კვირა, 24.11.2024, 01:55
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2011 » სექტემბერი » 29

29 სექტემბერს სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემაზე: "ოჯახში ძალადობისაგან დაცვის სახელმწიფო რეფერალური მექანიზმების პრინციპები და შესაძლებლობები”. შეხვედრას  ადგილობრივი თვითმმართველობის, სოციალური სააგენტოსა და სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები, პედაგოგები, მოქმედი ადვოკატები, ახალგაზრდები და დევნილი ქალბატონები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა არჩეული თემის  აქტუალობა. როგორც მრგვალ მაგიდაზე აღინიშნა,  ძალადობის პრობლემის მოგვარება წარმოუდგენელია სახელმწიფოს მიერ პრობლემის გადაჭრის ეფექტური მექანიზმების შექმნის, დანერგვისა და შესაბამისი ინფორმირების   გარეშე.

საზოგადოებისა და პრობლემის მოგვარებით დაკავებული სტრუქტურების თანამშრომლობის,| ინფორმაციის გაცვლის  აუცილებლობა; სახელმწიფოს მიერ არასამთავრობო სექტორის რესურსების მაქსიმალური გამოყენება; კვალიფიციური ტრენინგები პოლიციელთათვის; სამოქალაქო განათლების პროგრამაში რეფერალური მექანიზმების შესახებ ინფორმაციის შეტანა; სოციალური მუშაკების ინსტიტუტის პროპაგანდა - ეს არასრული ჩამონათვალია იმ წინადადებებისა, რომლებიც მრგვალ მაგიდაზე გაჟღერდა.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 934 | დაამატა: admin | თარიღი: 29.09.2011

„უარყოფითი ემოციები, რა ზეგავლენას ახდენენ ისინი ჩვენზე",- ფსიქოლოგის მიერ ამ თემაზე გამართულმა საუბრებმა ქალებში აღძრა ინტერესი, აეხსნათ,  თუ საიდან მოდის ამდენი უარყოფითი ემოცია, რომელიც აიძულებს თავი შებოჭილად იგრძნონ. „შიში და ბრაზი გვიპყრობს და ჩვენი ყურადღება ფოკუსირდება იმაზე, რომ  სასწრაფოდ თავდაცვაზე უნდა გადავიდეთ. უარყოფითი ემოციები კეტავენ ჩვენი შემეცნების  ველს, რადგან ის მძიმეა და სულს უფრო ადვილად იპყრობს,"-ასკვნიან ქალები.

ქუთაისის კოლექტიურ ცენტრებში, რომლებშიც აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობენ, გაიმართა 8 ჯგუფური შეხვედრა ფსიქოლოგთან. შეხვედრებს ესწრებოდა 18-დან 58- წლამდე ასაკის 79 ქალი.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 930 | დაამატა: admin | თარიღი: 29.09.2011

ფორუმ-თეატრმა  ქუთაისის მეთოთხმეტე და სენაკის მეორე საჯარო სკოლებში ორი წარმოდგენა გამართა. მოსწავლეები განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდნენ იმ სცენებს, რომლებიც ოჯახში, სკოლასა და მოხუცებისადმი ძალადობის თემას ეხებოდა: „ ფორუმ თეატრის მსახიობები დამაჯერებლად უტევენ მოძალადე პერსონაჟს და სინანულამდეც კი მიჰყავთ ის,-"მსჯელობენ წარმოდგენების ირგვლივ ახალგაზრდები.

„ფორუმ-თეატრის წარმოდგენები ხელს უწყობს საზოგადოებაში არსებული პრობლემის გადაჭრას. ამ სცენებმა, ჩემი აზრით, ბევრი ახალგაზრდა დააფიქრა", - ლიკა ხორავა (სენაკის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე).

მოზარდებმა, წარმოდგენების დასასრულს, გამოთქვეს აზრი, რომ ძალადობის

ფორმების აღმოფხვრის მიზნით საზოგადოების გააქტიურება აუცილებელია.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 922 | დაამატა: admin | თარიღი: 29.09.2011

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 32
სტუმარი: 32
მომხმარებელი: 0