პარასკევი, 29.03.2024, 19:29
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2011 » მაისი » 30

მაისში  ფორუმ-თეატრმა ორი წარმოდგენა გამართა: ქალაქ ქუთაისის ცენტრალურ სკვერში და გორაზე - ბავშვთა და მოზარდთა დასასვენებელ პარკში.

წარმოდგენებს ბევრი  მაყურებელი დაესწრო. ის ფორუმ-თეატრის მიერ გათამაშებულ  სცენებს  დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს.საყურადღებოა  ისიც, რომ წარმოდგენებს სხვადასხვა ასაკის ადამიანები ესწრებოდნენ. მაყურებელმა ადვილად აუღო   ალღო ფორუმ-თეატრის სათქმელს და თითოეული სცენისანხილვაში აქტიურად ჩაერთო. მონაწილეები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ ძალადობის   წინააღმდეგ ბრძოლაში საზოგადოების მეტი აქტიურობაა საჭირო.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 1159 | დაამატა: admin | თარიღი: 30.05.2011

ქუთაისში, ფონდ "სოხუმში" ჩატარდა პირველი ქსელური შეხვედრა პროექტის «გრძელვადიანი გადაწყვეტილებები - წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოში მცხოვრები დევნილებისთვის”.

შეხვედრას ესწრებოდნენ დევნილები-15 კოლექტიური ცენტრის წარმომადგენლები. მათთან შესახვედრად მოვიდნენ: ინმერეთის ვიცე-გუბერნატორი ნიკოლოზ კაჭკაჭიშვილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს რეგიონული სამმართველოს უფროსი დავით აფციაური, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იმერეთის რეგიონში ზაზა ჩაჩავა, ქუთაისის იურიდიული საკონსულტაციო ცენტრის იურისტი ირმა ხარჩილავა  (პროექტი "ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისათვის").

შეკრებილებმა განიხილეს ფონდ "სოხუმში" დევნილთა განსახლების საკითხებზე ჩატარებული ორი ტრენინგის შედეგად გამოვლენილი პრობლემები. დევნილებმა შეკითხვებით მიმართეს მთავრობის წარმომადგენლებს. შეხვედრა ჩატარდა ზედმეტი ემოციების  გარეშე.

დასასრულს შეჯამდა ყველა განხილული საკითხი. დასკვნის სახით ითქვა, რომ ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე შესაძლებელია პრობლემების მოგვარება.

 

პროექტი ხორცილდება შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (SIDA)- და დანიის ლტოლვილთა საბჭოს(DRC) მხარდაჭერით

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 987 | დაამატა: admin | თარიღი: 30.05.2011

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0