რეპროდუქტოლოგებთან შეხვედრებზე დასწრების მსურველ ქალთა რიცხვი არ იკლებს. ექიმი-რეპროდუქტოლოგები საკითხით დაინტერესებულ თითოეულ ქალბატონს გულდასმით უსმენენ და შეკითხვებზე ამომწურავად პასუხობენ.
სექტემბერში შეხვედრები ჩატარდა ქუთაისის, ფოთის, წყალტუბოს, ხონისა და სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. განიხილებოდა შემდეგი კონკრეტული თემები: „ორსულობა და მასთან დაკავშირებული საკითხები"; „სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები"; „შაქრიანი დიაბეტი". შეხვედრებს ესწრებოდნენ სხვადასხვა ასაკის დევნილი და ადგილობრივი ქალები.
აღსანიშნავია ისიც, რომ სენაკში გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი თვეში ერთხელ სამ ქალს უფასო კონსულტაციას უტარებს.
რეპროდუქტოლოგები ყველა შეხვედრაზე ურჩევენ ქალებს, გინეკოლოგიური შემოწმებები მუდმივად გაიარონ, რადგან ქალებში სხვადსხვა სიმსივნით დაავადებულთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |