რეპროდუქციული ჯანმრთელობის თემაზე შეხვედრები ხშირია, მიუხედავად ამისა, დასწრების მსურველ ქალთა რიცხვი არ იკლებს. ექიმი-რეპროდუქტოლოგი საკითხით დაინტერესებულ თითოეულ ქალბატონს გულდასმით უსმენს და შეკითხვებზე ამომწურავად პასუხობს.
შეხვედრები ჩატარდა ქუთაისის, ფოთის, წყალტუბოს, ხონის, სენაკისა და ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. შეხვედრებს ესწრებოდნენ სხვადასხვა ასაკის წარმომადგენლები, ადგილობრივი და დევნილი ქალები და გოგონები.
ყველა შეხვედრა გამოირჩეოდა მონაწილეთა დიდი ინტერესით რეპროდუქციული
საკითხებისადმი, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ აღნიშნული თემატიკა აქტუალურია.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |