ადამიანის უფლებათა დაცვის კავშირის შენობაში შეკრებილმა ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრმა ოცდახუთმა ქალბატონმა ქალთა საერთაშორისო სოლიდარობის დღისადმი მიძღვნილაქცია-მრგვალ მაგიდაშიმიიღო მონაწილეობა. აქცენტი გაკეთდა იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ერთიანობა ქალთა უფლებების დაცვისათვის,ძალადობისა დატრეფიკინგისწინააღმდეგ ბრძოლაში.
კლუბის აქტიურმა წევრებმა აქცია-მრგვალ მაგიდაზე ქალთა დღესთან დაკავშირებით მომზადებული ოთხი თემა წარმოადგინეს: „8 მარტის დაარსების ისტორია" (ირმა კახიძე), „ქალთა მოძრაობის ისტორია საქართველოში" (მანანა როყვა), „ როგორ აღნიშნავენ ქალები8 მარტს საქართველოში" (თამილა ქათამაძე), „ქალი" (თეო ჯაში). აღნიშნულმა თემებმა მსმენელთა დიდი ინტერესი გამოიწვია.
ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები და ფონდი „სოხუმის" თანამშრომლები შეიკრიბნენ,რათა კიდევ ერთხელ გამოეხატათ თავიანთი სოლიდარობა მთელი მსოფლიოს ქალთა უფლებებისა და გენდერული სამართლიანობის დაცვის მიმართ. კლუბის აქტიური წევრები - ნატა თოდუა, ანჟელა ჩიხლაძე და გულნარა ლაკერბაიააქციის მონაწილეებს ქალთა საერთაშორისო დღესა და საქართველოში ქალთა მოძრაობასთან დაკავშირებულ თემებზე ესაუბრნენ.
- ქალთა სოლიდარობის დღეს განსაკუთრებული განწყობით ვხვდები. მიმაჩნია, რომ ყველა ქალმა უნდა იბრძოლოს საკუთარი უფლებების დასაცავად. ქალბატონებს წარმატებებს ვუსურვებ პირად თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში! - მანანა კიკაბიძე, ამომრჩეველ ქალთა კლუბის, ასევე ქუთაისის საკრებულოს წევრი.
-ქალბატონებო! დაე, თქვენი სიცოცხლე სითბოთი, სიკეთით და სიხარულით იყოს გაჯერებული,სიყვარულით გეცხოვროთ!- კლუბის აქტიური წევრი ნატა თოდუა.
ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე - 8 მარტი ოზურგეთშიცუჩვეულოდ აღინიშნა. ამომრჩეველ ქალთა კლუბის ოცდაშვიდმა წევრმა ქალთა უფლებების დაცვისა და ადვოკატირების მხარდაჭერა აქცია - მრგვალი მაგიდის სახით გამოხატა. კლუბის აქტიურმა წევრებმაწიკითხეს მოხსენებებიქალთა მსოფლიო სოლიდარობისა და საქართველოში ქალთა მოძრაობის თემებზრე: „8 მარტის დაარსების ისტორია"(ქეთევან ქადიეშვილი (თემა გამდიდრებული იყო ფოტო-მასალით), „ ქალთა მოძრაობის ისტორია საქართველოში" (ნინო ნიკოლაიშვილი), „როგორ აღნიშნავენქალთა დღეს საქართველოში" -( მარინა კიპაროიძე).
ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღეს - 8 მარტს ამომრჩეველ ქალთა კლუბის ოცდახუთი წევრი ქალთა საკითხებზე თემების განხილვით შეხვდა.
„8 მარტი - ისტორია და დღევანდელობა" (ნატო ბიგვავა ); „მსოფლიოს ლიდერი ქალბატონები" (გულნაზ ღადუა); „როგორ აღნიშნავენ ქალები 8 მარტს საქართველოში" (დოდო ღადუა).
შეხვედრაზე აქცენტი ქალთა სოლიდარობაზე გაკეთდა. აღინიშნა, რომ 8მარტს, მსოფლიოს ყველა ქალი კიდევ ერთხელ უცხადებს პროტესტს ქალთა უფლებების დარღვევასა და ქალთა მიმართ ძალადობას!
აღნიშნული ღონისძიებით ადგილობრივი პრესაც დაინტერესდა.
წყალტუბოს ამომრჩეველ ქალთა კლუბისა და ქალთა მხარდაჭერის ცენტრის აქტიურმაწევრებმა, ფონდი „სოხუმის" მხარდაჭერით, ქალთა საერთაშორისო დღის - 8 მარტისადმი მიძღვნილი აქცია - მრგვალი მაგიდა ჩაატარეს. აქციის მონაწილეებმა მოისმინეს მოხსენებები თემებზე: „ ქალთა მოძრაობა საქართველოში" (ნანა კოპალიანი),„ 8 მარტი - ისტორია და დღევანდელობა"(ლაურა ჯიმშელეიშვილი), „როგორ აღნიშნავენ ქალები 8 მარტს საქართველოში" (მარიკა მამარდაშვილი).
