თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებლოს დარბაზში ოთხი ქალაქის - ბათუმის, ფოთის, ზუგდიდისა და ხობის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები შეიკრიბნენ. ისაუბრეს კლუბების მუშაობაზე, ასევე მათ რეგიონებში არსებულ აქტუალურ პრობლემებზე და გადაჭრის გზებზე.
საკრებულოს წევრმა დარეჯან ცხვიტარიამ ფოთის სოციალური პაკეტი წარმოუდგინა მონაწილეებს: აღნიშნა, რომ სოცპაკეტი მრავალშვილიანი დედების, მარტოხელებისა და სოციალურად გაჭირვებული ფენის მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება.
შეხვედრას სასარგებლო უწოდეს ქალბატონებმა. მათი აზრით მნიშვნელოვანი იყო სხვა კლუბების მუშაობის გაცნობა, ინფორმაციის გაცვლა.
გაცვლითი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED) |