|
ოთხშაბათი, 03.12.2025, 08:57
მოგესალმები სტუმარი
...
მთავარი » ტრენინგ-სემინარები

|
26-30 აპრილს გორში, ჩატარდა ტრენინგი სოციალური მეწარმეებისათვის, რომელშიც
მონაწილეობდნენ დევნილთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები აღმოსავლეთ და
დასავლეთ საქართველოდან, მათ შორის ერთი ორგანიზაცია სომხეთიდან. ფონდ „სოხუმს"
წარმოადგენდნენ ლელა ჯალაღონია და თეა თორინავა.
ტრენინგის ორგანიზატორი იყო ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი. ტრენერები იყვნენ
პარტნიორი ორგანიზაცია - ვიშეგრადის
საერთაშორისო ფონდის წარმომადგენლები.
მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული და თეორიული ინფორმაციები სოციალური
მეწარმეობის ცალკეული ასპექტების თაობაზე. მიღებული ინფორმაციისა და უნარ-ჩვევების
გამოყენებით მომზადდა ბიზნეს-პროექტის მონახაზები. აღნიშნული საპროექტო
მონახაზების საფუძველზე ორგანიზაციებს საშუალება ექნებათ მოამზადონ სრულყოფილი
სოციალური ბიზნეს-პროექტები, რომელთა შესაძლო დაფინანსება განიხილება ევრაზიის
თანამშრომლობის ფონდის მიერ საგანგებოდ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში, რომელიც
გამოცხადდება მაისის ბოლოს.
|
|
 |
სენაკში, ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარდა სამდღიანი ტრენინგი თემაზე: "ოჯახური ძალადობის პრევენცია". მონაწილეთა უმრავლესობა ზედაპირულად იცნობდა ტრენინგზე განხილულ თემებს. საკითხთა ცალკეულ პუნქტებად განხილვამ ინფორმირებულობის ხარისხი მნიშვნელოვნად გაზარდა, რაც შემდგომ ჯგუფური მუშაობისა და პრეზენტაციების დროს კარგად გამოჩნდა. მუშაობისას გამოყენებული იყო სხვადასხვა მეთოდები: სიტუაციური ამოცანები, ჯგუფური თუ როლური სავარჯიშოები.
მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, ერთმანეთისათვის გაეზიარებინათ საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილება, წარმოდგენები ჯანსაღი კომუნიკაციისა და ჰარმონიული ურთიერთობების შესახებ.
მონაწილეთა სიტყვით, ბევრი ახალი, სასარგებლო ინფორმაციები მიიღეს, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენებენ.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |
|
 |
ფონდი „სოხუმის" ლიდერთა სკოლამ პირველი გამოშვება გასულ წელს გამოუშვა. გოგონებმა ერთწლიანი სწავლების კურსი გაიარეს და შესაბამისად, დიპლომებიც მიიღეს. 15 აპრილს ლიდერთა სკოლის კურსდამთავრებულებმა სწავლა მომდევნო ეტაპზე, დემოკრატიის სკოლაში გააგრძელეს.
ორდღიანი ტრენინგის პროგრამა შემდეგ საკითხებს მოიცავდა: კარიერის დაგეგმვა, საკუთარი შესაძლებლობების და უნარების შეფასება, CV-ის ფორმების გაცნობა, საქმიანი ეტიკეტის ნორმები და მათი მიზნობრივი გამოყენება.
პროექტის იდეის ჩამოყალიბება, მიზნები, ამოცანები, აქტივობები, დაწერის ტექნოლოგიები...
მონაწილეებმა ტრენინგს მნიშვნელოვანი უწოდეს და შემდეგი მოსაზრებები გამოთქვეს:
- საჭირო და მნიშვნელოვანი თემები განვიხილეთ: როგორ შეიძლება საკუთარი თავის წარმოჩენა, გავეცანით პროექტის წერის ტექნოლოგიებს, ეს ყველაფერი პრაქტიკაში გამოგვადგება.
- იმედი მაქვს, დემოკრატიის სკოლა მოგვცემს საშუალებას, უფრო მაღალ საფეხურზე ავიდეთ და ლიდერისათვის საჭირო უნარები განვავითაროთ. გასული წელი განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა. დარწმუნებული ვარ, დემოკრატიის სკოლაც ასეთივე საინტერესო იქნება.
პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით. |
|

|
ფონდი „სოხუმის" ოფისში, პროექტის SIDA 508-665 (DRS) ფარგლებში ჩატარდა პირველი ტრენინგი პროგრამით „ადვოკატირება და სამოქმედო გეგმის დასახვა".
