ხუთშაბათი, 28.11.2024, 01:52
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » კლუბები
 

- 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით ოზურგეთის საკრებულოში სამი ქალი იქნება წარმოდგენილი, მათ შორის ერთ-ერთი ოზურგეთის ამომრჩეველ ქალთა კლუბის ძველი და აქტიური წევრი  ირინა საჯაიაა -  ამ სასიხარულო ინფორმაციით დაიწყო კლუბის შეხვედრა ოზურგეთში.

აღინიშნა, რომ ირინა საჯაია საკრებულოში მუშაობის პერიოდში გამოირჩეოდა ინიციატივებითა და აქტიურობით. სასიხარულოა, რომ მას კიდევ ერთხელ მიეცა შანსი გააგრძელოს წინა წლებში დაწყებული მუშაობა. კლუბის წევრები მისგან  სიახლეებს ელოდებიან სხვადასხვა სფეროებში.

კლუბის შეხვედრაზე მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გაანალიზეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები.  მიიჩნევენ, რომ საზოგადოება გენდერული თვალსაზრისით უფრო აქტიური გახდა, რაც მათი აზრით, წინასაარჩევნოდ გაწეული აქტიური მუშაობის შედეგია.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1084 | დაამატა: admin | თარიღი: 16.06.2010

 

ხალისიანი განწყობით დაიწყო ამომრჩეველ ქალთა კლუბი ბათუმში. შეხვედრის მონაწილეებმა ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრს, პროფესიით ჟურნალისტ  ქალბატონ ნაზიბროლა ქობულაძეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს. აღსანიშნავიას, რომ ქალბატონი ნაზიბროლა ერთი წელია ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრია.  

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გენდერული თვალსაზრისით პროგრესი შეინიშნება.  ბათუმში წინა მოწვევის საკრებულოში  არც ერთი ქალი არ იყო წარმოდგენილი, წელს კი სამი ქალი იქნება.

- ჩემი საზრუნავი ბათუმის საკრებულოში იქნება ის, რომ ჩვენი შვილების ჯანმრთელობა და განათლება იყოს უზრუნველყოფილი.  სახელმწიფოსთვის უმთავრესი განათლებული და ჯანსაღი მომავალი უნდა იყოს - აღნიშნა ნაზიბროლა ქობულაძემ.

ამომრჩეველ ქალთა კლუბს ესწრებოდა შვედი მოხალისე სტუდენტი - ტერეზ სვედბერგი (ის ფონდ „სოხუმში" სტაჟირებაზე იმყოფება), რომელმაც დამსწრე საზოგადოებას თავისი ქვეყნის გამოცდილება გაუზიარა.  შვედეთში როგორ მიაღწიეს ქალებმა  პოლიტიკურ წარმატებებს, რა შეიცვალა მას შემდეგ რაც ქალთა რიცხვი გაიზარდა მმართველობით თუ თვითმმართველობით ორგანოებში.

მონაწილეთა აზრით, შვედი ქალების გამოცდილება ქართულ პოლიტიკას მართლაც წაადგება. გედერული თვალსაზრისით საქართველო 120-ე ადგილზეა, შვედეთი კი მეორე ადგილს იკავებს!

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1096 | დაამატა: admin | თარიღი: 12.06.2010

 

ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრი დარეჯან ცხვიტარია, უკვე მეორედ გახდა ფოთის საკრებულოს წევრი. მას წარმატება მიულოცეს კლუბის წევრებმა - მისმა თანაქალაქელებმა, თანამოაზრეებმა, მეგობრებმა.

- ჩემთვის პრიორიტეტი ადამიანებთან ურთიერთობაა. ყველაფერს გავაკეთებ მათი სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად - განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ.

შეკითხვაზე, აპირებს თუ არა სამომავალოდ უფრო დიდი განაცხადის გაკეთებას პოლიტიკაში, მისი  პასუხი ასეთია:

 -  ჯერჯერობით ამაზე ფიქრი ნაადრევია. თუმცა, არაფერს გამოვრიცხავ.  როგორ შეიძლება ჯარისკაცი იყო და გენერლობაზე არ ფიქრობდე.

კლუბის წევრები მიიჩნევენ, რომ მისი აქტიურობა ადგილობრივ თვითმმართველობაში გადამდები და სტიმულის მიმცემი იქნება კლუბის დანარჩენი წევრებისათვის.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1138 | დაამატა: admin | თარიღი: 10.06.2010

ხობის ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი შეხვედრა სოფელ ბიაში გაიმართა.

კლუბის ლიდერმა, მაჟორიტარობის კანდიდატმა  ქალბატონმა მანანა შულაიამ. რომელიც ამავე სოფელში იყრის კენჭს, ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებს, სოფლის მკვიდრ ქალბატონებს, საკუთარ სახლში უმასპინძლა.

-საკუთარ სახლში მოგიწვიეთ, რათა გაჩვენოთ, რომ მეც თქვენნაირი ქალი ვარ, იგივე პროლემები მაწუხებს, რაც თქვენს ოჯახებს. ჩვენ დღეს არ ვისაუბრებთ ზოგად საკითხებზე,  იმ კონკრეტულ პრობლემებზე შევჩერდებით, რომელიც ჩვენი სოფლის მოსახლეობას აწუხებს და დროულ გადაწყვეტას საჭიროებს.

