პარასკევი, 26.04.2024, 17:11
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2011 » აპრილი » 14

ინფორმაციების, გამოცდილებისა და აზრთა გაზიარების თვალსაზრისით ჩატარებული გასვლითი შეხვედრები ძალზე მნიშვნელოვანი და სასარგებლოა - აღინიშნა წყალტუბოში ჩატარებულ ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრაზე. შეხვედრას დაესწრნენ ოზურგეთის, ქუთაისის, ხონის ქალთა კლუბის წევრები.
 შეხვედრის დაწყებამდე სტუმრებმა წყალტუბოს ბალნეოლოგიური ცენტრი დაათვალიერეს...
 სტალინის მე-6 წყარო  ესტუმრნენ...
 - კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით, ემოციებს ვერ ვფარავ, ერთმანეთს ჩვენი  პრობლემების, მიღწევების  შესახებ მოვუყევით. ინტერესით მოვისმინეთ როგორ მუშაობენ   ამომრჩეველ ქალთა კლუბები სხვა ქალაქებში -  შუშანა მირცხულავა(ხონი).
 - შთამბეჭდავი დღე იყო. გავეცანით  წყალტუბოს ამომრჩეველ ქალთა კლუბის მუშაობას, გამოცდილებას, გავაცანით ჩვენი საქმიანობაც. მოვინახულეთ სტალინის მე-6 წყარო, რომელიც ვფიქრობ ჩვენი ქვეყნის დიდი რესურსია, მიმაჩნია რომ ამ კურორტს აღდგენა და მეტი ყურადღება სჭირდება - ნატო თოდუა ( ქუთაისი).
 - შთაბეჭდილებებით სავსე  ვბრუნდები ჩემს ქალაქში, მადლობა წყალტუბოს ქალთა კლუბს თბილი და საინტერესო დახვედრისათვის. - მარინა კიპაროიძე, ოზურგეთის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრი.

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

 


კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1177 | დაამატა: moderatori | თარიღი: 14.04.2011

ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა რეგიონის პრობლემებზე, მათ ადვოკატირებასა და ლობირებაზე ისაუბრეს - ქალბატონები მიიჩნევენ, რომ არსებული პრობლემების გადასაჭრელად   საკონონმდებლო ცვლილებებია საჭირო.

- ამომრჩეველ ქალთა კლუბის საქმიანობას დადებითად აფასებს ხობის საკრებულოს წევრი -ლაშა ცატავა - ის აღნიშნავს, რომ ქალთა კლუბთან დიდი ხანია თანამშრომლობს. „ქალები, ამ შეხვედრებზე პრობლემების გადაჭრის გზებზე  ერთობლივად მსჯელობენ. ჩვენ, მამაკაცებმა უნდა ვიცოდეთ, როგორია მათი ხედვა, რომელი საკითხი უფრო პრიორიტეტულია».

- მონაწილეები ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემასაც შეეხნენ.

აღინიშნა, რომ საჭიროა მოსახლეობის მეტი ინფორმირებულობა, საკუთარი უფლებების, კანონისა და სხვა დოკუმენტების გაცნობა.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 935 | დაამატა: admin | თარიღი: 14.04.2011

- გაგრაში დავიბადე,ამ ქალაქზე მხოლოდ მშობლების მონაყოლით ვიცი. ძალიან ლამაზი ყოფილა იქაურობა. კლუბზე დიდი ინტერესით მოვისმინე ინფორმაციები მშობლიურ ქალაქზე.

- არ მახსოვს ჩემი ქალაქი, მაგრამ მის სილამაზეზე ბევრი მსმენია. მნიშვნელოვანი ინფორმაციები მოვისმინე გაგრის ისტორიაზე, წარმომავლობაზე, საკურორტო დანიშნულებაზე.

- ასეთი შეფასებები ისმოდა გოგონათა კლუბზე - „მინდა ყველაფერი ვიცოდე აფხაზეთზე.

კლუბის მუშაობა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამოცოცხლდა. გოგონები განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ აფხაზეთის ისტორიისადმი, სწავლობენ მის გეოგრაფიას, საუკუნოვან ქართულ-აფხაზურ უფრთიერთობებს.

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 946 | დაამატა: admin | თარიღი: 14.04.2011

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0