შაბათი, 20.04.2024, 13:09
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » კლუბები

ფონდი „სოხუმის" იურისტმა ზუგდიდის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებს  საარჩევნო კანონში შესული ცვლილებები გააცნო.

შეხვედრის მონაწილეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ იურისტის მიერ მოწოდებული ინფორმაცია იყო დროული და სასარგებლო, რადგან არჩევნები მოახლოებულია და კანონში შესულილი ცვლილებების გაცნობა მნიშვნელოვანია.

წინასაარჩევნო განწყობა ოპტიმისტურია, კლუბის წევრები მიიჩნევენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მეტ ქალბატონს იხილავენ.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის (ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1179 | დაამატა: admin | თარიღი: 18.03.2010

ხობში ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

ფონდი „სოხუმის" იურისტმა ინგა მაღლაფერიძემ მონაწილეებთან ჩაატარა ვორკ-შოპი, რომელიც ეხებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ  კანონში შეტანილ ცვლილებებს.

კლუბის წევრები მიიჩნევენ, რომ კანონში შეტანილი ცვლილებები ხელს შეუწყობს არჩევნების დემოკრატიულ ჩატარებას. რაც შეეხება ქალთა რიცხვის გაზრდას ადგილობრივ თვითმმართველობაში, საკრებულოს წევრი წევრი მანანა შულაია თვლის, რომ სხვა ქალაქებთან შედარებით უკეთესი მდგომარეობაა (ექვსი ქალი), მაგრამ იმედოვნებს, რომ მომავალი თვითმმარველობის არჩევნებში ქალთა კლუბის მუშაობა ამ მაჩვენებელზე დადებითად იმოქმებს და საკრებულო ქალთა ახალი სახეებით შეივსება.
 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის (ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1150 | დაამატა: admin | თარიღი: 16.03.2010

გოგონათა კლუბმა „მინდა ყველაფერი ვიცოდე აფხაზეთზე", ორი შეხვედრა ჩაატარა ქუთაისში(ფონდი „სოხუმი", 5.03.10) და სენაკში (აფხაზეთის მე-7 სკოლა, 15.03.10).

მონაწილეები გაეცნენ აფხაზეთის ტოპონიმიკას, ლეგენდებს, რომელიც ცხუმსა და დიოსკურიას უკავშირდება.

 ქუთაისში გამართულ კლუბის შეხვედრას ხონის კლუბის წევრებიც ესწრებოდნენ. ინფორმაციის გაცვლა საინტერესოდ წარიმართა. ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი შეხედულებები რა იციან აფხაზეთზე, რა უნდათ გაიგონ. შეხვედრას  ესწრებოდა კვინას კოორდინატორი საქართველოში -ანიკა კარლსონი.

ქუთაისის კლუბის წევრები სენაკში ჩავიდნენ და თანატოლებს მათ მიერ მომზადებული პრეზენტაცია უჩვენეს. სლაიდ-შოუ ახლანდელი აფხაზეთის სინამდვილეს ასახავდა, რამაც მონაწილეებში განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია.

 

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1160 | დაამატა: admin | თარიღი: 15.03.2010

რა სახის ცვლილებებია შეტანილი ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო კანონში; როგორ უნდა დაკომპლექტდეს საარჩევნო სიები; რა უფლებები აქვთ ამომრჩევლებს, რას გულისხმობს საარჩევნო აგიტაცია, როგორ ინიშნება მერი თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში - ამ და სხვა საკითხებზე ისაუბრა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელმა ქალბატონმა ნინო თვალთვაძემ  ხონის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებთან.

- არჩევნები საკმაოდ გრძელვადიანი, ხანგრძლივი პროცესია, რომელშიც ჩვენი საზოგადოება აქტიურად უნდა იყოს ჩართული  - აღნიშნა მან.

საარჩევნო კანონის განხილვის შემდეგ მონაწილეებმა განსახლების საკითხებთან დაკავშირებით იურისტისგან კომპეტენტური კონსულტაციებიც მიიღეს.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED) 

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1127 | დაამატა: admin | თარიღი: 12.03.2010

მოახლებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის მზადება უკვე დაეტყო  ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბს.

