ოთხშაბათი, 27.11.2024, 17:30
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 6 » ქუთაისი მრგვალი მაგიდა
10:38
ქუთაისი მრგვალი მაგიდა


ღონისძიებაზე მოწვეულმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, იურისტებმა, სოციალური სამსახურის, არასამთავრობო სექტორისა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები, ახალგაზრდები   შეთანხმდნენ იმაზე, რომ არაეფექტურია, როცა ადგილობრივი ხელისუფლება ამოვარდნილია მსხვერპლის დაცვის, ან მისთვის სტატუსის მინიჭების  ღონისძიებებიდან,  რადგან მათ ყველაზე მეტი ინფორმაცია აქვთ ოჯახში არსებული სიტუაციის შესახებ.

6 დეკემბერს ქუთაისში გამართულ მრგვალ მაგიდაზე მოხდა შეფასება, როგორ ხდება ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვა, როგორ ხდება  რეფერალური მექანიზმების სუბიექტებს შორის კოორდინაცია და ინფორმაციის გაცვლა, რა პრაქტიკული ნაბიჯები უნდა გადაიდგას ძალადობის პრევენციისა და დაზარალებულის დაცვის კუთხით.

როდის ხდება სოციალური სააგენტოს ჩართვა ძალადობის აღმოფხვრაში, რა მოვალეობები ეკისრება სკოლებს, საავადმყოფოებს, სამართალდამცავ სტრუქტურებს, სხვა სუბიქტებს. ითქვა, რომ სისტემა განსაზღვრულია, არსებობს რეფერირების დოკუმენტები, მაგრამ - ყველას მიერ აღიარებულია კოორდინაციის პრობლემა. ეს არაერთმა მოყვანილმა მაგალითმაც ცხადყო.

საუბარი შეეხო თავშესაფრების საკითხს, ითქვა, რომ აუცილებლად უნდა გამოიძებნოს რესურსი მათი ტაოდენობის გაზრდისათვის. ფსიქოლოგიური სამსახურის პოპულარიზაციისა და სკოლაში არა მარტო ფსიქოლოგის შტატის დაბრუნების, არამედ სოციალური პედაგოგის დანერგვის საკითხს. 

მონაწილეებმა საჭიროდ მიიჩნიეს ადგილზე საკოორდინაციო რგოლის შექმნის აუცილებლობა, რომელიც უწყებათაშორის კომუნიკაციას დაარეგულირებს და ინფორმაციის გაცვლის, გამოცდილების გაზიარებას და არსებული სიტუაციის გამოსწორების პრაქტიკული ღონისძიებების განხორციელებას მოემსახურება. ამ საქმეში უპირატესი როლი არასამთავრობო სექტორს მიენიჭა.


კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 934 | დაამატა: moderatori | ტეგები: EED | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 8
სტუმარი: 8
მომხმარებელი: 0