ოთხშაბათი, 27.11.2024, 19:12
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » ტრენინგ-სემინარები

 

„გენდერული პოლიტიკის შემუშავება და ბიუჯეტის გენდერული ანალიზი“, - ასეთი იყო თემა ტრენინგისა, რომელიც ქუთაისის, სენაკისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოებთან არსებული გენდერული საკონსულტაციო საბჭოების წევრებისთვის ჩაატარა ფონდმა „სოხუმმა“ 19-20 სექტემბერს. 

ტრენინგზე იყო ბევრი ინფორმაცია, გამოცდილების გაზიარება, საინტერესო დისკუსიები. მონაწილეები ორიენტირებული იყვნენ, რათა მაქსიმალური შედეგი მიეღოთ.

„გენდერული თანასწორობის მიმართულებით ადგილობრივმა სამთავრობო სტრუქტურებმა მკაფიოდ უნდა დააფიქსირონ პოზიცია და მიიღონ კონკრეტული ზომები მისი მიღწევისთვის“, - აღინიშნა ტრენინგზე.

პრაქტიკულმა სავარჯიშოებმა ტრენინგის მონაწილეებისთვის კიდევ უფრო ნათელი გახადა ჩასატარებელი სამუშაოების აუცილებლობა. მათ გაწერეს რეგიონებში გენდერული პოლიტიკის სამოქმედო გეგმის სამუშაო ვარიანტი და შეიმუშავეს კონკრეტული წინადადებები ადგილობრივ ბიუჯეტებში გენდერული პრიორიტეტების ჩართვის  კუთხით.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 750 | დაამატა: admin | თარიღი: 20.09.2014

11-13 ივლისს ქუთაისში, ფონდ „სოხუმში“ ჩატარდა ტრენინგი ფსიქოლოგებისთვის ფონდ VOGEL STIFTING-ის ნაწილობრივი მხარდაჭერით. ეს იყო მეორე ეტაპი ტრენინგისა, რომელიც გაიმართა გასული წლის 13-14 სექტემბერს.

საინტერესო იყო თემა - არტ-თერაპიის მეთოდების გამოყენება ფსიქოლოგიაში, პედაგოგიკასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში. მუშაობა მენტალურ ბარათებთან.  მენტალური ბარათები - ეს არის აზროვნების ვიზუალიზაციის განსაკუთრებული ტექნიკა, რომელიც აგებულია ეფექტურ ალტერნატიულ ჩანაწერებზე. ზოგიერთ თარგმანში ამ მეთოდიკას სხვა სახელი აქვს - „გონების ბარათები“, „ინტელექტ-ბარათები“,  „მეხსიერების ბარათები“.

ტრენინგი ჩაატარა ნატალია ნელიდოვამ (პრაქტიკოსი ფსიქოლოგი, არტ-თერაპიის სპეციალისტი), ტრენინგის მუშაობაში კი მონაწილეობდნენ ფსიქოლოგები უნივერსიტეტიდან, სკოლებიდან, საბავშვო ბაღებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან  (სულ 13 ადამიანი).

 

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 724 | დაამატა: admin | თარიღი: 13.07.2014

 

სენაკის ახალგაზრდულ ცენტრში დასრულდა მეორე ეტაპი პროექტისა „გარემოს დაცვის ახალგაზრდული პროექტები დასავლეთ საქართველოში“, რომელიც ითვალისწინებდა დასავლეთ საქართველოს 6 ქალაქში ტრენინგებს თემაზე: „გარემოს დაცვის პრობლემები ჩვენს ქვეყანაში და ნარჩენების მართვა“  და  ნარჩენებისგან ხელნაკეთი ნივთების დამზადებას.

ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული ცენტრების ლიდერებმა თავიანთ საინიციატივო ჯგუფებთან ერთად არაჩვეულებრივად გაართვეს დავალებას თავი.

პროექტის დასკვნითი, მესამე ეტაპი 6 ივლისს ქუთაისში ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვით დასრულდება. 

 

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 799 | დაამატა: admin | თარიღი: 30.06.2014

დაიწყო ოზურგეთის საკონსულტაციო საბჭოს ინიცირებული პროექტი „ახალგაზრდები - გენდერული პოლიტიკის ხელშეწყობისთვის“, რომელიც ახალგაზრდებთან გენდერული კუთხით მუშაობას ითვალისწინებს.

პროექტის პირველი აქტივობა იყო სამდღიანი ტრენინგი კურორტ ურეკში, რომელსაც ესწრებოდნენ ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები. 

მონაწილეები ჯერ კარგად გაერკვნენ გენდერის საკითხებში, შემდეგ კი ისწავლეს ტრენერისთვის აუცილებელი თვისებები და უნარ-ჩვევები, რაც გამოადგებათ ახალგაზრდებთან მუშაობაში.

ტრენინგის ძირითადი ნაწილი დაეთმო ტრენინგის ჩატარების სპეციფიკას და პრაქტიკულ მუშაობას - სამუშაო გეგმის/მოდულის შემუშავებას.

ჯგუფი თავიდანვე იყო მოტივირებული, მაგრამ ტრენინგის ბოლოსთვის მათი მოტივაცია კიდევ უფრო ამაღლდა. ეს კარგად გამოჩნდა კომენტარებში, როდესაც ამბობდნენ, რომ გაუჩნდათ სურვილი, სხვასაც გაუზიარონ მიღებული ცოდნა და ინფორმაცია.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 698 | დაამატა: admin | თარიღი: 30.06.2014

20  ივნისს სტარტი აიღო შვეიცარიის საელჩოს მიერ დაფინანსებულმა პროექტმა „გარემოს დაცვის ახალგაზრდული პროექტები დასავლეთ საქართველოში“.

