29 მარტს ტელერადიოკომპანია „რიონის" ეთერით წყალტუბოს ამომრჩეველ ქალთა კლუბის ადვოკატირების ჯგუფის საქმიანობის ამსახველი სიუჟეტი გავიდა. ჯგუფმა ლობირება გაუწია ამაგდარი დევნილი პედაგოგებისათვის საკრებულოს ბიუჯეტიდან ერთჯერადი მატერიალური დახმარების გამოყოფის საკითხს. საკრებულოს ხელმძღვანელობა მზადყოფნას გამოთქვამს, კვლავაც აქტიურად ითანამშრომლოს ჯგუფთან, „მათი საშუალებით შევძელით, საკადრისი პატივი მიგვეგო ადამიანებისათვის, ვინც მთელი ცხოვრება ქვეყნის სამსახურში გალია".
„ჩვენთვის ეს მხოლოდ მატერიალური დახმარება არ არის, ეს დიდი მორალური მხარდაჭერაა, ჩვენი შრომის დაფასება, - ასეთი განწყობა აქვთ მხცოვან პედაგოგებს, რომლებიცხალისით მოგვითხრობენ სიუჟეტში თავისი მეტად საინტერესო ცხოვრების შესახებ".
სიუჟეტმა უკვე ჰპოვა სათანადო გამოხმაურება- წყალტუბოს ადვოკატირების ჯგუფის გამოცდილების გაზიარების სურვილი ამომრჩეველ ქალთა რეგიონალურმა კლუბებმა გამოთქვეს.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
მარტში ქუთაისის, წყალტუბოსა და ხონის ქალთა
მხარდაჭერის ცენტრებში დევნილი მოსახლეობისათვის იურიდიულ საკითხებთან
დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრები (კონსულტაციები) ჩატარდა. შეხვედრების
მიზანი იყო დევნილებისათვის აქტუალურ საკითხებზე ( ადამიანის უფლებები; ძალადობა
და მისგან დაცვის მექანიზმები; განსახლების პრობლემა - საცხოვრებლის
უფლება, დაუსაბუთებელი გამოსახლებიდან დაცვის უფლება და გარანტიები;უძრავი ქონების რეგისტრაცია და მისი
აუცილებლობა; ალიმენტი და მისი ოდენობის განსაზღვრა; ) კონსულტაციების გაწევა.
განსაკუთრებული ყურადღება დევნილების მიერ
საცხოვრებელი ადგილის არჩევასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ უფლებებზე გამახვილდა.
„ დევნილი მოსახლეობა წლების განმავლობაში ერთ
ადგილზე ცხოვრებას შეეჩვია და საცხოვრებლის კიდევ ერთხელ შეცვლა ძალიან მტკივნეული
პროცესია.
ჩვენთვის
ძალიან მნიშვნელოვანია გვქონდეს ამომწურავი ინფორმაცია ჩვენი უფლებების შესახებ
განსახლების პროცესთან დაკავშირებით, რაშიც ფონდი „სოხუმის" იურისტი გვეხმარება",-ითქვა
შეხვედრებზე.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის
ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.
ფორუმ-თეატრმა სამტრედიის მეოთხე საჯარო სკოლაში ხუთი სცენა აჩვენა.
მაყურებელმა ახალგაზრდული თეატრის მიერ წარმოდგენილი სცენები ინტერესით მიიღო.
დასასრულს გაიმართა დისკუსია, რომელშიც
მიიღეს მონაწილეობა აღნიშნული სკოლის მოსწავლეეებმა,
მასწავლებლებმა და დირექტორმა.
ნინო ჩერქეზიშვილი (
სამტრედიის მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლე): „წარმოდგენილი სცენები ძალიან
საინტერესოა და, რაც მთავარია, საშუალებას გვაძლევს, საკუთარ ქცევებზე დავფიქრდეთ.
ამ პრობლემების გარშემო დისკუსიები კი სასარგებლოა იმდენად, რამდენადაც ახალგაზრდებს
გვეხმარება ვიყოთ უფროყურადღებიანები, თავაზიანები
უფროსებთან და თანატოლებთან ურთიერთობაში."
