ხუთშაბათი, 25.04.2024, 17:47
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » ტრენინგ-სემინარები

11-12 მარტს ლიდერ გოგონათა სკოლისთვის შესარჩევი ტრენინგი წყალტუბოს ჯგუფთან ჩატარდა. მონაწილეთა დიდი ნაწილი პირველად ესწრებოდა მსგავსი ტიპის ღონისძიებას, მათთვის ახალი იყო ტრენინგის სპეციფიკა, თუმცა ამას მუშაობისთვის ხელი არ შეუშლია. დაძაბულობა მალევე განიმუხტა და გოგონები აქტიურად ჩაერთნენ მუშაობაში.
 - ძალიან საინტერესო თემები განვიხილეთ. არასოდეს მქონია საშუალება საკუთარი აზრი გამომეთქვა ქალთა ლიდერობასთან, კონფლიქტთან, კომუნიკაციასთან დაკავშირებით. სხვა მონაწილეებსაც სიამოვნებით მოვუსმინე. ვერ წარმოვიდგენდი თუ ყველაფერი ასე საინტერესოდ ჩაივლიდა.
 - მივდივარ საინტერესო ემოციით დატვირთული. ვფიქრობ, მოვახერხე საკუთარ თავის წარმოჩენა. დარწმუნებული ვარ, ამ წუთას, ტრენინგის ყველა მონაწილე ოცნებობს, რომ მოხვდეს ლიდერთა სკოლაში. რადგან ეს სკოლა საუკეთესო საშუალება იქნება საკუთარი  შესაძლებლობების რეალიზებისა და საზოგადოებაში თვითდამკვიდრებისათვის.
 ანალოგიური შეფასებები ჰქონდათ ტრენინგის დანარჩენ მონაწილეებსაც. ისინი  მზად არიან საშინაო დავალების შესასრულებლად: ოთხი დღის განმავლობაში უნდა წარმოადგინონ ესსე - „მინდა გავხდე ლიდერი, იმიტომ რომ...".
 აღნიშნული დავალება კიდევ ერთხელ გამოკვეთავს მათ მოტივაციას, მიზანს, რატომ სურთ ისწავლონ ლიდერთა სკოლაში.

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 1115 | დაამატა: moderatori | თარიღი: 12.03.2011





„საკუთარი აზრის გამოთქმა, დისკუსიაში ჩართვა ძალიან მიჭირს, ამ კუთხით ტრენინგმა ძალიან გამათამამა, უფრო თავისუფალი გავხდი."

„ლიდერთა სკოლაში მოხვედრა ძალიან მინდა, დარწმუნებული ვარ ბევრ საჭირო და მნიშვნელოვან თვისებებს შევიძენ, პიროვნულად გავიზრდები და საკუთარი თავის დამკვიდრებას შევძლებ საზოგადოებაში."

- ასეთი იყო იმ გოგონების  მოსაზრება, რომლებიც ლიდერთა სკოლის შესარჩევ ტრენინგზე მოხვდნენ. ტრენინგი სამტრედიაში, გამგეობის შენობაში გაიმართა.   

 პროგრამით გათვალისწინებული თემატიკა მონაწილეებისათვის საინტერესო აღმოჩნდა, მათი აზრით, ლიდერი ქალისა და ლიდერი მამაკაცის თვისებებს შორის ძნელია განსხვავება იპოვო, ამიტომაც ქალსაც უფლება აქვს აქტიურად იყოს ჩართული საქვეყნო საქმეებში.

ჯგუფი განსაკუთრებით გააქტიურდა პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულების დროს. როცა ფორუმ-თეატრის ელემენტების გამოყენებით წარმოადგინეს კონფლიქტის სცენები და იმსჯელეს კონფლიქტურ სიტუაციებში კომუნიკაციის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე.

მონაწილეები თვლიან, რომ არა აქვს მნიშვნელობა ვინ მოხვდება ლიდერთა სკოლაში, ორდღინი ტრენინგისგან მათ უკვე შეიძინეს ისეთი უნარ-ჩვევები, რომელიც საკუთარი თავის რეალიზებაში დაეხმარებათ.


კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 952 | დაამატა: moderatori | თარიღი: 05.03.2011


გრძელდება ლიდერ გოგონათა სკოლისთვის შესარჩევი ტრენინგები. 25-26 თებერვალს წყალტუბოში გამართულ ორდღიან ტრენინგს 15 გოგონა დაესწრო.

ქალთა ლიდერობის თემამ მონაწილეებში განსაკურებული ინტერესი გამოიწვია. მონაწილეებმა იმსჯელეს იმ ძირითად მიზეზებზე, რომელიც განაპირობებს ლიდერ ქალთა დეფიციტს საზოგადოებაში.

არანაკლებ საინტერესო იყო ინფორმაციები კონფლიქტზე, მის მიმდინარეობაზე, სხვადასხვა ფორმებზე. ფორუმ-თეატრის ელემენტების გამოყენებით მონაწილეებმა წარმოადგინეს სცენა, სადაც გამოჩნდა, რამდენად მნიშვნელოვანია კონფლიქტის მართვისას ეფექტური კომუნიკაციის გამოყენება.

