|
რადიო „ძველი ქალაქის" ეთერით ფონდის მორიგი რადიოგადაცემა გავიდა. როგორ მუშაობენ კლუბები ქალთა პრობლემების ადვოკატირების კუთხით. როგორ ხდება თანამშრომლობა საკრებულოსთან, როგორია საკრებულოების სოციალური პაკეტები, რამდენად ითვალისწინებს ქალთა საჭიროებებს - რადიოჟურნალისტი ცდილობს ამ და სხვა საკითხების ირგვლივ მოგვაწოდოს ინფორმაცია.
"ვთვლი, რომ ყოველი საკრებულოს მუშაობა უნდა იყოს გამჭვირვალე და ის უნდა ცდილობდეს, მჭიდრო კავშირი ჰქონდეს მოქალაქეებთან. ჩვენ სურვილი გვაქვს, რომ გავაღრმავოთ კლუბთან თანამშრომლობა, გავააქტიუროთ ქალები, რათა მათ წარმოადგინონ სხვადასხვა პროექტები", „მიმაჩნია, რომ ჩვენს შორის უნდა იყოს ინტეგრაცია ", „ვცდილობთ, მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული კლუბი ჩვენი სოციალური პაკეტების შესახებ"- ასე მიჩნევენ საკრებულოს წარმომადგენელი ქალბატონები, რომლებიც თავის მხრივ აქტიურად თანამშრომლობენ კლუბებთან.
კლუბების აქტივისტები იმ საკითხებზე საუბრობენ, რომელთა ადვოკატირებაც წარმოებს. ბათუმში - სოციალურად დაუცველების სახელმწიფო პროგრამებში მოხვედრის საკითხი, ზუგდიდში - კერძო სკოლების მასწავლებლების ჯანმრთელობის დაზღვევის საკითხი.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED) |