საიას- ქუთაისის ფილიალის დირექტორმა ნინო თვალთვაძემ, რომელიც ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრიცაა, შეხვედრის მონაწილეებთან ვორკშოპი ჩატარა თემაზე: „საარჩევნო კანონი და მასთან დაკავშირებული ცვლილებები".

დისკუსიისას ბევრი შეკითხვა გაჩნდა არჩევნებთან დაკავშირებით: რამდენი წევრით იქნება დაკომპლექტებული საკრებულო, რამდენად სანდოა საარჩევნო სიები,  როგორ მიდის მუშაობა პარტიებში ქალი  კანდიდატების გამოსავლენად.

კლუბის წევრები შეხვედრას მნიშვნელოვანს უწოდებენ და თვლიან, რომ საარჩევნო კანონის ცოდნა მისცემს მათ საშულებას იმუშაონ ამომრჩევლებთან, რათა მათი ცნობიერების დონე ამაღლდეს და ხელი შეუწყონ ქალთა რიცხვის გაზრდას ადგილობრივ თვითმმართველობაში.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1142 | დაამატა: admin | თარიღი: 09.03.2010

დასავლეთ საქართველოს შვიდ  ქალაქში მოქმედ ამომრჩეველ ქალთა კლუბს კიდევ ერთი დაემატა: პირველ მარტს წყალტუბოში ახალი კლუბი დაფუძნდა.

პირველი შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ფონდისოხუმის" საქმიანობაზე, პროექტის ძირითად მიზნებზე, ამოცანებზე, კლუბის სამომავლო გეგმებზე.

გაცნობისას გამოიკვეთა მონაწილეთა პოზიცია. შეკრებილებმა ცალსახად დააფიქსირეს, რომ აუცილებელია ქალთა გააქტიურება და მათი აქტიური ჩართვა პოლიტიკაში.

- მივესალმები კლუბის დაფუძნებას წყალტუბოში, ამ ქალაქში ქალთა არაჩვეულებრივი რესურსია თავმოყრილი. ვფიქრობ, ჩვენ შევძლებთ, წინ წამოვწიოთ ის პრობლემები, რომელიც წყალტუბოს მოსახლეობას აწუხებს და აქტიური მონაწილეობა მივიღოთ მათ გადაჭრაში, - აღინიშნა შეხვედრაზე.
 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1097 | დაამატა: admin | თარიღი: 01.03.2010

ოზურგეთის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა თავიანთი წინასაარჩევნო განწყობა დააფიქსირეს. კლუბზე აღინიშნა, რომ ოზურგეთში ადგილობრივი  თვითმმართველობის არჩევნებისათვის ჯერ-ჯერობით არ არიან გამოკვეთილი ქალი კანდიდატები.

ოზურგეთის საჯარო სკოლის დირექტორმა ნანა  გაგუამ, რომელიც  კლუბის ერთ-ერთი აქტიური წევრია, შეხვედრის მონაწილეებს ბრიტანული შთაბეჭდილებები გაუზიარა. იგი ერთი თვით მანჩესტერში იმყოფებოდა. პროექტი, რომელიც ევრო კავშირმა დააფინანსა ინკლუზიური განათლების ხელშეწყობას და პიროვნების თემში ჩართვას ისახავდა მიზნად.

 კლუბის წევრებმა საკუთარი მოსაზრებებიც გამოთქვეს და დაამატეს, რომ ბრიტანულ გამოცდილებას ქალბატონი ნანა საკუთარი სკოლის განვითარებაში გამოიყენებს.

 შეხვედრას ადგილობრივი პრესის წარმომადგენელი - „გურია-ნიუსის" ჟურნალისტიც ესწრებოდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაზეთის უახლეს ნომერში დაიბეჭდება.  

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის (ვაშინგტონი) მიერ (NED).

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1242 | დაამატა: admin | თარიღი: 26.02.2010

« 1 2 ... 39 40 41 42 43 44 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0