ხუთშაბათი, 25.04.2024, 19:15
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2011 » სექტემბერი » 14

13-14 სექტემბერს ქუთაისში ჩატარდა ხუთი საინფორმაციო შეხვედრა თემაზე: თვითმმართველი ქალაქი ქუთაისის 2011 წლის ბიუჯეტის მონიტორინგის შედეგები და რეკომენდაციები. შეხვედრა გაიმართა აშშ-ს საელჩოს პროგრამის „იგპ ქალთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა მათი ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგში ჩართვის გზით" ფარგლებში.

ფონდი „სოხუმის" მონიტორების მიერ ჩატარებულ საინფორმაციო შეხვედრებში  მონაწილეობდნენ დევნილები ქუთაისის სხვადასხვა კოლექტიური ცენტრიდან,  ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები.

შეხვედრის მონაწილეებმა მოიწონეს ქუთაისის საკრებულოში ჩატარებული მრგვალი მაგიდის რეკომენდაციები. გამოითქვა ეჭვიც: „ იქნებ, საკრებულომ არ დაამტკიცოს ისეთი ბიუჯეტი, რომელიც ხელს შეუწყობს ზემოთაღნიშნული რეკომენდაციების შესრულებას".

დიდი ინტერესი გამოიწვია რეკომენდაციამ საშუალო ასაკის დაუსაქმებელ ქალთა პროფესიული გადამზადების შესახებ.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 887 | დაამატა: admin | თარიღი: 14.09.2011

12-14 სექტემბერს წყალტუბოში  ხუთი საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა თემაზე: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტის მონიტორინგის შედეგები და რეკომენდაციები. შეხვედრა ჩატარდა პროექტის: „იგპ ქალთა ადგილობრივ საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა მათი ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგში ჩართვის გზით" ფარგლებში. პროექტს მხარს უჭერს აშშ-ს საელჩო.

ფონდი „სოხუმის" მონიტორებმა  წყალტუბოს სანატორიუმებში ჩასახლებულ დევნილებს  გააცნეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მონიტორინგის შედეგები ( სოციალური დაცვის, ჯანმრთელობისა და განათლების სფეროში) და საკრებულოში ჩატარებული მრგვალი მაგიდის შედეგად მიღებული რეკომენდაციები.

მონაწილეებმა ერთსულოვნად მიუთითეს: „ასეთი შეხვედრები მოსახლეობასა და საკრებულოს შორის ინფორმაციების გაცვლას უწყობს ხელს".

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 798 | დაამატა: admin | თარიღი: 14.09.2011

12-დან 14 სექტემბრის ჩათვლით ხონში ჩატარდა ხუთი საინფორმაციო შეხვედრა თემაზე: ხონის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტის მონიტორინგის შედეგები და რეკომენდაციები.

შეხვედრა გაიმართა პროგრამის „იგპ ქალთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა მათი ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგში ჩართვის გზით" ფარგლებში. პროექტი დააფინანსა ამერიკის საელჩომ.

 ფონდი „სოხუმის" მონიტორი  ქალების მიერ ჩატარებულ შეხვედრებში მონაწილეობდნენ დევნილები ხონის სამხედრო დასახლებიდან. შეხვედრის ბოლოს მონაწილეებმა წამოაყენეს წინადადებები:

1. ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გაითვალისწინოს სამხედრო დასახლების სასმელი წყლით მომარაგების 12 საათიანი გრაფიკი; უზრუნველყოს სასმელი წყლის ხარისხი.

2. გათვალისწინებულ იქნას უფასო სამედიცინო გამოკვლევა 6 თვეში ერთხელ სამხედრო დასახლების იმ პირთათვის, რომლებიც ახლოს არიან სიღარიბის ზღვართან, მაგრამ სამედიცინო დაზღვევის პოლისი არა აქვთ.

3.ხონის სამხედრო დასახლებაში მომრავლდნენ მაწანწალა ძაღლები, რაც საშიშროებას წარმოადგენს მოსახლეობისათვის, განსაკუთრებით ბავშვებისათვის. საკრებულომ უნდა უზრუნველყოს მათი აცრების ან იზოლაციის საკითხი.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 876 | დაამატა: admin | თარიღი: 14.09.2011

ქალთა მხარდაჭერის ცენტრების  ეფექტური მუშაობის განვითარებისა და გაფართოების მიზნით, ქალაქ სენაკში 6 მხარდაჭერის ცენტრის

11 მობილიზატორის მონაწილეობით ჩატარდა ვორკშოპი.

ვორკშოპზე შემდეგი თემები განიხილეს:

-საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებასთან დაკავშირებული პრაქტიკული რჩევები;

- გეგმის ფორმულირება ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მუშაობის გასაფართოებლად- ადგილობრივ ხელისუფლებასა და სხვა დაწესებულებებთან თანამშრომლობა;

- აღწერით ანგარიშთან დაკავშირებული პრაქტიკული რჩევები;

-ღონისძიების მიზნებისა და ინდიკატორების განსაზღვრა;

ვორკშოპი მოიცავდა თეორიულ მასალებს, ბრეინშტორმინგებსა და პრაქტიკულ სავარჯიშოებს.

„ვორკშოპმა გვასწავლა მიზნების, ინდიკატორებისა და გეგმების ფორმულირება ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ეფექტური მუშობის გასაფართოებლად, ადგილობრივ სტრუქტურებთან, პროექტის ბენეფიციარებთან ნაყოფიერი საქმიანობის დასაგეგმად",-ზ. კოპალიანი.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: ვორკშოპები | ნანახია: 883 | დაამატა: admin | თარიღი: 14.09.2011

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0