მთავარი »
2010 » ნოემბერი » 26 » მრგვალი მაგიდა ძალადობის თემაზე
22:35 მრგვალი მაგიდა ძალადობის თემაზე |
|
ხონში, ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარდა მრგვალი მაგიდა, რომლის თემაც იყო: "დამოკიდებულება ნარკოტიკებზე, ალკოჰოლზე, აზარტულ თამაშებზე - ოჯახში ძალადობის კონტექსტი”. შეხვედრას ესწრებოდა დევნილი საზოგადოება, პედაგოგები, უფროსკლასელები, ჟურნალისტები, საკრებულოს წარმომადგენლები.
ექსპერტების მიერ მოწოდებულ ინფორმაციებზე გაიმართა დისკუსია. გამოიკვეთა საინტერესო მოსაზრებები: "რას აკეთებს საზოგადოება", „გარემო ძალიან ბევრს ნიშნავს, მარტო აღზრდა საკმარისი არაა..”
შეხვედრაზე დაფიქსირდა აზრი, რომ საჭიროა ახალგაზრდების ინფორმირება ამ საჭირბოროტო თემებზე, რათა გაიაზრონ თუ რა საფრთხეში იგდებენ თავს. |
|
კატეგორია: მრგვალი მაგიდები |
ნანახია: 1097 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |