პარასკევი, 26.04.2024, 09:31
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2011 » სექტემბერი » 09
 

- აღფრთოვანებულები მივდივართ საქართველოდან, ჩვენს მოსწავლეებს ვუამბობთ ნანახსა და განცდილზე, თუმცა ეს ყველაფერი თავად უნდა იგრძნო, - ამბობდნენ ბოლო დღეს რუსეთიდან ჩამოსული მასწავლებლები...

შთაბეჭდილებების საწყისი რუსეთ-საქართველოს საზღვარზე იყო. მერე - სტეფანწმინდა, ფასანაური, ექსკურსია თბილისში და ყველაზე ამაღელვებელი - გრიბოედოვის საფლავთან მიახლება მთაწმინდაზე.

სამმა დღემ უჩვეულოდ ბევრი რამ დაიტია: ზღვისპირას გატარებული ულამაზესი წუთები, ექსკურსიები ბათუმში, ქუთაისში, სათაფლიაში. და განსაკუთრებით შთამბეჭდავი - სტუმრობა ბაღდათში, ვლადიმერ მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმში.

ყველაზე მთავარი, რამაც რუსეთისა და საქართველოს რუსული ენის  24 მასწავლებელი შეკრიბა, იყო ქობულეთში ჩატარებული სამდღიანი სემინარი "შერიგების სასკოლო სამსახურები" (მწვრთნელი - რუსტემ მაკსუდოვი,  საზოგადოებრივი ცენტრის „სასამართლო-სამართლებრივი რეფორმა" პრეზიდენტი). მონაწილეები გაეცნენ კონფლიქტური სიტუაციების მოგვარების ახალ გზებს, მედიაციისა და შერიგების სასკოლო სამსახურის პრინციპებს. ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილებები, ახლებურად შეხედეს სასწავლო პროცესს, მოსწავლეებს, კოლეგებს.

სემინარი არის ნაწილი პროექტისა „ცხოვრება მშვიდობით - მშვიდობიან გარემოში",  რომელსაც ახორციელებენ კავშირი „დონის ქალები" (რუსეთი) და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი" (საქართველო). პროექტი ლოგიკური გაგრძელებაა  საქართველოსა და რუსეთის მშვიდობისმყოფელ ქალთა ალიანსის მონაწილეთა დიალოგისა, რომელიც დაიწყო თბილისში 2009 წლის დეკემბერში.

როგორც სემინარის ბოლოს აღინიშნა, მისი ყოველი მონაწილე ახალ შტრიხებს შესძენს პედაგოგიურ საქმიანობას. ისინი კმაყოფილნი დარჩნენ ახალი ინფორმაციების მიღებით, ცოდნის გამდიდრებით და ერთმანეთთან ურთიერთობით, რასაც დანატრებულნი არიან მასპინძლებიცა და რუსეთიდან ჩამოსული სტუმრებიც...

რაც ყველაზე მთავარია, სემინარის შედეგად შეიქმნა აქტიურ მშვიდობისმყოფელთა  ქალთა გუნდი, რომელიც ხელს შეუწყობს მომავალი თაობის მშვიდობიანი სულისკვეთებით აღზრდას.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 889 | დაამატა: admin | თარიღი: 09.09.2011

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0