პროექტი "იგპ ქალთა ადგილობრივ საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა
ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგში მათი ჩართვის გზით” (დაფინანსებულია
საქართველოში აშშ საელჩოს მიერ) დამთავრების სტადიაშია.
თვითმმართველი ქ. ქუთაისის და წყალტუბოსა და ხონის მუნიციპალიტეტების
2011 წლის ბიუჯეტიდან გამომდინარე გაკეთდაანალიზი
გენდერული ასპექტების გათვალისწინებით სოციალური დაცვის, ჯანმრთელობისა და განათლების
სფეროებში, მომზადდა ანგარიში დაგაკეთდა დასკვნები, შემუშავდარეკომენდაციები. ანგარიში
გადაეცა სამივე ქალაქის საკრებულოებს განხილვისათვის.
22 აგვისტოს იგეგმება მრგვალი მაგიდის ჩატარება საზოგადოების
ფართო სპექტრის მონაწილეობით თვითმმართველი ქ. ქუთაისის საკრებულოს სხდომათა დარბაზში
ანგარიშის საბოლოო განხილვისათვის.
აგვისტოში ასევე იგეგმება მრგვალი მაგიდის ჩატარება ქ. წყალტუბოსა
და ხონის მუნიციპალიტეტებში.
ქუთაისში, სასტუმრო „ტირიფებში"გამართულ გაერთიანებული მრგვალი მაგიდის სხდომაზეფონდმა „სოხუმმა" ერთწლიანი მუშაობა შეაჯამა.
ათამდე მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროექტი: სამშვიდობო საქმიანობა, ქალთა მხარდაჭერა, ახალგაზრდებთან მუშაობა, დევნილთა უფლებების დაცვა და მათი ინტეგრაცია, ფსიქოლოგიური და იურიდიული კონსულტაციები, ამომრჩეველ ქალთა კლუბი, თანამშრომლობა პოლიტიკურ პარტიებთან, საინფორმაციო სექტორი, - ამ და სხვა მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობაზე ისაუბრეს ფონდის ხელმძღვანელებმა, პროექტის კოორდინატორებმა, ასისტენტებმა, მოხალისე ლიდერებმა.
შემაჯამებელი ანგრიშებით ფონდმა „სოხუმმა" ერთწლიანი მუშაობა დაასრულა. საახალწლო არდადეგები 2011 წლის 10 იანვრამდე გაგრძელდება.
პროექტიხორციელდებაშვედეთისქალთაორგანიზაცია „ქალებიქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.
რას ეწოდება გენდერი, რა არის გენდერული თანასწორობა, როგორ იმოქმედა ოჯახურ კლიმატზე სოციალურ-პილიტიკური მდგომარეობის ცვლილებამ. ამ საკითხების გარშემო გაიმართა მრგვალი მაგიდა 20 დეკემბერს სოფელ ხურჩაში(ზუგდიდის რაიონი), რომლის თემაც იყო: "გენდერული როლები და სოციალურ-კულტურული გარემო”.შეხვედრას ესწრებოდნენ პედაგოგები, უფროსკლასელები, სამედიცინო სპექტრის წარმომადგენლები და ქალბატონები ნაბაკევიდან, ხურჩიდან და კოკიდან.
დასაწყისში ფასილიტატორმა და ექსპერტებმა შეკრებილთ მიაწოდეს ინფორმაცია, რასაც მოყვა საინტერესო დისკუსია.
შეხვედრაზე გაიჟღერა მოსაზრებამ, რომ: "გენდერული სტერეოტიპი-"ქალი სუსტი არსებაა”, აქ, ამ რეგიონში კარგა ხანია დარღვეულია”.
შეხვედრა ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი გამოდგა. ეს თავად შეხვედრის მონაწილეების მიერ იქნა არნიშნული: "ყოვეთვის მოუთმენლად ველით თქვენთან შეხვედრას, ეს ჩვენთვის აუცილებელიცაა”.
- რა გავლენას ახდენს მიგრაცია ახალგაზრდებზე, როგორ ცხოვრობენ, ან რას გრძნობენ ის მოზარდები, რომელთა დედები საზღვარგარეთ არიან სამუშაოდ წასული - ამ საკითხების გარშემო ორი საათის განმავლობაში მიდიოდა მსჯელობა ფონდ „სოხუმში" გამართული მრგვალი მაგიდის შეხვედრაზე, რომელიც ლიდერ გოგონათა სკოლის მოსწავლეებმა მოაწყვეს. მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, სტუდენტები, მოსწავლეები, პედაგოგები.
აღინიშნა, რომ სამუშაოდ საძებნელად საზღვარგარეთ წამსვლელთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, რაც ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობით არის გამოწვეული. მონაწილეთა უმრავლესობამ ჩათვალა, რომ შვილებს განსაკუთრებით სჭირდებათ დედა და მას ვერავინ შეცვლის, ამიტომაც მიგრაცია ნეგატიურად აისახება მოზარდების ცხოვრებაზე.
შეხვედრაზე გაიჟღერა, რომ აუცილებელია გარკვეული პასუხისმგებლობა აიღოს სახელმწიფომაც, რათა იმ მიზეზების წინააღმდეგ იმუშაოს, რომელიც მიგრაციის ზრდას უწყობს ხელს.
როგორ ანაწილებენ ახალგაზრდები თავისუფალ დროს, რა სახის ღონისძიებები ტარდება ქალაქში, ადგილობრივ ბიუჯეტში არის თუ არა ჩადებული თანხები ახალგაზრდული პროგრამებისათვის- მსგავს საკითხებზე გაიმართამსჯელობახონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში გამართულ მრგვალი მაგიდის შეხვედრაზე, რომელიც ფონდის ლიდერ გოგონათა სკოლის მოსწავლეებმა მოაწყვეს. ესწრებოდნენ ხონის მუნიციპალიტეტის, საკრებულოს, გამგეობის წარმომადგენლები, პედაგოგები, მშობლები, სკოლის მოსწავლეები.
შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ ახალგაზრდებში ნიჰილიზმი და უინიციატივობა შეიმჩნევა.
გამოიკვეთა, რომ სერიოზული პრობლემა გახდა სკოლებში მოსწავლეთა არ დასწრების საკითხი.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მონაწილეებს გააცნეს ინფორმაცია, რომ არსებობს პროგრამები ახალგაზრდებისათვის: ინტელექტუალური შეჯიბრებები, ოლიამპიადები... ამიტომაც აუცილებელია მეტი ინიციატივა, მეტი იდეები სწორედ ახალგაზრდებისგან წამოვიდეს, რათა თავისუფალი დრო სწორად და ეფექტურად გაანაწილონ.
ლიდერ გოგონათა სკოლის მოსწავლეებმა წყალტუბოში. ქალთა მხარდაჭერის ცენტრში მრგვალი მაგიდა ჩაატარეს.
- ახალგაზრდების დასაქმების საკითხი- ამ საკითხების ირგვლივ ცხარე დისკუსია გაიმართა. მონაწილეთა საერთო მოსაზრებით დასაქმების თვალსაზრისით საქართველოში რთული მდომარეობაა, წყალტუბოში მცხოვრები ახალგაზრდების დიდი ნაწილი ან თბილისშია წასული, ან საზღვარგარეთ. ანალოგიური სიტუაციაა დანარჩენ საქართველოში.
ყურადღება გამახვილდა პროფესიონალ კადრებზე. აღინიშნა, რომ მაღალი გადასახადების მიუხედავად ინსტიტუტები ვერ უზრუნველყოფენ სტუდენტების მაღალკვალიფიცირებულ მომზადებას. რის გამოც დასაქმებისას მეტი ყურადღება ეთმობა იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც განათლება საზღვარგარეთა აქვთ მიღებული.
შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკავშირის წარმომადგენლები.
მრგვალი მაგიდა გაშუქდა ტელეკომპანია „რიონის" მიერ.
ტოლერანტობა- ასეთი იყო თემა მრგვალი მაგიდისა,რომელიც სენაკში,ქალთა მხარდაჭერის ცენტრში, ფონდი „სოხუმის" ლიდერ გოგონათა სკოლის წევრებმა ჩაატარეს.
რა განაპირობებს ახალგაზრდებს შორის აგრესიას - ამ პრობლემის განხილვას აქტიური დისკუსია მოჰყვა. მონაწილეთა მოსაზრებით ამ პრობლემის არსებობას საფუძვლად უდევს მიგრაცია, კომპიუტერული თამაშების ნეგატიური გავლენა ახალგაზრდებზე, მშობლების აგრესია შვილებისადმი, სოციალური პრობლემები.