ოთხშაბათი, 27.11.2024, 21:41
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » კლუბები

„ქალი პოლიტიკაში - რთული არჩევანი"- ფონდი „სოხუმის" მიერ გადაღებული ფილმის განხილვით დაიწყო ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრა ქუთაისში. ფილმის ჩვენების შემდეგ მონაწილეებმა მსგავსი ფილმების  მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

-  ქალისთვის პოლიტიკაში მოსვლა მართლაც რომ რთული არჩევანია. ფილმი საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ საუბარია წარმატებულ ქალებზე, რომლებსაც ყველაფერი აქვთ იმისათვის, რომ მოვიდნენ პოლიტიკაში, მაგრამ უჭირთ არჩევანის გაკეთება, რაც კიდევ ერთხელ მინიშნებს იმაზე, რომ ქალებს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვთ.

 -  ფილმი ბევრ ქალს მისცემს სტიმულს უფრო თამამად გააკეთოს არჩევანი და მოვიდეს პოლიტიკაში.

ფილმის გარჩევის შემდეგ არასამთავრობო ორგნიზაცია „სამართლიანი არჩევნების” თავმჯდომარე თეონა გოგიშვილმა, რომელიც ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრია, უკრაინაში ჩატარებული არჩევნების შესახებ ისაუბრა.
 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1203 | დაამატა: admin | თარიღი: 24.02.2010

- კვოტირების სისტემამ ბევრ ცივილიზებულ ქვეყანაში გაამართლა, ურიგო არ იქნებოდა ეს მეთოდი ჩვენთანაც დაგვენერგა -  ზუგდიდის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრთა დიდი ნაწილი კვოტირების მომხრეა. წინასაარჩევნო განწყობა  ამაღლებული და ოპტიმისტურია. ქალბატონები მზადყოფნას გამოხატავენ მხარი დაუჭირონ ქალ-კანდიდატებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.

ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრი ელზა კვარაცხელია, რომელიც ნაციონალური პარტიის წევრია, აცხადებს, რომ მისი მარტის ბოლოს  უკვე გამოქვეყნდება სიები, რომლებშიც ქალები  უფრო მეტი რაოდენობით იქმნიშვნელოვან ადგილზე იქნებიან.

იმ დღეს, ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა მათი ქალაქისათვის მნიშვნელოვანი პრობლემა დასვეს  - ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, რომელიც თავისი უნიკალური მცენარეებით მსოფლიო მნიშვნელობისაა, თითქმის განადგურების პირასაა.

კლუბის წევრებმა ამ საკითხის გადასაჭრელად სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები დაგეგმეს.
 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1325 | დაამატა: admin | თარიღი: 24.02.2010

ხონის ამომრჩეველ ქალთა კლუბზე, კლუბის წევრთა მოთხოვნით,  მოწვეულნი იყვნენ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ზემო-სვანეთის რეგიონალური სამმართველოს წარმომადგენლები - უფროსის მოადგილე ჯანო ზოსიაშვილი და უფროსი სპეციალისტი ნუკრი ლეთოდიანი.

სტუმრებმა ის ძირითადი პრობლემები მოისმინეს, რომელიც ხონში მცხოვრებ დევნილებს აწუხებთ. საუბარი იყო კერძო კომპანიების მიერ გაჭიანურებულ და უხარისხოდ შესრულებულ სარემონტო სამუშაოებზე, ფართის არასწორად განაწილებაზე.

შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ დევნილები მეტ ყურადღებას მოითხოვენ როგორც დევნილთა ადგილობრივი სამმართველოს, ასევე დევნილთა სამინისტროს მხრიდან, რადგან განსახლების პროგრამის ამოქმედება არ ნიშნავს პრობლემების სრულად გადაწყვეტას.

მონაწილეები შეხვედრას მნიშვნელოვანს უწოდებენ, რადგან ბევრ მათთვის საჭირო შეკითხვებზე მიიღეს პასუხი.

დევნილთა სამმართველოს წარმომადგენლებმა თავის მხრივ პირობა დადეს, რომ წამოჭრილ  პრობლემებზე  დროულად მოხდება რეაგირება.

დევნილთა ინტერესებიდან გამომდინარე ამომრჩეველ ქალთა კლუბი მსგავსი შეხვედრების მოწყობას მომავალშიც შეეცდება.
 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED).

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1194 | დაამატა: admin | თარიღი: 23.02.2010

მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ფოთის ქალთა კლუბზეც მსჯელობენ.

 ქალბატონები იმედოვნებენ, რომ წლევანდელ არჩევნებში კანდიდატთა სიებში ქალები მეტი რაოდენობით მოხვდებიან და სათანადო   ადგილებსაც დაიკავებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში.

ფოთის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრთა შორის უკვე გამოიკვეთა ქალი-კანდიდატი. საკრებულოს წევრის - დარეჯან ცხვიტარიას კანდიდატურას კლუბის წევრები აქტიურად უჭერენ მხარს. იმედოვნებენ, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში მეტი ყურადღება დაეთმობა ქალაქის სოციალურ პრობლემატიკას, ქალთა უფლებებს, ჯანდაცვის სფეროს.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1219 | დაამატა: admin | თარიღი: 20.02.2010

კლუბის შეხვედრა ჩატარდა ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში, მასში მონაწილეობა მიიღეს კლუბის მუდმივმა წევრებმა.

