ფონდი „სოხუმის" წარმომადგენლები შეხვდნენ ქუთაისის ორ კოლექტიურ ცენტრში (ელექტროტექნიკური ლიცეუმი და „ანკომი") მცხოვრებ დევნილებს.
ეს იყო დასკვნითი შეხვედრა, რომელზეც შეკრებილთ მიეწოდათ ინფორმაცია განსახლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მათ მიიღეს პასუხი
რამდენიმე შეკითხვაზე, რომელთა გარკვევა განსაკუთრებით აინტერესებდათ.
დევნილებმა გამოხატეს კმაყოფილება ფონდ „სოხუმთან" თანამშრომლობით და იმედი გამოთქვეს, რომ ეს საქმიანი ურთიერთობები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
პროექტი ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაცია "შერიგების რესურსების” (დიდი ბრიტანეთი) მხარდაჭერით. |