ფონდი „სოხუმის" ლიდერთა სკოლაში შერჩეულ გოგონებთან 28- 29 მაისს პირველი ტრენინგი ჩატარდა. ჯგუფში ქუთაისში, წყალტუბოში, სამტრედიაში, სოფელ კოკში და ნაბაკევში მცხოვრები გოგონები შეიკრიბნენ.
ტრენინგის თემა - „ეფექტური ლიდერობა" გოგონებისთვის ძალიან საინტერესო გამოდგა. მათთვის მისაღები იყო მუშაობის ინტერაქტიური მეთოდიც, რომელიც ჯგუფის მაქსიმალურ ჩართულობას, აქტიურ დისკუსიებსა და თემატურ სავარჯიშოებს ითვალისწინებდა. მუშაობის პროდუქტიულობა გოგონების მაღალმა მოტივაციამაც განაპირობა.
ტრენინგის ყველაზე სამახსოვრო მომენტი გელათის ტაძრის მონახულება გამოდგა, სადაც ზოგი მათგანი პირველად იყო.
ლიდერთა სკოლის ოცდაოთხმა გოგონამ თეორიული კურსით გათვალისწინებული თემები წარმატებით გაიარა. მათ საშინაო დავალებაც მიიღეს და მოუთმენლად ელოდებიან მომდევნო ეტაპს.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |