ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბმა წყალტუბოსა და ბათუმის ქალთა კლუბის წევრებს უმასპინძლა.
შეხვედარზე 28 ქალი შეიკრიბა. მოწვეული სტუმრები იმ სიახლეებს გაეცნენ, რომელიც ბოლო პერიოდში ქუთაისში განხორციელდა. ქუთაისის საკრებულოს წევრმა მანანა კიკაბიძემ, რომელიც ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრია, ქალაქში მიმდინარე კულტურული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. მონაწილეებისათვის საინტერესო იყო ინფორმაცია ამერიკის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროგრამის შესახებ, რომელიც საკრებულოს მუშაობის გენდერულ მონიტორინგს ითვალისწინებს.
მნიშვნელოვანი დრო დაეთმო აქტუალური პრობლემების გამოვლენას და მათი გადაჭრის გზების ძიებას ადვოკატირებისა და ლობირების გზით. პრობლემებს შორის დასახელდა ქალაქის ნაგვისგან დასუფთავება, მოუწესრიგებელი სატრანსპორტო სისტემა(პიკის საათებში ტრანსპორტით მგზავრობა შეუძლებელია), სოციალურად დაუცველი ოჯახები და სხვა...
დასასრულს მონაწილებმა აღნიშნეს, რომ შეხვედრა ნაყოფიერი იყო ურთიერთანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების კუთხით.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED) |