მთავარი » 2012»ივნისი»28 » თანამშრომლობის მემორანდუმი ქუთაისის საკრებულოსთან
17:58
თანამშრომლობის მემორანდუმი ქუთაისის საკრებულოსთან
თვითმმართველი ქუთაისის საკრებულოსა და ფონდი „სოხუმის"ხანრძლივი თანამშრომლობა კიდევ უფრო
განმტკიცდა 28 ივნისს გაფორმებული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმით, რომელსაც ხელი
მოაწერეს ფონდის თავმჯდომარე ალლა გამახარიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან
ხვადაგიანმა.
მემორანდუმით განისაზღვრა ერთობლივი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები:
საერთო საინფორმაციო სივრცის ორგანიზება, ადგილობრივ გადაწყვეტილებებში ქალთა
ჩართულობის ხარისხისა და როლის გაზრდის ხელშეწყობა, თანამშრომლობა სამოქალაქო
ინტერესების ადვოკატირებისა და ლობირების საკითხებში, საზოგადოებრივი კამპანიების
ჩატარებაში და ა. შ.