მოხსენებების შემდეგ საინტერესო დისკუსია გაიმართაქალთა უფლებებსა და გენდერული სამართლიანობის საკითხებთან დაკავშირებით.
ზუსტად 3 საათზე ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის აქტივისტები და ქალთა კლუბის წევრები შეუერთდნენ ფონდი „სოხუმის" მიერქალთა საერთაშორისო სოლიდარობის დღის - 8 მარტისადმი მიძღვნილ აქციას-მრგვალ მაგიდას, სადაცქალთასაერთაშორისო დღისა და ქალთა მოძრაობის ისტორიასთან დაკავშირებული მოხსენებები წაიკითხეს ლელა ლომიძემ, ელისო ჯიქიამ და შუშანა მირცხულავამ. აღნიშნული დღის ისტორიულ მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი.
ძალიან საინტერესო იყო აქტივისტების მიერ ჩატარებული გამოკითხვის - „რას ნიშნავს 8 მარტი ქალებისათვის და როგორ აღნიშნავენ ისინი მას ?", - შედეგები.
ქალთა სოლიდარობის დღის - 8 მარტისადმი მიძღვნილ ერთობლივ აქცია-მრგვალ მაგიდაში ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრისა და ამომრჩეველ ქალთა კლუბისოცდაჩვიდმეტმა ქალბატონმა მიიღო მონაწილეობა. აქტიურმა ქალბატონებმა ანა კვარაცხელიამ, ნელი და დარეჯან უნგიაძეებმა მსოფლიოს (მათ შორის საქართველოს) ქალთა მოძრაობასთან დაკავშირებით მოხსენებები გააკეთეს. აქციაშიჩაერთნენახალგაზრდა ლიდერთა სკოლის გოგონები.
"სასიამოვნოა, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა საშუალება, დაგვეფიქსირებინა ჩვენი პოზიცია, გაგვეზიარებინა ერთმანეთისთვის შეხედულებები..."
სენაკის ქალთა მხარდაჭერისცენტრის ოცდაშვიდიაქტიური ქალიდა ლიდერთასკოლის გოგონა აქცია - მრგვალ მაგიდაზე შეიკრიბა, რათა მთელი მსოფლიოს ქალების მიმართ თავიანთი მხარდაჭერა გამოეხატათ. აქციის მონაწილეებმა მოისმინეს ლალი გულუას, ნანა ნინუასა და ლია ღვამბერიას საინტერეო საუბრები მსოფლიოში ქალთა მოძრაობასთან დაკავშირებით; იმაზე, თუ როგორ იბრძოდნენ და იბრძვიან მსოფლიოს ქალები თავიანთი უფლებებისათვის,გენდერული ბალანსის დასაცავად და მშვიდობის მშენებლობისათვის. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ქალთა ერთიანობის მნიშვნელობას.
მრგვალ მაგიდაზე განიხილესლიდერი გოგონების მიერ სენაკშიჩატარებული გამოკითხვის - „რას ნიშნავს რვა მარტი ქართველი ქალებისათვის და როგორ აღნიშნავენ ისინი მას?" შედეგები.
სამასზე მეტმა ქალმა
მიიღო მონაწილეობა აქციაში. წარმატებით ჩაიარა ფონდი „სოხუმის" მიერ ორგანიზებულმა მრგვალმა მაგიდებმა
დასავლეთ საქართველოს მასშტაბით (ქუთაისი, წყალტუბო, ბათუმი, ზუგდიდი, სენაკი,
ხონი, ხობი, ფოთი, ოზურგეთი, ხურჩა) ქალთა საერთაშორისო სოლიდარობის დღის - 8 მარტისადმი
მიძღვნილი აქციის ფარგლებში.
აღნიშნული ქალაქების ამომრჩეველ ქალთა კლუბების და ქალთა მხარდაჭერის ცენტრების აქტიურმა წევრებმა
წარმოადგინეს მოხსენებები ქალთა მსოფლიო სოლიდარობის დღესა და საქართველოში ქალთა
მოძრაობასთან დაკავშირებით.
აქცია - მრგვალი მაგიდები,
რომელმაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი8
მარტის, როგორც განსაკუთრებული დატვირთვის მქონე დღესასწაულს,ადგილობრივმა მედიამაც გააშუქა.
"ჩვენ ვაერთიანებთ ოცნებებსა
და მიზნებს” - ამ სლოგანითხურჩის ქალთა მხარდაჭერის
ცენტრის ქალები ფონდი "სოხუმის” მიერ ქალთა საერთაშორისო დღის -8მარტისადმი
მიძღვნილ აქცია-მრგვალ მაგიდას შეუერთდნენ. ქალთა მხარდაჭერის ცენტრის აქტიურმა წევრებმა
გააკეთეს მოხსენებები ქალთა საერთაშორისო დღესა და ქალთა მოძრაობასთან დაკავშირებით.
შეკრებილმა ქალბატონებმა დიდი
ინტერესით მოისმინეს წარმოდგენილი მოხსენებები. აქცია-მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა
საკუთარი აზრი გამოხატეს ქალთა უფლებების დაცვისა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის
საკითხების მიმართ.