ზუგდიდში გამართულ ამომრჩეველ ქალთა კლუბს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მაჟორიტარობისკანდიდატები (რესპუბლიკური პარტია) ნონა თოლორაია და ნანა ხუფენია ესწრებოდნენ.
კანდიდატებმა თავიანთი საარჩევნო პროგრამები გააცნეს დამსწრეთ. აღნიშნეს, რომ სოფლებში არაერთი პრობლემაა, რომელიც გადაჭრას საჭიროებს.
-ვეცდები, მოსახლეობის ყველა პრობლემა წამოვჭრა საკრებულოში: აღსადგენია სოფლის კლუბი, მოსაწესრიგებელია გზები, არ არის ბაგა-ბაღი, ეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური რობლემაა, ბაგა-ბაღის შენობაში დევნილები არიან შესახლებული, - აღნიშნა ნონა თოლორაიამ.
მისივე თქმით, სოფლის მოსახლეობის პრობლემების მოგვარება სწორედ ადგილობრივ დონეზეა შესაძლებელი. - ვეცდები ჩემი მხარდამჭერების იმედები გავამართლო! - განაცხადა კანდიდატმა.
ნონა თოლორაიასა და ნანა ხუფენიას წინასაარჩევნო განწყობა ოპტიმისტურია. ზუგდიდის კლუბის წევრები წინასაარჩევნოდ კანდიდატთა მხარდამჭერ აქციას გეგმავენ.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
"ჩვენ უნდა წავიდეთ წინ - მოდერნიზაციისაკენ, ევროკავშირისაკენ! ჩვენი მთავარი მესიჯი საზოგადოების მიმართ სწორედ ეს არის", - არმაზ კახიძე, ახალი მემარჯვენეები.
ბათუმში გამართულ ამომრჩეველ ქალთა კლუბსპოლიტიკური პარტიების წარმომადგენელი მამაკაცებიც ესწრებოდნენ: „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" - ავთანდილ ჩიხვაძე, „ახალი მემარჯვენეები" - არმაზ კახიძე და შალვა გოგოტიძე.
პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა რეგიონში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს და პრიორიტეტულ სფეროებზე გაამახვილეს ყურადღება: ჯანდაცვა, განათლება, დასაქმება, გზები, ტრანსპორტი.
აქცენტი მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გაკეთდა. აღინიშნა ისიც, რომ ბათუმის სარკრებულოში არც ერთი ქალი არ არის წარმოდგენილი. მიზეზად ახალი მემარჯვენეების წარმომადგენელი არმაზ კახიძე ქალთა მხრიდან პასიურობას ასახელებს.
შეხვედრის დასასრულს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა პოლიტიკაში მოსვლის მსურველ ქალბატონთა მისამართით ერთგვარი მოწოდებაც კი გააკეთეს - "დიდი სიამოვნებით მივიღებდით ქალბატონებს ჩვენს რიგებში".
ბათუმის კლუბის წევრი ქალბატონები იმედოვნებენ, რომ აჭარაში მოქმედ პოლიტიკურ პატიებს სულ მალე ქალბატონებიც შეუერთდებიან.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
რას გვპირდებიან პოლიტიკური პარტიები, როგორია მათი წინასაარჩევნო პროგრამები, რამდენად არის დაცული გენდერული ბალანსი საარჩევნო სიებში - ამ თემებზე სასაუბროდ ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბს ესტუმრნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები(ახალი მემარჯვენეები, რესპუბლიკელები, ქრისტიან-დემოკრატები).
საარჩევნო პროგრამების განხილვის პარალელურად შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა საარჩევნო სიებში არსებულ გენდერულ დისბალანსზე. პარტიის წარმომადგენლები უმთავრეს მიზეზად ქალთა ნაკლებ აქტიურობას მიიჩნევენ და თვლიან, რომ მეტი ინიციატივა უნდა წამოვიდეს ქალებისგან.
შეხვედრაზე საუბარი იყო ადგილობრივ თვითმმართველობაში ქალთა მოსვლის აუცილებლობაზე. უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქალებისათვის ყოველთვის პრიორიტეტულია სოციალური საკითხები, საკრებულოში მათი მოსვლის შემთხვევაში გაიზრდება ხელმისაწვდომობა პრობლემის მოგვარებისადმი.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არაერთი ქალი კანდიდატია წარმოდგენილი. როგორც გაირკვა, ნაციონალურ პარტიას ოთხი ქალბატონი ყავს წარმოდგენლი თავის სიაში. მეოთხე ნომერი ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრი დარეჯან ცხვიტარიაა.
