მთავარი »
2011 » სექტემბერი » 14 » საინფორმაციო შეხვედრები ქუთაისში
20:41 საინფორმაციო შეხვედრები ქუთაისში |
|
13-14 სექტემბერს ქუთაისში ჩატარდა ხუთი საინფორმაციო შეხვედრა თემაზე: თვითმმართველი ქალაქი ქუთაისის 2011 წლის ბიუჯეტის მონიტორინგის შედეგები და რეკომენდაციები. შეხვედრა გაიმართა აშშ-ს საელჩოს პროგრამის „იგპ ქალთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა მათი ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგში ჩართვის გზით" ფარგლებში.
ფონდი „სოხუმის" მონიტორების მიერ ჩატარებულ საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობდნენ დევნილები ქუთაისის სხვადასხვა კოლექტიური ცენტრიდან, ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები.
შეხვედრის მონაწილეებმა მოიწონეს ქუთაისის საკრებულოში ჩატარებული მრგვალი მაგიდის რეკომენდაციები. გამოითქვა ეჭვიც: „ იქნებ, საკრებულომ არ დაამტკიცოს ისეთი ბიუჯეტი, რომელიც ხელს შეუწყობს ზემოთაღნიშნული რეკომენდაციების შესრულებას".
დიდი ინტერესი გამოიწვია რეკომენდაციამ საშუალო ასაკის დაუსაქმებელ ქალთა პროფესიული გადამზადების შესახებ. |
|
კატეგორია: შეხვედრები |
ნანახია: 907 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |