პარასკევი, 19.04.2024, 12:18
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » ტრენინგ-სემინარები

„ლიდერთა სკოლაში ვიღებთ ცოდნას, რომელიც ჩვენთვის სხვაგან ხელმისაწვდომი არ არის  და ძალიან მნიშვნელოვანია"; „ტრენინგზე ყველაზე უფრო ჯგუფური სამუშაოები დამამახსოვრდა", „ძალიან მომეწონა საქმიან ეტიკეტს და ლიდერი ქალის იმიჯზე მუშაობა"; „მოუთმენლად ველოდებით ტრენინგების ახალ ეტაპს"; „დროული და მნიშვნელოვანი იყო ეფექტური კომუნიკაციის თემა, რადგან წინ ბევრი სამუშაო გველის",- ეს ფრაზები ტრენინგის შეჯამების დროს ისმოდა, როდესაც სამი დღის დაძაბული მუშაობა ფინალს მიუახლოვდა და მომავალი კამპანიისა და საშინაო დავალებების  კონტურებიც შემოიხაზა.

ტრენერების შეფასებით, სატრენინგო თემატიკა ოპტიმალურად იყო შერჩეული და ჯგუფის საჭიროებებს მორგებული, ტრენინგ-სემინარი  მხოლოდ დასაბამს აძლევს ლიდერთა სკოლაში მისაღებ განათლებას და დანარჩენი  გოგონებმა თავისი მონდომებით, დაძაბული შრომით უნდა მოიპოვონ. რაც მთავარია, ჯგუფი მოტივირებული და  ცოდნაზე ორიენტირებულია, ეს კი წარმატების საწინდარია. ტრენინგზე დაბადებული მრავალი კრეატიული იდეა კი დახვეწას და გოგონების საქმიანობაში ხორცშესხმას ელოდება!

 

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 898 | დაამატა: admin | თარიღი: 23.10.2011

 

- აღფრთოვანებულები მივდივართ საქართველოდან, ჩვენს მოსწავლეებს ვუამბობთ ნანახსა და განცდილზე, თუმცა ეს ყველაფერი თავად უნდა იგრძნო, - ამბობდნენ ბოლო დღეს რუსეთიდან ჩამოსული მასწავლებლები...

შთაბეჭდილებების საწყისი რუსეთ-საქართველოს საზღვარზე იყო. მერე - სტეფანწმინდა, ფასანაური, ექსკურსია თბილისში და ყველაზე ამაღელვებელი - გრიბოედოვის საფლავთან მიახლება მთაწმინდაზე.

სამმა დღემ უჩვეულოდ ბევრი რამ დაიტია: ზღვისპირას გატარებული ულამაზესი წუთები, ექსკურსიები ბათუმში, ქუთაისში, სათაფლიაში. და განსაკუთრებით შთამბეჭდავი - სტუმრობა ბაღდათში, ვლადიმერ მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმში.

ყველაზე მთავარი, რამაც რუსეთისა და საქართველოს რუსული ენის  24 მასწავლებელი შეკრიბა, იყო ქობულეთში ჩატარებული სამდღიანი სემინარი "შერიგების სასკოლო სამსახურები" (მწვრთნელი - რუსტემ მაკსუდოვი,  საზოგადოებრივი ცენტრის „სასამართლო-სამართლებრივი რეფორმა" პრეზიდენტი). მონაწილეები გაეცნენ კონფლიქტური სიტუაციების მოგვარების ახალ გზებს, მედიაციისა და შერიგების სასკოლო სამსახურის პრინციპებს. ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილებები, ახლებურად შეხედეს სასწავლო პროცესს, მოსწავლეებს, კოლეგებს.

სემინარი არის ნაწილი პროექტისა „ცხოვრება მშვიდობით - მშვიდობიან გარემოში",  რომელსაც ახორციელებენ კავშირი „დონის ქალები" (რუსეთი) და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი" (საქართველო). პროექტი ლოგიკური გაგრძელებაა  საქართველოსა და რუსეთის მშვიდობისმყოფელ ქალთა ალიანსის მონაწილეთა დიალოგისა, რომელიც დაიწყო თბილისში 2009 წლის დეკემბერში.

როგორც სემინარის ბოლოს აღინიშნა, მისი ყოველი მონაწილე ახალ შტრიხებს შესძენს პედაგოგიურ საქმიანობას. ისინი კმაყოფილნი დარჩნენ ახალი ინფორმაციების მიღებით, ცოდნის გამდიდრებით და ერთმანეთთან ურთიერთობით, რასაც დანატრებულნი არიან მასპინძლებიცა და რუსეთიდან ჩამოსული სტუმრებიც...

რაც ყველაზე მთავარია, სემინარის შედეგად შეიქმნა აქტიურ მშვიდობისმყოფელთა  ქალთა გუნდი, რომელიც ხელს შეუწყობს მომავალი თაობის მშვიდობიანი სულისკვეთებით აღზრდას.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 888 | დაამატა: admin | თარიღი: 09.09.2011

ლიდერთა სკოლის ტრენინგები ფონდ „სოხუმში" სამი დღე გრძელდებოდა. „კონფლიქტი და ქალის როლი კონფლიქტში"-ტრენინგების ამ საერთო თემის  განხილვაში ლიდერთა სკოლის გოგონები აქტიურობდნენ.

- ქალს, მისთვის დამახასიათებელი დიპლომატიურობითა და შორსმჭვრეტელობით, შეუძლია კონფლიქტური სიტუაციის განმუხტვა;

-კონფლიქტი იმდენად ხშირი მოვლენაა ჩვენს რეალობაში, რომ უფრო მეტის გაგება გვსურს მის შესახებ, რათა მშვიდობიანად შევძლოთ გადაწყვეტა,-ამბობენ ტრენინგის მონაწილე გოგონები.

ლიდერთა სკოლის გოგონებმა სურვილი გამოთქვეს, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების საკითხში საკუთარი  წვლილის შეტანისა.

ტრენინგებზე ყურადღება გამახვილდა პიროვნების ლიდერულ თვისებებზე. გოგონების აზრით, ურთიერთობებს პიროვნული თვისებები განაპირობებს. ლიდერს უნდა შეეძლოს საკუთარი თავის ხელში აყვანა, გრძნობების, ემოციების მართვა.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 942 | დაამატა: admin | თარიღი: 31.08.2011


23-25 ივლისს ფონდი "სოხუმის” ახალგაზრდა ლიდერთა სკოლის დემოკრატიის კურსის წარმომადგენლებს საკრებულოში სემინარი ჩაუტარდათ. მწვრთნელები იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები, ქალთა პოლიტიკური რესურს ცენტრის ხელმძღვანელი.

სამდღიანი სემინარის განმავლობაში მონაწილეები გაეცნენ ადგილობრივი ხელისუფლების არსს, საქართველოს პოლიტიკურ სისტემას, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ურთიერთმიმართებას, ფემინიზმის ისტორიასა და ეტაპებს, ქალთა როლს პოლიტიკაში.

საკრებულოში ჩატარებულმა სემინარმა და ექსკურსიამ, შეხვედრამ საკრებულოს წევრებთან, ახალგაზრდა გოგონებს გაუმყარა სურვილი გახდნენ იდეალური ლიდერები, ზოგმა მათგანმა საკრებულოს თავმჯდომარის სავარძელიც მოირგო.

"მას, ვინც ჩაჯდება ამ სავარძელში, დიდი მომავალი ელოდება. გახსოვდეთ, განათლება და ინტელექტი საწინდარია ადგილობრივ თვითმმართველობაში მოსასვლელად და შემდგომი წინსვლისათვის”, - მიუთითა მათ საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან ხვადაგიანმა და გოგონებს საკრებულოში სტაჟირების გავლაც შესთავაზა.

ექსკურსიისას გოგონებს მიეცათ საშუალება გაცნობოდნენ სხვადასხვა სფეროში დასაქმებულთა საქმიანობას. მათთვის სამაგალითო ლიდერი ქალებიც აღმოაჩინეს და დაასკვნეს, რომ "უშუალობა - ერთ-ერთი საუკეტესო გზაა ადამიანთ გულებისაკენ”.

საარჩევნო უფლების გაცნობამ ახალგაზრდებს თვითდაჯერებულობა შემატა. დღეს ისინი თამამად ამბობენ, რომ მომავალ არჩევნებში სრულყოფილად გამოიყენებენ მიღებულ ინფორმაციას და დაიცავენ თავიანთ უფლებებს.


კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 965 | დაამატა: moderatori | თარიღი: 25.07.2011

10–12 ივნისს ქ. ბათუმში, სასტუმრო "ჩაოში” ჩატარდა ტრენინგი თემაზე "პრევენციული სტრატეგიები ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ”. ტრენინგს ესწრებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის 16 წარმომადგენელი, რომლებიც მოწვეულნი იყვნენ ქუთაისიდან, ფოთიდან, ზუგდიდიდან, სენაკიდან, წყალტუბოდან, ხონიდან.  

ტრენინგის ჩატარება განაპირობა იმან, რომ ძალადობის პრობლემის მოგვარება წარმოუდგენელია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩართულობის გარეშე, ისინი კი, როგორც წესი, ამოვარდნილნი არიან ძალადობასთან ბრძოლის საერთო კონტექსტიდან და არ მოიაზრებიან  რეფერალურ მექანიზმებში.

მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ ტრენინგის მსვლელობაში. მათი პროდუქტიული მუშაობის შედეგად ყოველი ქალაქისათვის შემუშავდა ადგილობრივი თვითმმართველობის რეალობაზე მორგებული ორიგინალური კონცეფციების მოდელები, რაც ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის  სამომავლო სტრატეგიებს დაუდებს სათავეს.   

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 940 | დაამატა: admin | თარიღი: 12.06.2011

ფონდი „სოხუმის" ლიდერთა სკოლაში შერჩეულ გოგონებთან 28- 29 მაისს პირველი ტრენინგი ჩატარდა. ჯგუფში ქუთაისში, წყალტუბოში, სამტრედიაში, სოფელ კოკში და  ნაბაკევში მცხოვრები გოგონები შეიკრიბნენ.

ტრენინგის თემა - „ეფექტური ლიდერობა" გოგონებისთვის ძალიან საინტერესო გამოდგა. მათთვის მისაღები იყო მუშაობის ინტერაქტიური მეთოდიც, რომელიც ჯგუფის მაქსიმალურ ჩართულობას, აქტიურ დისკუსიებსა და თემატურ სავარჯიშოებს ითვალისწინებდა. მუშაობის პროდუქტიულობა გოგონების მაღალმა მოტივაციამაც განაპირობა.

ტრენინგის ყველაზე სამახსოვრო მომენტი გელათის ტაძრის მონახულება გამოდგა, სადაც ზოგი მათგანი პირველად იყო.

ლიდერთა სკოლის ოცდაოთხმა გოგონამ თეორიული კურსით გათვალისწინებული თემები წარმატებით გაიარა. მათ საშინაო დავალებაც მიიღეს და მოუთმენლად ელოდებიან მომდევნო ეტაპს.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 1046 | დაამატა: admin | თარიღი: 29.05.2011


ტრენინგი - „ქალის თვალით დანახული მშვიდობიანი მომავალი" ქ.ბათუმში ჩატარდა. ტრენინგის მონაწილეები 16 ახალგაზრდა გოგონა - ფონდი „სოხუმის" დემოკრატიის სკოლის მოსწავლეები.

ტრენინგის დროს მონაწილეები ცდილობდნენ კრეატიული ინოვაციური ხერხების გამოყენებით - ხატვით, სკულპტურის შექმნით, როლური თამაშებით, არსებული სტერეოტიპების მსხვრევით და ახალი ტერმინების გამოყენებით გამოეხატათ ქალთა ხედვა მშვიდობიანი მომავლის მშენებლობაში.  

... ქალის როლი ძალიან მნიშვნელოვანია, ქალთა ხმა აუცილებლად უნდა ისმოდეს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების დროს. აუცილებელია რომ არ სამყაროში გვქონდეს ჩვენი ხედვა, ჩამოვაყალიბოთ  ისეთი მოდელი, რომელიც ჩვენვე შეგვიძლია განვახორციელოთ ოფიციალური თუ სახალხო დიპლომატიის პროცესში - აღინიშნა ტრენინგზე.

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.


კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 1160 | დაამატა: moderatori | თარიღი: 09.05.2011

« 1 2 ... 7 8 9 10 11 ... 14 15 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0