ტრენინგი იყო ერთდღიანი, ტრენერი - ინგა მაღლაფერიძე.
ესწრებოდნენ დევნილები ხუთი სხვადასხვა კოლექტიური ცენტრიდან, აბრეშუმკომბინატის საერთო საცხოვრებელი; ფიზიკა-მათემატიკური ლიცეუმი; ბაგა-ბაღი №45; ბაგა-ბაღი №30; სამთო კოლეჯი; ელ.ტექნიკის ლიცეუმი; სასტუმრო „თბილისი"; სამხედრო ლიცეუმი; სულ 26 ადამიანი, აქედან 20 ქალი, ექვსი - მამაკაცი.
ტრენინგის ბოლოს მონაწილეთა მიერ ფორმირებული იქნა 15 მესიჯი, საერთო პრობლემებიდან გამომდინარე.
|
|
 |
ფონდი „სოხუმის" მიერ ლიდერთა სკოლისთვის შესარჩევი ტრენინგი სოფელ ხურჩაში (აფხაზეთის მოსაზღვრე სოფელი) ჩატარდა.
გოგონები ინტერესით გაეცნენ ორდღიან პროგრამას, რომელიც სხვადასხვა თემებს ითვალისწინებდა: ქალთა ლიდერობა, კონფლიქტები, კომუნიკაცია და მართვა...
ტრენინგის შეჯამებისას დააფიქსირეს, რომ მსგავსი ტრენინგები საუკეთესო საშუალებაა იმისათვის, რომ დაეუფლონ დისკუსიაში ჩართვის, საკუთარი აზრის დაფიქსირების ტექნიკას.
პროექტის მიხედვით ეს ბოლო მე-6 შესარჩევი ტრენინგია.
ჩატარებული თითო ტრენინგიდან აპრილის ბოლოს, ოთხ-ოთხი აქტიური გოგონა შეირჩევა, რომლებიც შემდგომ ლიდერთა სკოლაში გააგრძელებენ სწავლას.
პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით. |
|
 |
ლიდერთა სკოლისთვის შესარჩევი ტრენინგები გრძელდება. ქუთაისში გოგონათა ახალი ჯგუფი შეიკრიბა. ორდღიან ტრენინგზე მათ განსაკუთრებული აქტიურობა გამოიჩინეს. ტრენერთა აზრით, მონაწილეთა ხარისხი იმდენად მაღალი იყო, რომ მათ შორის საუკეთესოების შერჩევა ოდნავ რთული იქნება. ისინი, რომლებიც სკოლის მიღმა დარჩებიან, ფონდი „სოხუმის" სხვადასხვა პროგრამებში გადანაწილდებიან.
გოგონები მიიჩნევენ, რომ ტრენინგზე მიღებული ინფორმაციები ქალთა ლიდერობასთან, კონფლიქტთან დაკავშირებით მათთვის მნიშვნელოვანია. კარგადა აქვთ გაცნობიერებული, რომ ლიდერთა სკოლაში ყველა ვერ მოხვდება, მაგრამ ის უნარ-ჩვევები, რომელიც ტრენინგზე გამოუმუშავდათ საკუთარი თავის წარმოჩენაში და შესაძლებლობების რეალიზებაში დაეხმარებათ. |
|
 |
ფონდი „სოხუმის" ტრენერთა ჯგუფი, წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრში სამი დღის განმავლობაში მუშაობდა ისეთ თემაზე, როგორიცაა „ოჯახური ძალადობის პრევენცია".
საგანგებოდ შერჩეულმა აუდიტორიამ, რომელიც შედგებოდა პედაგოგების, მშობლების, სკოლის მოსწავლეების, სტუდენტების და მედიცინის მუშაკებისაგან, ტრენინგის მუშაობა საინტერესო გახადა და ხელი შეუწყო ოჯახური ძალადობის პრობლემის სხვადასხვა პოზიციიდან დანახვას და განხილვას.
შეკრებილებმა დიდი ინტერესით მოისმინეს ძალადობის პრობლემის იურიდიული ასპექტები. ერთად იფიქრეს გამოსავალზე და ძალადობის პრობლემის მოგვარების მექანიზმებზე.
მონაწილეთა სიტყვით, ბევრი ახალი, სასარგებლო ინფორმაციები მიიღეს, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენებენ.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |
| « 1 2 ... 8 9 10 11 12 ... 14 15 » |
|
| კალენდარი |
| « დეკემბერი 2025 » |
| ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | | 29 | 30 | 31 | |
| სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|