კვირა, 24.11.2024, 01:22
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2011 » აპრილი » 28

- რატომ უჭირთ მშობლებს შვილებთან ურთიერთობა, განსაკუთრებით ბიჭებთან,

რატომ ჰგონიათ მშობლებს, რომ გარდატეხის ასაკში მათი შვილები სხვანაირად იქცევიან, სხვა ტონით საუბრობენ და ხშირად, ურთიერთობა კონფლიქტით მთავრდება. როგორ, მოვაგვაროთ შვილებთან ურთიერთობა - ძირითადად ამ საკითხზე ისაუბრეს ფსიქოლოგთან გამართულ შეხვედრებზე სხვადასხვა კოლექტიურ ცენტრებში შეკრებილმა ქალებმა.

ფსიქოლოგისგან შემდეგი მითითება მიიღეს:

წარმოიდგინეთ, რომ თქვენ სწორედ იმ ასაკში ხართ, რომელშიც თქვენი შვილია. ნუ ცდილობთ, მან ზუსტად ისე ისაუბროს და იაზროვნოს, როგორც თქვენ გინდათ. ასე ვერაფერს მიაღწევთ. შეეცადეთ, ახლოს იყოთ მასთან და ნებისმიერ საქციელს დადებითი კუთხით შეხედოთ. დარწმუნებული იყავით, თქვენს შორის მეტი ურთიერთგაგება და ნდობა იქნება.

მთელი თვის განმავლობაში ფონდის ფსიქოლოგმა 8 ჯგუფური და 5 ინდივიდუალური შეხვედრა ჩაატარა, რაშიც მონაწილეობა მიიღო 120 -მა ქალმა.


კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 977 | დაამატა: moderatori | თარიღი: 29.04.2011


სტამბიდან გამოვიდა და ვრცელდება ჟურნალ „ქალთა ხმის" მეორე ნომერი. მისი მთავარი თემაა ფონდი „სოხუმისა" და მეწარმე ქალთა ფონდის ერთობლივი ფორუმი „ოჯახში ძალადობის პრევენცია - სტრატეგია და სამოქმედო გეგმა".
 რაკი ფორუმი 8 მარტის  მეასე წლისთავს მიეძღვნა, ჟურნალის პირველი სტატია სწორედ ამ დღესასწაულზე უამბობს მკითხველს (თარიღს საფუძველი დაუდო 1875 წლის ქალთა დემონსტრაციამ - იმ ქალთა საპროტესტო გამოსვლამ, რომლებიც 16 საათს მუშაობდნენ და მამაკაცებზე ნაკლებ გასამრჯელოს იღებდნენ. 1911 წელს 8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ გამოცხადდა.)
 100 წლის შემდეგაც უწევთ ქალებს საკუთარი უფლებებისათვის ბრძოლა და განსაკუთრებით - ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვა.  ეს პროტესტი  ჟურნალ „ქალთა ხმის" ყველა გვერდზე იგრძნობა.
 
კატეგორია: საინფორმაციო ბიულეტენი | ნანახია: 1235 | დაამატა: moderatori | თარიღი: 28.04.2011

ბათუმში ჩატარებულ ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრაზე  ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენელმა  - ნაზიბროლა ქობულაძემ, რომელიც ბათუმის საკრებულოში  ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურის სპორტის და ტურიზმის კომისიის წევრია ადგილობრივი ბიუჯეტის და სოციალური პროგრამების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა.

მის მიერ წამოყენებული ინიციატია - ბათუმში მცხოვრები ქალებისთვის უფასო მშობიარობის უზრუნველყოფა - ჯერჯერობით განხილვის პროცესშია, რათა მოხდეს ქალაქის ბიუჯეტთან შესაბამისობაში მოყვანა.

ბათუმის კლუბში შექმნილმა ადვოკატირების ჯგუფმა, საკრებულოს წევრს გააცნო კლუბზე განხილული პრობლემები, რომელთა შორისაა სატრანსპორტო შღავათები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის, სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზის გადამოწმების აუცილებლობა, ქალაქის ბიუჯეტში სოციალური საკითხების მეტი გათვალისწინება.

„სწორედ ერთობლივი თანამშრომლობის საფუძველზე იქნება შესაძლებელი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრა" - განაცხადა ქ-მა ნაზიბროლამ.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1023 | დაამატა: admin | თარიღი: 28.04.2011

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 17
სტუმარი: 17
მომხმარებელი: 0