კვირა, 24.11.2024, 01:47
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2011 » სექტემბერი » 14 » საინფორმაციო შეხვედრები ხონში
20:34
საინფორმაციო შეხვედრები ხონში

12-დან 14 სექტემბრის ჩათვლით ხონში ჩატარდა ხუთი საინფორმაციო შეხვედრა თემაზე: ხონის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტის მონიტორინგის შედეგები და რეკომენდაციები.

შეხვედრა გაიმართა პროგრამის „იგპ ქალთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა მათი ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგში ჩართვის გზით" ფარგლებში. პროექტი დააფინანსა ამერიკის საელჩომ.

 ფონდი „სოხუმის" მონიტორი  ქალების მიერ ჩატარებულ შეხვედრებში მონაწილეობდნენ დევნილები ხონის სამხედრო დასახლებიდან. შეხვედრის ბოლოს მონაწილეებმა წამოაყენეს წინადადებები:

1. ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გაითვალისწინოს სამხედრო დასახლების სასმელი წყლით მომარაგების 12 საათიანი გრაფიკი; უზრუნველყოს სასმელი წყლის ხარისხი.

2. გათვალისწინებულ იქნას უფასო სამედიცინო გამოკვლევა 6 თვეში ერთხელ სამხედრო დასახლების იმ პირთათვის, რომლებიც ახლოს არიან სიღარიბის ზღვართან, მაგრამ სამედიცინო დაზღვევის პოლისი არა აქვთ.

3.ხონის სამხედრო დასახლებაში მომრავლდნენ მაწანწალა ძაღლები, რაც საშიშროებას წარმოადგენს მოსახლეობისათვის, განსაკუთრებით ბავშვებისათვის. საკრებულომ უნდა უზრუნველყოს მათი აცრების ან იზოლაციის საკითხი.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 893 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 35
სტუმარი: 35
მომხმარებელი: 0