შეხვედრის თემა იყო: ადმინისტრაციული რაიონები აფხაზეთში.

კლუბის მუშაობისას გამოყენებული იყო სხვადასხვა მეთოდები. ინტერაქტიული მუშაობა, ტვინის შტურმი, დისკუსია.

გოგონებს ბევრი შეკითხვები გაუჩნდათ აფხაზეთის გეოგრაფიასთან დაკავშირებით. რამდენი სოფელი, ქალაქი, მდინარე, ტბა არის აფხაზეთში. შესაძლებლობა ჰქონდათ აფხაზეთის ღირშესანიშნავი ადგილები სურათებით ენახათ.

„აფხაზეთის გეოგრაფია არ ვიცოდი და ძალიან შემრცხვა, როცა აღმოვაჩინე, რომ თურმე ყველა ქალაქის დასახელება არ მცოდნია" - ნათია ჩიხრაძე.

კლუბის წევრები იმედოვნებენ, რომ შეხვედრები მათ ბევრ ინფორმაციას მისცემს საკუთარ კუთხეზე.

 

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1142 | დაამატა: admin | თარიღი: 20.02.2010

 

"...თქვენ უყურებთ ფონდი "სოხუმის” მიერ ინიცირებულ გადაცემას.

-რამდენად არიან მზად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ პოლიტიკური პარტიები გამსვლელ სიებში ჩასვან ქალბატონები; დადგა თუ არა რეალურად ის დრო, როცა ქალთა აქტივობამ შედეგი უნდა გამოიღოს და საერთოდ, რამდენად კომფორტულია ქალბატონებისათვის გარემო ზოგადად ქართულ პოლიტიკაში...”

ამ მიმართულებით დაიწყო სატელევიზიო გადაცემა, რომელიც 18 თებერვალს  ტელეკომპანია "რიონის” ეთერში იხილა მაყურებელმა და სადაც ფონდის აქტივისტები, ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები კიდევ ერთხელ შეეხნენ მომავალი თვითმმართველობის არჩევნებში ქალთა მონაწილეობის საკითხს.  

ფონდის ტელეჟურნალისტების მიერ დახატულმა სურათმა კიდევ ერთხელ გახადა

თვალსაჩინო დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში პოლიტიკურ პარტიებში ამ კუთხით არსებული სიტუაცია.

პარტიებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგებზე, კლუბების სტრატეგიაზე ისაუბრეს  ფონდის ასისტენტებმა. მონაწილეთ გამოთქვეს სურვილი, ფონდმა გააგრძელოს საქმიანობა, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობაში დაკავებული ქალების, ამომრჩეველ ქალთა კლუბების გაცვლით შეხვედრებს ითვალისწინებდა.

"თავისთავად საჭიროა  პრობლემის გაჟღერება, მაგრამ საჭიროა სწორედ ასეთი კონკრეტული ნაბიჯები - საზოგადოებრივი განწყობის კვლევა, ანალიზი, მუშაიბა ელექტორატთან, პოლიტიკურ პარტიებთან, ქალ-კანდიდატებთან”.

"რას უნდა ველოდოთ არჩევნებისაგან: ალბათ ძალიან რადიკალურ ცვლილებებს არა, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, ეს ცვლილებები არასოდეს დადგება, ამიტომ ინტენსიური მუშაობა არ შეწყდება”, - ასეთი პოზიციები ჰგონდათ გადაცემის მონაწილეებს.

"მე ერთ-ერთი მათგანი ვარ, ვინც ჯანსაღი კონკურენციის პირობებში ულაპარაკოდ მივიღებ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას”, - ეს განცხადება გადაცემის ერთ-ერთმა მონაწილემ გააკეთა. არავის, მის გულწრფელობაში,  ეჭვი  არ  შეუტანია, რადგან რესურსი ამ კუთხით მართლაც არსებობს. 
 
 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1226 | დაამატა: admin | თარიღი: 18.02.2010

კლუბზე მთავარი სადისკუსიო თემა მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. ქალები თავიანთ წინასაარჩევნო განწყობას ხმამაღლა აფიქსირებენ.

ეცნობიან ინფორმაციებს იმის შესახებ, თუ როგორია ქალთა აქტივობა საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ სფეროში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში - რუსეთში, უკრაინაში, ამერიკაში, ბულგარეთში.

ქალთა კლუბის წარმომადგენლები  თავიანთ აზრს გამოხატავენ კოსოვოს ადგილობრივი არჩევნებისა და უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ.

ერთხმად აღიარებენ, რომ უკრაინის არჩევნებში ქალ-კანდიდატს უჭერდნენ მხარს,  გამოხატავენ სურვილს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში რაც შეიძლება მეტი ქალი იხილონ კანდიდატებად. მათი აზრით, ქალები უკეთ დაიცავენ  საკუთარი ხალხის ინტერესებს.
 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის (ვაშინგტონი) მიერ (NED).

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1311 | დაამატა: admin | თარიღი: 12.02.2010

« 1 2 ... 40 41 42 43 44 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0