პარასკევი, 26.04.2024, 19:34
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2011 » მაისი » 18

წყალტუბოში გამართული დებატების თემა იყო: "ნაადრევი ქორწინება - სოციალური პასუხისმგებლობა თუ გაუცნობიერებელი ნაბიჯი”. თემის შერჩევა მოხდა იქ გამართულ შეხვედრებზე წამოჭრილი საკითხების შედეგად.

შეხვედრას ესწრებოდნენ  პედაგოგები, უფროსკლასელები, სამედიცინო სპექტრის  და სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები. დებატების დასაწყისში ფასილიტატორმა და მოწვეულმა ექსპერტებმა შეკრებილთ  მიაწოდეს ინფორმაცია თემის შესახებ. დამსწრე საზოგადოება მალევე ჩაერთო დებატებში  და  ძალიან საინტერესო დისკუსიები გაიმართა.

ნათლად გამოიკვეთა, რომ სახელმწიფო, თავის მხრივ, ქორწინებას აძლევს ღრმა დატვირთვას, განსაზღვრავს საქორწინო ასაკს.

დებატების მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ნაადრევი ქორწინება არ არის სასურველი, როგორც სახელმწიფოსათვის, ასევე არასრულწლოვნებისათვის,  რადგან ეს მათი მხრიდან  გაუცნობიერებელი ნაბიჯია, რასაც ხშირად სავალალო შედეგი მოჰყვება. 

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1219 | დაამატა: admin | თარიღი: 18.05.2011

მედიის როლი პრობლემების ადვოკატირებაში მნიშვნელოვანია - ასეთია  ქალთა კლუბის წევრთა უმრავლესობის აზრი, თუმცა, ქალბატონები იმასაც აღნიშნავენ, რომ პრობლემები ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე წყდება, ამიტომაც  ადვოკატირებისათვის თითქმის არ მიმართავენ მედიას.

აღნიშნულ თემაზე  განსხვავებული აზრები დაფიქსირდა:

- მედია ვერ აგვარებს პრობლემას, მედიას მხოლოდ  მოვლენების გაშუქება შეუძლია.

- მედია ხშირ შემთხვევაში არ არის თავისუფალი და ობიექტური, ამიტომაც არ ვენდობით მას.

- მედიის ჩარევით არაერთი პრობლემა მოგვარებულა.

იმავე დღეს კლუბის წევრთათვის ჩატარდა ვორკ-შოპი თემაზე: ლიდერი და მისი გუნდი - კლუბის წევრები გაეცნენ ლიდერის ტიპებს, ჩატარდა რადენიმე ჯგუფური სავარჯიშოც...

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1002 | დაამატა: admin | თარიღი: 18.05.2011

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0