ოთხშაბათი, 27.11.2024, 19:23
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2012 » მარტი » 05

 

 

 დიდი ხანი არ არის, რაც საქართველოში 8 მარტმა ახალი დატვირთვა   მიიღო  - მას  ხშირად იყენებენ ქალთა უფლებების ადვოკატირების, გენდერული სამართლიანობის საკითხის  განხილვის, მშვიდობისმშენებლობისა და ამ საკითხებში ქალთა სოლიდარობის თემებისათვის.

ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია -  კულტურულ - ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი" ემზადება მთელს დასავლეთ საქართველოში (ქუთაისი, წყალტუბო, ბათუმი, ზუგდიდი, სენაკი, ხონი, ხობი, ფოთი, ოზურგეთი, ხურჩა) ქალთა სერთაშორისო სოლიდარობის დღის - 8 მარტისადმი მიძღვნილი აქცია - მრგვალი მაგიდების გასამართავად.

ფონდის აქტივისტები ათ დასახლებულ პუნქტში  ჩაატარებენ მრგვალ მაგიდებს, რომლებზეც ქალთა მსოფლიო სოლიდარობისა და საქართველოში ქალთა მოძრაობის ისტორიებზე მოხსენებებს მოისმენენ; ფონდის ახალგაზრდა აქტივისტები მონაწილეებს ჩატარებული გამოკითხვის  - „რას ნიშნავს 8 მარტი ქართველი  ქალებისათვის  და როგორ აღნიშნავენ ისინი მას?" - შედეგებს გააცნობენ; იგეგმება ფონდის შეკვეთით გადაღებული დოკუმენტური ფილმების ჩვენება, რომლებიც სხვადასხვა სფეროში ქალთა მონაწილეობის საკითხებს აშუქებენ.

  ვინაიდან, დღის მთავარი სადისკუსიო საკითხი და თემა  - ქალთა სოლიდარობის თემაა, მრგვალი მაგიდების აქცია ერთიანდება ერთი სლოგანით -  „ჩვენ ვაერთიანებთ ოცნებებსა და მიზნებს".

i
კატეგორია: აქციები | ნანახია: 1064 | დაამატა: moderatori | თარიღი: 05.03.2012

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 49
სტუმარი: 49
მომხმარებელი: 0