ხუთშაბათი, 25.04.2024, 21:09
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2011 » სექტემბერი » 07

- ტრენინგზე ვისწავლეთ, თუ  როგორ უნდა დავსახოთ სწორად პროექტის მიზანი, რათა  ამ მიზნის მისაღწევად ჩვენს მიერ გაწეული მუშაობა ცვლილებეზე , ქალთა ცხოვრების გაუმჯობესებაზე იყოს გათვლილი. მიღებული ცოდნა ჩვენს მიერ ჩატარებული ღონისძიებების მონიტორინგსა და ბენეფიციარებზე  გავლენის შეფასებაში  დაგვეხმარება,-ასეთია  ფონდ „სოხუმის" თანამშრომლებისათვის ბორჯომში 5-7 სექტემბერს ორგანიზებული ტრენინგის-„პროექტის დაგეგმვა, მონიტორინგი და შეფასება"-მონაწილეთა უმრავლესობის აზრი.

ტრენინგს ატარებდნენ ტრენერ-კონსულტანტები ეკა დათუაშვილი და ირინა ბრეგვაძე(საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების  ცენტრი).                            

ტრენინგის მონაწილეები სამი დღის განმავლობაში მუშაობდნენ პროექტის ლოგიკური მატრიცის შემუშავებაზე, მიზანთა ფორმულირებაზე, მიზეზებზე, ინდიკატორებზე, პროექტის დაგეგმვის, შეფასებისა და ინფორმაციის შეგროვების მეთოდებზე.

ჯგუფური სავარჯიშოების დროს, ფონდ „სოხუმის" თანამშრომლებს მიღებული ცოდნის გამოყენებისა და გაღრმავების საშუალება ჰქონდათ.

მოცემული ტრენინგი ძალიან მნიშვნელოვანია ფონდ „სოხუმის" თანამშრომლებისათვის, ვინაიდან ისინი ყოველდღიურ საქმიანობაში მუდმივად აწყდებიან ტრენინგზე განხილულ საკითხებს.


კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1193 | დაამატა: moderatori | თარიღი: 07.09.2011

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0