კვირა, 24.11.2024, 05:33
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » შეხვედრები

4 დეკემბერს ქუთაისში, საზოგადოებრივ კოლეჯ ,,იბერიაში“ ფონდი „სოხუმის“ იურისტმა ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა 16-დღიან კამპანიას.

შეხვედრაზე გაიმართა დისკუსია, სტუდენტებმა დააფიქსირეს საკუთარი მოსაზრებები ძალადობის პრევენციასთან დაკავშირებით.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 762 | დაამატა: admin | თარიღი: 04.12.2014

 

 

16-დღიან კამპანიაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ აქტიურად ერთვებიან  და პროტესტს გამოხატავენ ახალგაზრდები.

სენაკში თავიანთი ინიციატივით შეუერთდნენ კამპანიას მოსწავლეები და ეკოკლუბის (ხელმძღვანელი -  ქეთინო კოღუა) წარმომადგენლები.

27 და 28 ნოემბერს სენაკის 1-ლ და მე-2 საჯარო სკოლებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები, რომელთა ფასილიტატორები იყვნენ თეო სოსელია და ლიკა გაბუნია.

27 და 28 ნოემბერს საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა ქუთაისში, ჟიული შარტავას სახელობის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მე-6 სკოლაშიც. შეხვედრებში აქტიური მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო კლუბის წევრებმა (ხელმძღვანელი - ლელა აფშილავა).  

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 735 | დაამატა: admin | თარიღი: 29.11.2014

6 შეხვედრა ჩატარდა ნოემბერში ქუთაისში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებთან. ბოლო პერიოდში ოჯახური ძალადობის მომატებასთან დაკავშირებით იურისტის მთავარი თემა იყო „საქართველოს კანონი ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ და მასში შესული ცვლილებები.

ამ შეხვედრების მთავარი მიზანია საზოგადოების ინფორმირება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კანონი იცავს, ხოლო მოძალადეები კანონით ისჯებიან. კანონში შესული ცვლილებების თანახმად  მოძალადე ისჯება თავისუფლების აღკვეთით  ერთი წლის ვადით.

შეხვედრებს ესწრებოდა 59 მოქალაქე. გაიცა ინდივიდუალური კონსულტაციები.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 651 | დაამატა: admin | თარიღი: 28.11.2014

28 ნოემბერს ფონდ „სოხუმსა“ და სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის-ქუთაისის ბიუროს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომლის მიზანია თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოებაში დემოკრატიული პრინციპების განვითარების, გენდერული სამართლიანობის მიღწევისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა ჩართვის ხელშეწყობისათვის.

საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით ორგანიზაციები ერთობლივად გეგმავენ სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიას.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 767 | დაამატა: admin | თარიღი: 28.11.2014

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალურ კამპანიას - „არა ძალადობას!“ იწყებს. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიების მეშვეობით მოხდება საზოგადოების ინფორმირება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კანონი იცავს, ხოლო მოძალადეები კანონით ისჯებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროში კამპანიის პრეზენტაციას ესწრებოდნენ მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, სხვა სამინისტროების ხელმძღვანელი პირები, პარლამენტის წევრები, აშშ-ს საელჩოს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

გაიმართა ჩვენება ვიდეორგოლისა „ძალადობა დასჯადია“, რომელიც სამი კვირის განმავლობაში გავა ეთერში. რგოლის მიზანია მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტების შემთხვევაში უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე: „112“ ან მიმართონ უბნის ინსპექტორს, მოძალადეებმა კი მიიღონ გაფრთხილება, რომ ოჯახში ძალადობა 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწვევით, შეხვედრას ესწრებოდა ფონდი „სოხუმის“ იურისტი.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 715 | დაამატა: admin | თარიღი: 25.11.2014

 

საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს იურისტმა დაიწყო მუშაობა ჩანჩიბაძის ქ. №7 მცხოვრებთა პრობლემაზე - მოსახლეობას არ მიეწოდება სასმელი წყალი. ეს პრობლემა უკვე კარგა ხანია დგას და არანაირი რეაგირება არ მომხდარა სათანადო ორგანოების მხრიდან. იურისტის დახმარებით მომზადდა განცხადება, რომელსაც ხელი მოაწერა მოსახლეობამ და შეტანილ იქნა ქალაქ ოზურგეთის  მერიაში.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 679 | დაამატა: admin | თარიღი: 23.11.2014

33 ქალბატონი მონაწილეობდა ჯგუფურ ფსიქოლოგიურ საკონსულტაციო შეხვედრაში სენაკის, ქუთაისისა და ხურჩის (ზუგდიდი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.

ფინდი „სოხუმის“ ფსიქოლოგმა ისაუბრა აქტუალურ თემაზე „რატომ ვართ ასეთი გაღიზიანებულები, საიდან მოდის აგრესია ოჯახსა და საზოგადოებაში“.

ჩატარდა მუშაობა ტესტით „როგორი ამინდია თქვენს ოჯახში“. 5 ქალბატონს, რომელთაც „არასასურველი“ ქულები მიიღეს, შეხვედრის დასრულების შემდეგ ინდივიდუალური კონსულტაცია ჩაუტარდათ. ეს პირველი ნაბიჯია მათი ოჯახური ურთიერთობების ცვლილებებისკენ.

 

                პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 756 | დაამატა: admin | თარიღი: 22.11.2014

« 1 2 ... 5 6 7 8 9 ... 66 67 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0