ფორუმ-თეატრის წარმოდგენასმეთერთმეტე
და მეთორმეტე კლასის ოცდათხუთმეტი მოსწავლე ესწრებოდა.
„ძალიან მიხარია, რომ ეს პრობლემა წამოჭერით. თითქოს ჩვენს ოჯახებში ხდება ყველაფერი, რასაც ვხედავთ და ვუსმენთ. საწყენია, რომ მოხუცებს უდიერად ვეპყრობით, ეს ხომ ჩვენი ტრადიციებისთვის ძალიან უცხოა!"
„სცენის ნახვისას სურვილი გამიჩნდა, ყველა ჩემს თანატოლს მოვუწოდო, მოვეფეროთ ბებიებს, ისინი ხომ ყოველთვის არ გვეყოლებიან?!"
„მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ გადაცემისათვის. ძალიან აქტუალური თემები გაქვთ აღებული სადისკუსიოდ. ჩვენს საზოგადოებს სჭირდება ყველაფერ ამაზე დაფიქრება!’’
„სამწუხაროდ, ჩვენი ახლობლები ლუკმაპურის შოვნაზე არიან გაფაციცებულნი და არ უკვირდებიან ბავშვის ფსიქიკას, არ ეძებენ მიზეზს, რატომ არის ის აგრესიული, გაღიზიანებული".
„რიონის" პირდაპირ ეთერში გასულ ტელეგადაცემაში ფონდის ახალგაზრდულმა ფორუმ-თეატრმა პირდაპირ ეთერში გაითამაშა სცენები, რომლებიც დიდი ხანია, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს დისკუსიებისკენ უბიძგებს, რადგან, როგორც გადაცემაზე ითქვა,„ავის და კარგის გარჩევა ემოციით უფრო ადვილია. შეიძლება, მოვისმინოთ,ინტერნეტშისტატისტიკას გავეცნოთ, მაგრამ ახალგაზრდა მსახიობების მიერ ასეთი ოსტატობით გათამაშებული ადამიანური დრამები ჩვენში ჯანსაღ პროტესტს აღძრავენ ძალადობის მიმართ".
როგორც აღმოჩნდა, საეთერო დრო არ ეყო ადამიანური ემოციების გამოხატვას. ტელევიზიის, ფონდის მისამართით განუწყვეტლივ ისმის გამოხმაურებები, თხოვნა, საშუალება მიეცეთ, კიდევ შეხვდნენ ფორუმ თეატრს, მეტი ახალგაზრდობა ჩართონ საზოგადოებრივ დისკუსიებში, რათა ამით ხელი შეეწყოს ძალადობის თავიდან არიდებას, გულისხმიერ ადამიანურ ურთიერთობებს.
ხონის, წყალტუბოს, ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარდა 6 ჯგუფურისაკონსულტაციო შეხვედრა ფსიქოლოგთან. შეხვედრებს ესწრებოდნენ 17-დან 55-წლამდე ასაკის აფხაზეთიდან დევნილი ქალბატონები.
შეხვედრების თემა იყო „თანამედროვე ქალი - როგორი უნდა იყოს ის", ხოლო მიზანი -ყოველდღიურობის ტვირთით დამძიმებული ქალების ფსიქოლოგიური კონსულტაციები.
შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს იმაზე, რომ დღეს ქალი ძალიან დატვირთულია, ხშირად მისთვის შეუფერებელ საქმეს ეჭიდება. მას ხშირად უწევს საკუთარი ძლიერების დამტკიცება; ყოველდღიურობასთან ბრძოლაში ის კარგავს ქალურობას, იძენს მამაკაცურ თვისებებს.
„არ უნდა დავივიწყოთ, რომ ქალი ყველა დროში სინაზის, სიკეთისა და სიყვარულის სიმბოლო იყო. სწორედ ქალებს აქვთ, მამაკაცებისგან განსხვავებით, მეექვსე გრძნობა - ქალური ინტუიცია, რაც მათ დაბრკოლებების გადალახვაში ეხმარება. ქალს უნდა უყვარდეს, პატივს უნდა სცემდეს საკუთარ თავს. ქალებმაუნდა იზრუნონ იმისათვის, რომქალურობა არ დაკარგონ", - გვირჩევს ფსიქოლოგი.