პროექტს მხარს უჭერს კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“. პროექტის პირველი ეტაპი უკვე ჩატარდა ბულაჩაურში, რომელიც 3-დღიან ტრენინგს გულისხმობდა ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული ქსელის 6 ქალაქის ლიდერებისა და მათი საინიციატივო ჯგუფის აქტიური წევრებისათვის.

ტრენინგის თემები იყო: ეკოლოგიური პრობლემები, გარემოს დაბინძურება და კლიმატური ცვლილებების საშიშროება.

მეორე და მესამე დღე კი მთლიანად დაეთმო მეორადი ნარჩენებისგან ხელნაკეთი ნივთების დამზადებას. გოგონები აქტიურად ჩაერთნენ პროექტის განხორციელებაში. პროექტის მეორე ეტაპი თითოეულ ქალაქში ტრენინგის და ვორკშოპების ჩატარებაა. დასკვნითი ღონისძიება 6 ივლისს ჩატარდება ქუთაისში - გამოფენა-გაყიდვა, სადაც მთელი პროექტის განმავლობაში გაკეთებული დეკორატიული ნივთები იქნება წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ პროექტის იდეის ავტორი ფონდი ‘სოხუმის“ გერმანელი მოხალისე ელენ შრიოდერია. 

 

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 804 | დაამატა: admin | თარიღი: 23.06.2014

- კარგი გამოცდილება  მივიღე. კომუნიკაციის და გენდერის თემატიკამ ძალიან დამაინტერესა.

  • მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება, უფრო ღრმად ჩავწვდომოდი სოციოლოგიური კვლევის არსს და მეთოდოლოგიას.
  • აწი უფრო თამამად დავიცავ ჩემს მოსაზრებებს.
  • მიღებული ცოდნა გარკვეული პრობლემების გადაჭრაში დამეხმარება.

ასე შეაფასეს ლიდერ გოგონათა სკოლის პირველკურსელებმა პირველი ტრენინგი, რომელიც 2-3-4 მაისს, ქუთაისში, ფონდ „სოხუმში“ ჩატარდა.

ჯგუფი არაორდინალურია: 12  მოსწავლე, 7 - სკოლადამთავრებული, 5 - სტუდენტი...

24 ახალგაზრდა ქუთაისიდან, წყალტუბოდან, ხონიდან, ფოთიდან, სენაკიდან, ზუგდიდან, კოკიდან, განსხვავებული განათლებით და ცხოვრებისეული გამოცდილებით...

გოგონები დიდი მონდომებით ჩაერთნენ ტრენინგის მსვლელობაში. მწვრთნელებმა შეძლეს, კიდევ უფრო გასაგები გაეხადათ მათთვის ეფექტური კომუნიკაციის წესები, გენდერის არსი.  

სუპერაქტიულები, ენერგიულები, ნიჭიერები, გონებამახვილები, მხიარულები - ასე აფასებენ მწვრთნელები ტრენინგის მონაწილეებს.

სასარგებლოდ და სასიამოვნოდ გატარებული დღეები, - ასეთია სკოლის წევრთა აზრი.

ტრენინგის დასასრულს გოგონებმა მიიღეს საშინაო დავალება: მათ რეგიონში 10 დევნილი გოგონას გამოკითხვა და ჩაღრმავებული ინტერვიუ 3 ლიდერ ქალთან.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 764 | დაამატა: admin | თარიღი: 04.05.2014

ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მუშაობის სტრატეგია, პროექტის ცალკეული კომპონენტების მნიშვნელობა და მიღებული შედეგების კავშირი მთავარ მიზანთან - ამ საკითხებზე ორდღიანი ტრენინგი გაიმართა ქობულეთში. მასში მონაწილეობდნენ ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, ფოთის, სენაკის, ხურჩის (ზუგდიდის) ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორები.

ინტერაქტიულმა და ჯგუფურმა სავარჯიშოებმა, იმიტირებულმა წარმოდგენებმა, დისკუსიებმა საშუალება მისცა მონაწილეებს, სიღრმისეულად ჩაწვდომოდნენ განსახილველ საკითხებს.

ტრენინგის ბოლოს მათ აღნიშნეს:

- თითქოს ყველაფერი ნაცნობი იყო, მაგრამ  უკეთ გავიაზრეთ აქტივობები კავშირი პროექტის მთავარ მიზანთან.

- გავაანალიზეთ, რამდენად სწორია ის სტრატეგია, რომელსაც მუშაობისას ვიყენებთ.

-დღეიდან შევძლებთ უფრო ეფექტური გავხადოთ საკუთარი მუშაობა, ამაში ეს ტრენინგი დაგვეხმარა.

მობილიზატორების აზრით, სასურველია, მსგავსი ტიპის ტრენინგები ხშირად გაიმართოს, რათა მათი პროფესიული მომზადების ხარისხი გაიზარდოს, რაც მათ შემდგომ მუშაობაში აისახება.  

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

 

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 724 | დაამატა: admin | თარიღი: 30.04.2014

« 1 2 3 4 ... 14 15 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 53
სტუმარი: 53
მომხმარებელი: 0