ის უკვე მეორედ იყრის კენჭს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. მიიჩნევს, რომმეტი ქალი პოლიტიკაში უფრო მეტად დაარეგულირებს სოციალურ პრობლემებს.
ამომრჩეველ ქალთა კლუბი ამჯერად ნაბადას მუნიციპალიტეტში გაიმართა - კანდიდატი დარეჯან ცხვიტარია თავის ამომრჩევლებს შეხვდა. საკრებულოში ყოფნის პერიოდში შესრულებულ საქმიანობებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
მონაწილეები აქტიურობით გამოირჩეოდნენ. მათი შეკითხვებიდან გამომდინარე, გამოიკვეთა, რომ მოსახლეობისთვის სოციალური და ჯანდაცვის სფეროებია პრიორიტეტული.
კანდიდატი აღნიშნავს, რომ წლების განმავლობაში სწორედ ამ საკითხებით იყო დაკავებული და საკრებულოში მოსვლის შემთხვევაში უფრო აქტიურად გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
ოზურგეთის ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღებაინფორმაციის საჯაროობაზე გამახვილდა. ხაზგასმით ითქვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმირებულობა საარჩევნო პროცესების დროს, რადგან მეტი კავშირები უნდა არსებობდეს ამომრჩეველსა თუ კანდიდატებს შორის.
ფონდი სოხუმის პროექტის ასისტენტმა მონაწილეებს გააცნო საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებული ინფორმაციები.
ოზურგეთში ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი შეხვედრაკანდიდატ ქალებთანაა დაგეგმილი. კლუბის წევრები იმედოვნებენ, რომამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ საარჩევნო პროგრამების შესახებ და ამასთანავე მიიღებენ პასუხებს მათთვის საინტერესო საკითხებზე, რომელიც ძირითადად სოციალურ, ჯანდაცვის, კულტურისა და განათლების სფეროებს უკავშირდება.
კლუბის წევრები თვლიან, რომ საარჩევნო პროცესებში ბევრი ქალია ჩართული, რაც მათი აზრით ხელს შეუწყობს საარჩევნო პროცესების სამართლიან და ობიექტურ წარმართვას.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
ფონდი „სოხუმის" იურისტმა ოზურგეთის ამომჩეველ ქალთა კლუბის წევრებს საქართველოს საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები და დამატებები გააცნო -
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საარჩევნო ადმინისტრაციის საკითხს, ამომრჩევლის უფლებებსა და მოვალეობებს.
შეკრებილებმა ინტერესით მოისმინეს ინფორმაციები ადგილობრივი თვითმმართველობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნებთან დაკავშირებულ საკონონმდებლო სიახლეებზე. გაჩნდა შეკითხვები, რა შემთხვევაში შეიძლება ჩატარდეს საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები. როგორ ხდება ვადების დანიშვნა.
ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებს შორის არიან ისეთები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული წინასაარჩევნო პროცესებში - კომისიის წევრებად, დამკვირვებლებად. კლუბის წევრები ინტერესით ელოდებიან მოახლოებულ არჩევნებს, ისინი მიიჩნევენ, რომ მოსახლეობა არჩევნებში აქტიურად ჩაერთვება და ახალ საკრებულოში ქალთაწარმომადგენლობა გაიზრდება.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
ქალაქ ფოთში, ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები არიან შეკრებილები.
რა ცვლილებები განიცადა ადგილობრივი თვითმმართველობის კანონმა, როგორიასაარჩევნო პროცედურები, რას გულისხმობს ამომრჩევლის უფლებები, რა ვადებში უნდა მოხდეს გასაჩივრება - ამ და სხვა საკითხებზე მოისმინეს ინფორმაცია შეხვედრის მონაწილეებმა.
კლუბისწევრებიმიიჩნევენ, რომმსგავსიშეხვედრებისჩატარებააუცილებელიასაზოგადოებასთან მათი ინფორმირებულობის თვალსაზრისით.
საკრებულოს წევრი დარეჯან ცხვიტარია უკვე გეგმავს თავის ამომრჩევლებთან შეხვედრას.წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვაში მას ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები აქტიურად დაეხმარებიან.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)