შეხვედრაზე მანანა შულაიამ დამსწრეთ თავისი საარჩევნო პროგრამა გააცნო. აღნიშნა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში  პრიორიტეტი დასაქმება იქნება. რადგან როგორც დანარჩენ საქართველოში, ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას სოფელ ბიაში.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1130 | დაამატა: admin | თარიღი: 20.05.2010

წინასაარჩევნო ეიფორია ფოთის ამომრჩეველ ქალთა კლუბზეც აისახა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა,  ქალთა კლუბის ლიდერმა ქალბატონმა, დარეჯან ცხვიტარიამ კლუბის წევრებს საარჩევნო პროგრამა გააცნო.

 ადამიანების დასაქმება, სოციალური საკითხების უზრუნველყოფა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა , - დარეჯან ცხვიტარიას პროგრამაში  პრიორიტეტეული საკითხებია. კანდიდატი მიიჩნევს, რომ საკრებულოში მუშაობისას უკვე საკმაო გამოცდილება დაუგროვდა და მომავლში, გამარჯვების შემთხვევაში, უფრო ეფექტურად გააგრძელებს მუშაობას აღნიშნული საკითხების მოსაგვარებლად.

- ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები იმედით ეგებებიან მოახლოებულ არჩევნებს. მიიჩნევენ, რომ ქალების რიცხვი საკრებულოში გაიზრდება და ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ქალაქის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდება.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1045 | დაამატა: admin | თარიღი: 19.05.2010

ფონდი „სოხუმის" ოფისში ამომრჩეველ ქალთა კლუბის წინასაარჩევნო შეხვედრა შედგა.  კანდიდატებმა - ნატო ქათამაძე („ალიანსი საქართველოსთვის") და ლია გვენეტაძე („ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა"), რომლებიც ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბსაც წარმოადგენენ, თავიანთი საარჩევნო პროგრამებით წარსდგნენ კლუბის წევრების წინაშე.

პროგრამების წარდგენის შემდეგ კანდიდატებმა დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.

აღსანიშნავია, რომ კანდიდატი ქალბატონებისათვის პრიორიტეტულია სოციალური სფერო, ჯანდაცვა. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ ბიუჯეტის სწორად განაწილებას.

გარკვეული საკითხების მიმართ შეხვედრის მონაწილეებს სხვადასხვა პოზიციები აღმოაჩნდათ, რაც ცხარე დისკუსიების საბაბი გახდა.

შეხვედრაზე აღინიშნა ისიც, რომ ამომრჩეველთა ინფორმირებულობის დონე გაიზარდა, როგორც საარჩევნო კანონმდებლობასთან, ასევე გენდერულ საკითხებთან მიმართებაში, რაც, მათი აზრით, არჩევნების შემდეგ გამოჩნდება და წინა წლებთან შედარებით საკრებულოში ქალების რაოდენობა გაიზრდება.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1247 | დაამატა: admin | თარიღი: 18.05.2010

- რომელი ისტორიული ძეგლები იცით აფხაზეთში, რა გსმენიათ ამ ძეგლების შესახებ  - ამ შეკითხვით დაიწყო გოგონათა კლუბმა „მინდა ყველაფერი ვიცოდე აფხაზეთზე" მუშაობა, რომელიც ფონდ „სოხუმში" ჩატარდა.

მონაწილე გოგონები ყვებოდნენ მშობლებისგან გაგონილსა თუ სხვადასხვა ჟანრის  ლიტერატურაში წანაკითხ ისტორიებს ილორის, ბედიის ტაძარზე, ახალ ათონზე.

 აღსანიშნავია, რომ კლუბის წევრებს ადგილობრივი გოგონებიც შეუერთდნენ.

- მე არა ვარ აფხაზეთიდან, მაგრამ ბევრი დევნილი მეგობარი მყავს. აფხაზეთი ჩემი სამშობლოს ნაწილია და მინდა, რაც შეიძლება მეტი ვიცოდე მასზე. კლუბის შეხვედრას სიამოვნებით ვესწრები, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს თაობას ამის საშუალება აქვს.

 მომდევნო შეხვედრაზე, 17 მაისს,  კლუბის წევრებმა ფოტოგამოფენა მოაწყვეს: „ფოტოგრაფიები საოჯახო ალბომიდან".

აფხაზეთში სხვადასხვა დროს გადაღებულმა შავთეთრმა სურათებმა კიდევ ერთხელ გააცოცხლეს წარსული, ის ბედნიერი წლები, რომელიც აფხაზებისა და ქართველების თანაცხოვრებას უკავშირდებოდა.

 კლუბი მომდევნო თვეში კვლავ შეიკრიბება, შეხვედრის თემა ისევ აფხაზეთი იქნება.

 

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1214 | დაამატა: admin | თარიღი: 17.05.2010

« 1 2 ... 36 37 38 39 40 ... 43 44 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0