ზუგდიდში გამართულ ამომრჩეველ ქალთა კლუბს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მაჟორიტარობის კანდიდატები (რესპუბლიკური პარტია) ნონა თოლორაია და ნანა ხუფენია ესწრებოდნენ.
კანდიდატებმა თავიანთი საარჩევნო პროგრამები გააცნეს დამსწრეთ. აღნიშნეს, რომ სოფლებში არაერთი პრობლემაა, რომელიც გადაჭრას საჭიროებს.
- ვეცდები, მოსახლეობის ყველა პრობლემა წამოვჭრა საკრებულოში: აღსადგენია სოფლის კლუბი, მოსაწესრიგებელია გზები, არ არის ბაგა-ბაღი, ეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური რობლემაა, ბაგა-ბაღის შენობაში დევნილები არიან შესახლებული, - აღნიშნა ნონა თოლორაიამ.
მისივე თქმით, სოფლის მოსახლეობის პრობლემების მოგვარება სწორედ ადგილობრივ დონეზეა შესაძლებელი. - ვეცდები ჩემი მხარდამჭერების იმედები გავამართლო! - განაცხადა კანდიდატმა.
ნონა თოლორაიასა და ნანა ხუფენიას წინასაარჩევნო განწყობა ოპტიმისტურია. ზუგდიდის კლუბის წევრები წინასაარჩევნოდ კანდიდატთა მხარდამჭერ აქციას გეგმავენ.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED) |