ახალგაზრდული ქსელის ცენტრები აქტიურად განაგრძობენ მუშაობას.
- კონფლიქტი თაობათა შორის, განსხვავებული ფასეულობები - ამ საკითხებით
დაინტერესდნენ ფოთის დებატ-კლუბზე. მონაწილეთა აზრით, ურთიერთობათა ნორმალიზება
მხოლოდ სწორი კომუნიკაციით არის შესაძლებელი.
ხონის დებატ-კლუბმა განსახილველად შემდეგი თემა გამოიტანა: „ფსიქოტროპული
დამოკიდებულება - ოჯახური კონფლიქტების მიზეზი". მონაწილეები მიიჩნევენ, რომ
პრობლემას ხელს უწყობს არაინფორმირებულობა და დაუსაქმებლობა.
საინტერესოდ წარიმართა დებატები წყალტუბოში, ქუთაისში, სენაკსა და ხურჩის
დებატ-კლუბებზე, რომელთა მონაწილეები თვითშეფასების საკითხით დაინტერესდნენ.
ახალგაზრდების აზრით, თვითშეფასება პირდაპირ კავშირშია კონფლიქტურ სიტუაციებთან -
მაღალი თვითშეფასება ხშირად მოძალადეს წარმოქმნის, ხოლო დაბალი თვითშეფასების
მქონე ადამიანები მსხვერპლის როლში გვევლინებიან. შეხვედრები მნიშვნელოვანი იყო,
რადგან ახალგაზრდებმა საკუთარ თავს გარედან შეხედეს და შეაფასეს თავიანთი ძლიერი
და სუსტი მხარეები.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია
„ქალები ქალებისათვის"
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი) |