| ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგ შეხვედრას  ადგილობრივი პრესის - გაზეთ  „წყალტუბოს"  წარმომადგენელი ესწრებოდა. შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მედიის როლი პრობლემების ადვოკატირებაში მართლაც მნიშვნელოვანია. ამომრჩეველ ქალთა კლუბზე კიდევ ერთხელ დაისვა ტრანსპორტის სფეროში არსებული პრობლემები - მონაწილეები  თვლიან, რომ უნდა დაწესდეს სატრანსპორტო შეღავათები დევნილი სტუდენტებისათვის - ამ მიზნით ადვოკატირების ხუთკაციანი ჯგუფი ადგილობრივ თვითმმართველობას წერილობით მიმართავს. შეხვედრის მეორე ნაწილში ჩატარდა ვორკშოპი თემაზე „ლიდერი და მისი გუნდი".  ერთ-ერთი მონაწილის, მზია მუშკუდიანის აზრით, სასარგებლო და საინტერესო დღე იყო.  კლუბის წევრებმა აღნიშნეს, რამდენად მნიშვნელოვანია ძლიერი და ერთ მუშტად შეკრული გუნდი პრობლემების გადაჭრისათვის.   პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED) |