სამშაბათი, 19.03.2024, 12:41
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2011 » აპრილი » 30

აპრილში „საზოგადოებრივ მისაღებს" ხონში, კოლექტიურ ცენტრში მცხოვრებმა ორმა ოჯახმა მიმართა  და ელექტროენერგიის  მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება სთხოვა. იურისტებმა დევნილთა შტაბს მიმართეს, სადაც გასწორდა ამ ორი ოჯახის მონაცემები და პირველი მაისიდან მათ აღუდგათ ელექტროენერგიის მიწოდება.

შეხვედრებში აქტუალური იყო სურსათისა და ელექტროენერგიის ვაუჩერების გაცემასთან დაკავშირებული საკითხები. იურისტებმა მისცეს მითითება, მსგავსი პრობლემების გასარკვევად მიაკითხონ სოციალური მომსახურების სააგენტოს...

გაიცა კონსულტაციები საკუთრების დაკანონებაზე, ანდერძის შედგენასა და საოჯახო დავებთან დაკავშირებით.   

 

პროექტი ხორციელდება გერმანიის ორგანიზაცია Filia die frauenstiftung-ის მიერ

ნანახია: 1016 | დაამატა: admin | თარიღი: 30.04.2011

 26 - 30  აპრილს სტამბულში  ორგანიზებული შეხვედრის ძირითადი მიზანი  იყო კრეატიული თამაშების მეთოდიკის გამოყენებით ტრენინგის მოდელის შექმნა თემაზე  „ქალების თვალით დანახული მშვიდობიანი მომავალი".

შეხვედრაში მონაწილეობდა  ქალთა ორი ორგანიზაციის  (ფონდი  „ სოხუმი " და  აფხაზეთის  ქალთა ასოციაცია) ოთხ-ოთხი  წამომადგენელი , რომლებიც არაერთი წელია მუშაობენ  პრობლემაზე  „კონფლიქტი - გადაწყვეტა. პრევენცია და ქალთა მონაწილეობის როლი მშვიდობისმყოფელობის პროცესში".

მოკლე დროში ქალებმა შეძლეს ტრენინგის მასალების შემუშავება, რაც გამოიყენება  ტრენინგების ჩატარებისათვის  ქუთაისსა და  სოხუმში:

- ოთხდღიანი ტრენინგის „ქალების თვალით დანახული მშვიდობიანი მომავალი"

მოკლე  აღწერა;

- პროგრამა კრეატიული ტრენინგისა „ქალების თვალით დანახული მშვიდობიანი მომავალი".

- ინსტრუქცია მწვრთნელებისათვის, განრიგი დღეთა მიხედვით.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1055 | დაამატა: admin | თარიღი: 30.04.2011

ფსიქოლოგმა ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში 6 ჯგუფური შეხვედრა ჩაატარა, რაშიც 118-მა ქალმა მიიღო მონაწილეობა 19-დან 60 წლამდე.

საუბარი ძირითადად ქალთა უფლებებს შეეხო, -  როგორ არის ქალი დაცული ძალადობისგან და რამდენად აქვს მას სახელმწიფოს მხრიდან დახმარების იმედი.

მონაწილე ქალების აზრით, ჯერ კიდევ არასაკმარისია ის მხარდაჭერა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან არსებობს, რადგან კანონი სრულყოფილად არ მუშაობს.

ხაზგასმით ისაუბრეს იმაზე, რომ საზოგადოებაში დღემდე ძლიერია სტერეოტიპული დამოკიდებულება, რის გამოც ძალადობის მსხვერპლი იძულებულია ბოლომდე ითმინოს შეურაცხყოფა, რადგან დარწმუნებულია, საზოგადოება ნაკლებად თანაუგრძნობს მას.

შეხვედრის მონაწილეებმა არასამთავრობო ოგანიზაციების განსაკუთრებულ როლზეც ისაუბრეს და ფსიქოლოგის საუბრებს მნიშვნელოვანი უწოდეს. 

ნანახია: 996 | დაამატა: admin | თარიღი: 30.04.2011


26-30 აპრილს გორში, ჩატარდა ტრენინგი სოციალური მეწარმეებისათვის, რომელშიც მონაწილეობდნენ დევნილთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოდან, მათ შორის ერთი ორგანიზაცია სომხეთიდან. ფონდ „სოხუმს" წარმოადგენდნენ ლელა ჯალაღონია და თეა თორინავა.

ტრენინგის ორგანიზატორი იყო ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი. ტრენერები იყვნენ პარტნიორი ორგანიზაცია -  ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის წარმომადგენლები.

მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული და თეორიული ინფორმაციები სოციალური მეწარმეობის ცალკეული ასპექტების თაობაზე. მიღებული ინფორმაციისა და უნარ-ჩვევების გამოყენებით მომზადდა ბიზნეს-პროექტის მონახაზები. აღნიშნული საპროექტო მონახაზების საფუძველზე ორგანიზაციებს საშუალება ექნებათ მოამზადონ სრულყოფილი სოციალური ბიზნეს-პროექტები, რომელთა შესაძლო დაფინანსება განიხილება ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ საგანგებოდ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში, რომელიც გამოცხადდება მაისის ბოლოს.

 

 


კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 1159 | დაამატა: moderatori | თარიღი: 30.04.2011


ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, ფოთის, ხურჩას, სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში მოეწყო ყოველთვიური შეხვედრები გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგთან.
 შეხვედრებზე განიხილეს მკერდის, საშვილოსნოს ყელის ავთვისებიანი სიმსივნეები, ფიბრომა, მიომა და  სხვა ქალური დაავადებები. 
  ყოველ შეხვედრაზე ჩვენი სპეციალისტები ახსენებენ ქალებს, რომ მუდმივად გაიარონ გინეკოლოგიური შემოწმებები, რადგან სტატისტიკურად ყოველწლიურად იზრდება ქალებში სიმსივნეებით დაავადებულთა რიცხვი.  

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.


კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1047 | დაამატა: moderatori | თარიღი: 30.04.2011

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0