ხობის ამომრჩეველ ქალთა კლუბმა გასვლითი შეხვედრა სოფელ ბიის საჯარო სკოლაში მოეწყო.
შეხვედრას ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრების გარდა ესწრებოდნენ ამავე სკოლის დირექტორი, პედაგოგები და უფროსკლასელები.
შეხვედრის მონაწილეებთან ერთადაქტიური დისკუსია გაიმართა თემაზე - ქალი და პოლიტიკა, მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. განისაზღვრა ის ძირითადიხელისშემშლელი ფაქტორები, რომელიც ქალთა პოლიტიკურ აქტიურობას აფერხებს.
დისკუსიაში აქტიურად ჩაერთნენ სკოლის მოსწავლეები. გოგონების აზრით, ქალს სჭირდება ხელისშემწყობი გარემო იმისათვის, რომ საზოგადოებაში უფრო აქტიურად გამოჩნდეს. რადიკალურად განსხვავებული იყო ვაჟების პოზიცია, ისინი ქალებს ოჯახში, სამზარეულოში მოიაზრებენ, თუმცა ცხარე დისკუსიის შემდეგ საერთო შეხედულებებიც ჩამოყალიბდა.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
აფხაზეთის გეოგრაფია, ქალაქები და სოფლები, ტურიზმი - რომელიც ერთ-ერთი წამყვანი სფერო იყო აფხაზეთში - ამ და სხვა საკითხების განსახილველად ფონდი „სოხუმის" გოგონათა კლუბი „მინდა ყველაფერი ვიცოდე აფხაზეთზე" მეხუთე საჯარო სკოლაში შეიკრიბა.
ინტერაქტიულმა სავარჯიშომ გამოავლინა, რომ მონაწილეთადიდი ნაწილი არ იცნობდა აფხაზეთის ქალაქებსა და სოფლებს, ისტორიულ ძეგლებს.ამიტომ გოგონებმა დიდი ინტერესით მოისმინეს ინფორმაციები საკუთარ მხარეზე.
- მე ქუთაისში დავიბადე, ამიტომ აფხაზეთს ცუდად ვიცნობ, კლუბის არსებობა მნიშვნელოვანია, რადგან ბევრ ინფორმაციებს ვიღებთ აფხაზეთზე. მინდა, რაც შეიძლება მეტი ვიცოდე საკუთარ კუთხეზე - ლიკა კოპალიანი.
გოგონებმა დასასრულს საშინაო დავალებაც მიიღეს „რა ვიცი აფხაზეთზე".
გოგონათა კლუბი მორიგი შეხვედრისთვის ემზადება.
პროექტი დაფინანცებულია შვედეთისქალთაორგანიზაცია „ქალებიქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.
ხონის კოლექტიურ ცენტრში გაჭიანურებული და დაუმთავრებელი სარემონტო სამუშაოები. მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ანტისანიტარია,ინფექციური დაავადებების გავრცელების საფრთხე ბავშვებში - ამ და სხვა პრობლემების განხილვით დაიწყო მუშაობა ხონის ამომრჩეველ ქალთა კლუბმა, რომლის წევრებიც არიან დევნილი ქალები, პედაგოგები, იურისტები და სხვა პროფესიის ქალბატონები.
კლუბის წევრები მიიჩნევენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზეც იმუშავებენ, რათა სხვადასხვა პრობლემების მოსაგვარებლად საკუთარი ლობისტი ჰყავდეთ ადგილობრივ თვითმმართველობაში.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
ფონდ „სოხუმში" გოგონათა კლუბის „მინდა ყველაფერი ვიცოდე აფხაზეთზე" წევრები შეიკრიბნენ.მონაწილეები გაეცნენ აფხაზეთის გეოგრაფიას, ქალაქებს, რაიონებს.
შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ დევნილი ქალები გალიდან, გულრიფშიდან, ოჩამჩირიდან, გაგრიდან, ტყვარჩელიდან, რომლებმაც საკუთარი ქალაქის ისტორიაზე მოუთხრეს ახალგაზრდებს.
კლუბის მუშაობას განსაკუთრებული ელფერი შეჰმატა სოხუმიდან ჩამოსული აფხაზი ქალის სტუმრობამ, რომელმაც გულისტკივილით ისაუბრა კონფლიქტის შედაგად შეწყვეტილი ქართულ-აფხაზური ურთიერთობის შედეგებზე, იმედი გამოთქვა, რომ ისევ ხალხის ძალისხმევით უნდა მოხდეს ამ ურთიერთობის აღდგენა.
შეხვედრას ესწრებოდა Kvinna till Kvinna-ს კოორდინატორი საქართველოში ანიკა კარლსონი.
პროექტიხორციელდებაშვედეთისქალთაორგანიზაცია „ქალებიქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.
ზუგდიდის ამომრჩეველ ქალთა კლუბმა თავის წევრებს წმინდა გიორგის სახელობის გიმნაზიაში უმასპინძლა.
გიმნაზიის დირექტორმა და კლუბის ლიდერმაქალბატონმა მანანა ნაჭყებიამ მოწვეულ სტუმრებს საშობაო ზეიმი მოუწყო.
გიმნაზიის მოსწავლეებმა სცენაზე საშობაო რიტუალი შეასრულეს. დამსწრეთ შესაძლებლობა მიეცათ ენახათ ფილმი,გიმნაზიაში პატრიარქის ვიზიტზე. გაცნობოდნენ საშობაო ეპისტოლეს.
მეორე ნაწილში კლუბი საქმიან რეჟიმში გადავიდა. მონაწილეები გაეცნენ კლუბის მუშაობის სამოქმედოგეგმას. მორიგ შეხვედრაზე ზუგდიდში მოქმედიპოლიტიკური პარტიების წარმომადგენელი ქალების მოწვევაა დაგეგმილი.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
საკრებულოს წევრმა და ამომრჩეველ ქალთა კლუბის აქტიურმა ლიდერმა ქალბატონმა მანანა შულაიამ ფონდი „სოხუმის" მიერ გამოცემული სახელმძღვანელოს - ქალთა ლიდერობის ფენომენის პრეზენტაცია გააკეთა. აღნიშნა, რომ წიგნი შთამბეჭდავია და მისი გაცნობა ქალბატონებს ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიაწოდებს ქალთა ლიდერობის ფენომენზე.
ფონდი „სოხუმის" წარმომადგენლებმა კლუბის წევრებს კლუბის მუშაობისა და პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობის სტრატეგია წარმოუდგინეს.
პარალელურად განიხილეს ხობის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრთა სამუშაო გეგმაც,
- წლის განმავლობაში ქალბატონები არაერთ საინტერესო ღონისძიებას გეგმავენ: შეხვედრები წარმატებულ ქალებთან, პოლიტიკოსებთან, სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლებთან.
დაიგეგმა ამომრჩეველ ქალთა კლუბის გასვლითი შეხვედრები ხობის სოფლებში, მოსახლეობის პრობლემების უკეთ გასაცნობათ.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი შეხვედრა ფონდი "სოხუმის” ოფისში ჩატარდა.
„სამართლიანი არჩევნების" რეგიონალური წარმომადგენელი თეონა გოგიშვილი, რომელიც ამავე დროს ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრია, ორთვიანი ვიზიტით კოსოვოში იმყოფებოდა გრძელვადიან დამკვირვებლად. ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა ინტერესით მოისმინეს ინფორმაციები, კოსოვოში მიმდინარე არჩევნებზე.
დაისვა არაერთი შეკითხვა, რამდენად დემოკრატიულად ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კოსოვოში, როგორი სახის დარღვევები დაფიქსირდა, რა სახის სიახლეები შეიძლება დაინერგოს ჩვენს ქვეყანაში.
თეონა გოგიშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ გენდერული პრობლემები იქაც თვალშისაცემი იყო, რადგან საარჩევნო სიებში ქალთა სიმრავლე არ შეინიშნებოდა.
ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები თვლიან, რომ საზოგადოება დროულად უნდა იყოს ინფორმირებული პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო პროგრამებზე.
პარალელურად, გარკვეული სამუშაოები უნდა იქნეს ჩატარებული ქალთა ელექტორატთან, ქალი კანდიდატების მხარდასაჭერად.