევრის ინიციატივას ქალბატონები დიდი მოწონებით შეხვდნენ.

კლუბის წევრებისთვის ჩატარებულმა ვორკშოპმა ახალი პრობლემების ადვოკატირების სტრატეგია განსაზღვრა.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის

 (NED) მხარდაჭერით (აშშ)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 759 | დაამატა: admin | თარიღი: 02.08.2013

შეხვედრაზე ამომრჩეველ ქალთა კლუბის ერთწლიანი მუშაობის შეჯამდა. მოდერატორებმა - ნინო ნიკოლაიშვილმა და ქეთევან ქადიეშვილმა ამ დღისთვის  ელექტრონული პრეზენტაცია მოამზადეს. კლუბის წევრებმა დიდ ეკრანზე ერთად დაათვალიერეს კლუბის ფეისბუქ-გვერდი.

ითქვა, რომ საპროექტო წლის განმავლობაში მოგვარდა 10-ზე მეტი ადგილობრივი პრობლემა, ჩატარდა კულტურული ღონისძიებები.

კლუბის წევრმა, ლოგოპედმა თამარ დუმბაძემ  განაცხადა, რომ პოლიტიკაში მოსვლას აპირებს, ეს სურვილი მას კლუბთან თანამშრომლობამ კიდევ უფრო გაუღვივა.

- კლუბი ააქტიურებს ქალებს, მეც მინდა მოვსინჯო ძალები პოლიტიკაში. მინდა ჩემს სფეროში ბევრი რამ გავაკეთო, დავეხმარო სოციალურად დაუცველ ფენას, არჩევნებში გასამარჯვებლად ამომრჩეველ ქალთა კლუბის მხარდაჭერას ველოდები! - აღნიშნა თამარ დუმბაძემ.


პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის

 (NED) მხარდაჭერით (აშშ)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 834 | დაამატა: admin | თარიღი: 01.08.2013

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0