ქუთაისში, ფონდ "სოხუმში" ჩატარდა პირველი ქსელური შეხვედრა პროექტის «გრძელვადიანი გადაწყვეტილებები - წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოში მცხოვრები დევნილებისთვის”.
შეხვედრას ესწრებოდნენ დევნილები-15 კოლექტიური ცენტრის წარმომადგენლები. მათთან შესახვედრად მოვიდნენ: ინმერეთის ვიცე-გუბერნატორი ნიკოლოზ კაჭკაჭიშვილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს რეგიონული სამმართველოს უფროსი დავით აფციაური, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იმერეთის რეგიონში ზაზა ჩაჩავა, ქუთაისის იურიდიული საკონსულტაციო ცენტრის იურისტი ირმა ხარჩილავა(პროექტი "ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისათვის").
შეკრებილებმა განიხილეს ფონდ "სოხუმში" დევნილთა განსახლების საკითხებზე ჩატარებული ორი ტრენინგის შედეგად გამოვლენილი პრობლემები. დევნილებმა შეკითხვებით მიმართეს მთავრობის წარმომადგენლებს. შეხვედრა ჩატარდა ზედმეტი ემოციებისგარეშე.
დასასრულს შეჯამდა ყველა განხილული საკითხი. დასკვნის სახით ითქვა, რომ ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე შესაძლებელია პრობლემების მოგვარება.