სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ადგილობრივი და აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა შეიკრიბა. ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრაზე ინდივიდუალური და საერთო პრობლემები გაჟღერდა.
ნანი შენგელიამ საკუთარი სახლის გადახურვის პრობლემა დასვა, მაყვალა ფირცხალავამ (სოციალურად დაუცველი, ქვრივი, უმუშევრი) კი - საკუთარი სახლის კეთილმოწყობის საკითხი. იმ დღეს კლუბმა ამ პრობლემების მოგვარების მიზნით წერილობით მიმართა ადგილობრივ ხელისუფლებას.
კლუბზე აღინიშნა დედის ქუჩის რეაბილიტაციისა და გაზიფიცირების პრობლემა, რომელთა ადვოკატირებას შემდეგ სხდომაზე შეეცდებიან.
12 ახალგაზრდა შეიკრიბა ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში. შეხვედრაზე მათ მიიღეს ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ ახალ პროექტზე. საუბარი გაიმართა საქართველოში გენდერული საზოგადოების განვითარების შესახებ. შეიქმნა მოხალისეთა სტუდენტური ჯგუფი, რადგან ახალგაზრდები მიიჩნევენ, რომ განხილული საკითხები აქტუალურია.
შეხვედრის ზოგიერთმა მონაწილემ აღნიშნა, რომ ისინი იქნებ არ ეთანხმებიან ყველა მოსაზრებას, რაღაც დეტალებთან დაკავშირებით სხვა აზრი აქვთ, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ცდილობენ, დაამსხვრიონ სტერეოტიპები, ის, რაც არ მოსწონთ... მსგავსი შეხვედრები კიდევ უფრო აძლიერებთ მათ ამ პროცესში.
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
იანვარში ახალგაზრდული კლუბის ბოლო საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა ფოთის 1-ლ საჯარო სკოლაში 13 მოსწავლის მონაწილეობით.
მათთვის პირველი იყო ძალადობის თემაზე საუბარი, არ ჰქონდათ ინფორმაცია კანონის შესახებ. ამიტომაც ნაკლებად აქტიურობდნენ, მაგრამ ბევრი რამ გაიგეს და შემდგომი შეხვედრების სურვილიც გამოთქვეს.
შეხვედრის დროს შეიქმნა მოხალისეთა ჯგუფი, რომელიც ინფორმაციას გაავრცელებს ახალგაზრდებში.
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლაში ფონდი „სოხუმი“ რამდენიმე წელია, მუშაობს, ამიტომ აქ არის აქტიურ გოგონათა ბირთვი, რომელიც ახალგაზრდულ კლუბად ჩამოყალიბდა. 26 იანვარს აქ წლის პირველი საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა ოჯახში ძალადობის თემაზე.
ახალგაზრდული კლუბის წევრებიდან არჩეულ იქნა მოხალისეთა 8-კაციანი ჯგუფი, დაიგეგმა საინტერესო ღონისძიებები.
ახალგაზრდები მიიჩნევენ, რომ ამ კუთხით მუშაობა უნდა გააქტიურდეს, რადგან პრობლემა ბევრია: ქალების დიდი დატვირთვა ოჯახში, ყანაში, შვილების გაზრდის მთელი პასუხისმგებლობა. ამას შეხვედრების შემდეგ მიაქციეს ყურადღება...
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
სენაკის 1-ლ საშუალო სკოლაში პირველად ჩატარდა ახალგაზრდული კლუბის საინფორმაციო შეხვედრა. მასში მონაწილეობა მიიღო 26 მოსწავლემ. ისინი გაეცნენ ფონდი „სოხუმის“ ისტორიას, საქმიანობას.
მოსწავლეებისთვის ახალი იყო შეხვედრის ძირითადი თემაც - ოჯახური ძალადობის პრევენცია. მაგრამ, ამის მიუხედავად, აქტიური დისკუსია გაიმართა, გაჩნდა საინტერესო ინიციატივები, ბოლოს კი შეიქმნა მოხალისეთა 10-კაციანი ჯგუფი, რომელმაც ღონისძიებების ჩატარება დაგეგმა.
-მსგავსი თემების განხილვა არ ხდება სკოლაში. თქვენ ხართ პირველები, ვინც დაგვაფიქრა ძალადობის თემაზე. საინტერესო და ამავე დროს საჭირო საკითხებზე ვისაუბრეთ. კლუბის აქტიური წევრი ვიქნები, - აღნიშნა ერთ-ერთმა მონაწილე ბიჭმა.
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარდა ახალგაზრდული კლუბის შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 11 ახალგაზრდამ. ოჯახური ძალადობის თემაზე შეხვედრამ ინტერაქტიულად ჩაიარა.
როგორც აღინიშნა, ამ პრობლემის აღიარება არ შეესაბამება ჩვენ ტრადიციებს და ადათ-წესებს, მაგრამ დრო შეიცვალა... მსგავსი შეხვედრები ცვლის ახალგაზრდების ცნობიერებას და ისინი არჩევანს არაძალადობრივი საზოგადოების სასარგებლოდ აკეთებენ.
შეხვედრაზე ჩამოყალიბდა მოხალისეთა ჯგუფი, რომელიც მჭიდროდ ითანამშრომლებს ქალთა მხარდაჭერის ცენტრთან.
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჟიული შარტავას სახელობის მე-6 სკოლაში (ქუთაისი) ჩატარდა ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული კლუბის საინფორმაციო შეხვედრა. მასში მონაწილეობა მიიღო 14 ახალგაზრდამ. ისინი დააინტერესა ძალადობის თემამ და გაიმართა აქტიური დისკუსია.
შეხვედრის დასასრულს შეიქმნა მოხალისეთა ჯგუფი, დაიგეგმა საინტერესო ღონისძიებები.
სკოლის ერთ-ერთმა პედაგოგმა აღნიშნა, რომ ამ თემაზე სკოლებში ნაკლებად საუბრობენ და კარგია, რომ ფონდი „სოხუმი“ მსგავს შეხვედრებს ჩაატარებს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer