შაბათი, 30.11.2024, 22:58
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » კლუბები

ამომრჩეველ ქალთა კლუბი ბათუმში სასიამოვნო სიახლით დაიწყო - ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანების  კანდიდატი, სიით მეორე ნომერი, ნაზიბროლა ქობულაძე სერიოზულ პოლიტიკურ კარიერას იწყებს. უნდა აღნიშინოს, რომ ნაზიბროლა ქობულაძე 2010 წლიდან ბათუმის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრიცაა.

კლუბის ლიდერებმა ინგა მებონიამ და ნონა ჩხეიძემ მონაწილეებს გააცნეს ინფორმაციები იმასთან დაკავშირებით,  რა მდგომარეობაა წინასაარჩევნოდ აჭარაში, რა რაოდენობით არიან  წარმოდგენილები საარჩევნო სიებში ქალები.

კლუბის წევრები თვლიან, რომ წინა წლებთან შედარებით ქალთა ჩართულობა გაიზარდა და სამომავლოდ უკეთეს შედეგებს უნდა ველოდოთ.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1063 | დაამატა: admin | თარიღი: 14.05.2010

წყალტუბოს ამომრჩეველ ქალთა კლუბზე წინასაარჩევენო განწყობაა.

შეკრებილებმა  მაჟორიტორობის კანდიდატებისაგან საარჩევნო პროგრამები მოისმინეს. აღნიშნული კანდიდატები ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები არიან.  

პროგრამების გაცნობის შემდეგ მონაწილეებმა შეკითხვებით მიმართეს კანდიდატები: რამდენად პრიორიტეტულია დევნილთა საკითხები, რას გააკეთებენ კანდიდატები საკრებულოში მოსვლის შემთხვევაში.   

შეხვედრის მონაწილეებმა განათლების სისტემაში არსებული პრობლემებიც წამოჭრეს და კანდიდატებისაგან მოისმინეს ინფორმაციები გამარჯვების შემთხვევაში რა სახის ცვლილებებს შეიტანენ ამ სფეროში.

მაჟორიტარმა კანდიდატებმა წამოჭრილ საკითხებზე ვრცლად ისაუბრეს, ისინი ვარაუდობენ, რომ წინა წლებთან შედარებით ადგილობრივ თვითმმართველობაში ქალების რიცხვი გაიზრდება, რაც იმის დასტურია, რომ ქალთა საკითხები უფრო პრიორიტეტული გახდება.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1090 | დაამატა: admin | თარიღი: 12.05.2010

წინასაარჩევნო პერიოდში ქალთა კლუბებს განსაკუთრებული გამოცოცხლება ეტყობათ. კლუბის წევრები ცდილობენ აქტიურად ჩაერთონ იმ პროცესებში, რომელიც ქალთა გააქტიურებას უკავშირდება. 

ამომრჩეველ ქალთა კლუბი ზუგდიდში წმინდა გიორგის სახელობის გიმნაზიაში ჩატარდა.

შეხვედრის მონაწილეებმა ფონდი „სოხუმის" წარმომადგენლისაგან მიიღეს ინფორმაცია 28 აპრილს, თბილისში ჩატარებული კონფერენციის შესახებ, რომელიც გულისხმობდა  - ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდას.  განხილულ იქნა  - ამავე კონფერენციაზე მიღებული სამოქმედო გეგმა.

 მონაწილეებმა მოისმინეს აგრეთვე ინფორმაციები ახალციხეში ჩატარებული ტრენინგის შესახებ,  რომელიც  კვინას მხარდაჭერით ჩატარდა და გენდერულ საკითხებს მოიცავდა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა არაერთი მაგალითი  უცხო ქვეყნების გამოცდილებაზე, მათ შორის გამოიყო - შვედეთი, - რომელმაც ეტოპობრივად, დაახლოებით 100 წლის შემდეგ მიაღწია გენდერულ  თანასწორობას და რუანდა, - მან დაახლოებით 3 არჩევნების შემდეგ  56 პროცენტამდე გაზარდა ქალთა წარმომადგენლობა.

- თუკი უცხო ქვეყნების გამოცდილებას დავეყრდნობით, საქართველომ რაღაც ახალი, თავისი გზა უნდა აირჩიოს- აღნიშნეს კლუბის წევრებმა.

შეხვედრას კლუბის წევრი და მაჟორიტარი კანდიდატი - „ალიანსი საქართველოსათვის" ნონა თოლორაია ესწრებოდა. მან კლუბის წევრებს თავისი საარჩევნო პროგრამა გააცნო.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1192 | დაამატა: admin | თარიღი: 05.05.2010

საინტერესო ინფორმაციებით დაიწყო ამომრჩეველ ქალთა კლუბი ოზურგეთში.  

„2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდა საქართველოში" - ინფორმაცია 28 აპრილს, თბილისში გამართული კონფერენციის შესახებ  კლუბის წევრებმა ფონდი „სოხუმის" წარმოდგენლისაგან მიიღეს. მონაწილეები გაეცნენ ასევე, ამავე კონფერენციაზე მიღებულ სამოქმედო გეგმას, რომელსაც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აწერენ  ხელს. მასში გაწერილია თუ რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას ქართულ პოლიტიკაში გენდერული თანასწორობის მისაღწევად.

კლუბის წევრები მიიჩნევენ, რომ სამოქმედო გეგმა პოლიტიკურ პარტიებს ერთგვარ პასუხისგებლობას აკისრებს, რაც იმის გარანტი იქნება, რომ ამ გზით ქალები პოლიტიკაში ღირსეულ ადგილებს დაიკავებენ.

ქალთა კლუბის წევრებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია ახალციხეში ჩატარებული ტრენინგის შესახებ, რომელიც  ქალთა პოლიტიკური აქტიურობის გაზრდას ეხებოდა.

გაეცნენ იმ ქვეყნების გამოცდილებას, რომლებმაც გენდერული პრობლემები ქვეყანაში წარმატებით გადაჭრეს.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1047 | დაამატა: admin | თარიღი: 04.05.2010

29 აპრილს ქუთაისში, ფონდ „სოხუმში" ახალგაზრდა გოგონები შეიკრიბნენ  სალაპარაკო ინგლისური ენის კლუბზე. კლუბის წამყვანია ანია ვესტბერგი შვედეთიდან, რომელიც ფონდ „სოხუმში" მარტიდან ივნისამდე სტაჟირებაზე იმყოფება.

სალაპარაკო ინგლისური ენის კლუბი - ეს ის ადგილია, სადაც გოგონები სწავლობენ ენას, მშვიდ, მეგობრულ ატმოსფეროში იღებენ პრაქტიკას. ეს არ არის სასწავლო კლასი, არამედ ადგილია არაფორმალური დისკუსიისათვის.

კლუბის წევრებს შესაძლებლობა ეძლევათ  ინგლისურად ილაპაროკონ მათთან, ვისაც ენდობიან და ვისთანაც თავს მხიარულად გრძნობენ. კლუბზე განსახილველ მასალებს თავად მონაწილეები ირჩევენ. მათი ინტერესებიდან გამომდინარე სვამენ შეკითხვებს გენდერულ თანასწორობაზე, კულტურაზე, ყვებიან აგრეთვე პირად გამოცდილებაზე და ინტერესებზე.

კლუბის შეხვედრები გაიმართება 17 ივნისამდე.  ყოველ ხუთშაბათს, 15: 00 სთ-ზე ფონდი „სოხუმის"  ოფისში.  ნებისმიერი ასაკის ქალებს, ნებისმიერ დროს  შეუძლიათ შემოგვიერთდნენ.

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1643 | დაამატა: admin | თარიღი: 29.04.2010

 

როგორც ყოველთვის,  ნაყოფიერი იყო წყალტუბოში ჩატარებული ამომრჩეველ ქალთა კლუბი.

შეხვედრის მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაციები საარჩევნო კანონთან და მასში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით.

საუბარი იყო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობაზე.

 შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ ამომრჩეველ ქალთა კლუბის ორი წევრი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობს, მაია შალანბერიძე და ნანა იოსელიანი(ახალი მემარჯვენეები).

დეპუტატობის კანდიდატებმა განაცხადეს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებაში მნიშვნელოვანი გავლენა იქონია კლუბის მუშაობამ.

 

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1040 | დაამატა: admin | თარიღი: 28.04.2010

ხონში, როგორც სხვა ქალაქებში,  წინასაარჩევნო განწყობა შეინიშნება, რაც ამომრჩეველ ქალთა კლუბის საქმიანობასაც ეტყობა. დევნილთა სოციალური პრობლემები, განსახლების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე გაჭიანურებული სარემონტო სამუშაოები კვლავაც დღის წესრიგშია და გადაწყვეტას საჭიროებს.

კლუბის წევრთა თქმით, წინასაარჩევნო შეხვედრები დევნილ ამომრჩევლებსა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის ჯერ არ დაწყებულა. შესაბამისად, არ იცნობენ მათ საარჩევნო პროგრამებს.

მონაწილეები მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია მოეწყოს შეხვედრები  სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან, რადგან არაერთი შეკითხვა დაუგროვდათ  კანდიდატებთან.  აინტერესებთ, რომელი სფეროებია პრიორიტეტული ამა თუ იმ პარტიისათვის, რამდენად არის გათვალისწინებული დევნილთა პრობლემები, როგორ არის დაკომპლექტებული კანდიდატთა სიები და რა ადგილები უჭირავთ ამ სიებში ქალბატონებს.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1064 | დაამატა: admin | თარიღი: 22.04.2010

« 1 2 ... 37 38 39 40 41 ... 43 44 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0