 ტრენინგის შეფასებისას მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ  თბილი უშუალო გარემო შეიქმნა. მოეხსნათ ყოველგვარი კომპლექსები და  საშუალება ჰქონდათ, საკუთარი აზრი თემასთან დაკავშირებით თამამად გამოეთქვათ.   

 


კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 966 | დაამატა: moderatori | თარიღი: 26.02.2011

21-23 თებერვალ ფონდ „სოხუმში" გაიმართა სამდღიანი ტრენინგი  თემაზე: "ოჯახური ძალადობის პრევენცია". მონაწილეობას ღებულობდა შერეული ჯგუფი - სხვადასხვა  ასაკის, სქესისა და პროფესიის ადამიანები, ამან ტრენინგი ბევრად უფრო საინტერესო და პროდუქტული გახადა.

ამ დღეების განმავლობაში მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ ინფორმაციას ოჯახში ძალადობის საკითხზე, კომუნიკაციასა და კონფლიქტის თეორიაზე, მიეღოთ ფსიქოლოგისა და იურისტის  რჩევები, ხმამაღლა გამოეხატათ საკუთარი მოსაზრება.

მუშაობისას გამოყენებული იყო  სხვადასხვა სახის მეთოდები: სიტუაციური ამოცანები,    ჯგუფური თუ როლური სავარჯიშოები. განსაკუთრებული ინტერესი დაფიქსირდა ფორუმ-თეატრის ელემენტების მიმართ, როცა თავად ხდებოდნენ კონფლიქტის მონაწილენი, შეეძლოთ მისი შეჩერება და მართვა.

მონაწილეებმა სურვილი გამოხატეს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იქნეს ჩართული მსგავს ღონისძიებებში. ერთ-ერთმა მათგანმა აღნიშნა - "აქ მიღებული ცოდნის შემდეგ დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი თავის ცხოვრებას სხვანაირად შეხედავს და ეცდება, შეცვალოს იგი..."

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 1035 | დაამატა: admin | თარიღი: 23.02.2011

ქუთაისში, ფონდ „სოხუმში" ლიდერ გოგონათა სკოლისთვის შესარჩევი ტრენინგი დაიწყო.  მონაწილეობდა 15 გოგონა 16-დან 27 წლამდე. ორდღიანი ტრენინგის პროგრამა მოიცავდა შემდეგ საკითხებს: ქალთა ლიდერობა; კონფლიქტის არსი, ტიპები, კლასიფიკაცია; კომუნიკაცია; კონფლიქტის მართვა; თეორიულ მასალას თან ახლდა პრაქტიკული სავარჯიშოები.

მონაწილეთა შეფასებით ტრენინგზე კარგი სამუშაო ატმოსფერო შეიქმნა, ყველას ჰქონდა საკუთარი აზრის გამოთქმის, დისკუსიაში აქტიურად ჩართვის საშუალება.

დასასრულს მონაწილეებმა საშინაო დავალებაც მიიღეს: ოთხი დღის განმავლობაში უნდა წარმოადგინონ ესე - „მინდა გავხდე ლიდერი, იმიტომ რომ..."

მომდევნო შესარჩევი ტრენინგი გეგმის მიხედვით წყალტუბოში გაიმართება.

 

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.
კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 1056 | დაამატა: admin | თარიღი: 19.02.2011

- ლიდერთა სკოლამ გვასწავლა თვითშეფასება, საკუთარი შეცდომების აღიარება.

- ჩვენ უკვე ვიცით, რას ფიქრობენ ქალთა ლიდერობაზე ახალგაზრდები სენაკში, ფოთში, ხონში, ქუთაისში, რა პრობლემები აქვთ და რას აკეთებენ ამ პრობლემების მოსაგვარებლად.

 -  მთელი წლის განმავლობაში საკუთარ თავში ბევრი ცვლილება აღმოვაჩინე: გავიზარდე, თავისუფალი აზროვნება და საკუთარი აზრის თამამად გამოთქმა ვისწავლე.

- არაჩვეულებრივად იყო შერჩეული ტრენინგის თემატიკა, გვყავდა საუკეთესო ტრენერები,  პროდუქტიული და ნაყოფიერი მუშაობა გქონდა.

- ეს სიტყვები ლიდერ გოგონათა სკოლის ბოლო - გამოსაშვებ ტრენინგზე ისმოდა. ერთწლიანი პროგრამა დასრულდა. ამ ხნის განმავლობაში გოგონებმა მიღეს მნიშვნელოვანი თეორიული მასალები ქალთა ლიდერობაზე, ეფექტური კომუნიკაციის მეთოდებზე, პიარ-ტექნოლოგიების საფუძვლებზე, ზოგად მენეჯმენტზე...

დაეუფლნენ პრაქტიკულ მუშაობის მეთოდებს, ჩაატარეს სოციოლოგიური კვლევები საკუთარ ქალაქებში, ვორკშოპები, მრგვალი მაგიდები. აქტიური მონაწილეობა მიიღეს ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16-დღიან კამპანიაში.

ტრენინგის დასასრულს, მონაწილეებმა მიიღეს დიპლომი, იმის დასტურად, რომ ისინი  ერთი წლის განმავლობაში ნამდვილად სწავლობდნენ ფონდი „სოხუმის"ლიდერ გოგონათა სკოლაში.

 

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 1229 | დაამატა: moderatori | თარიღი: 27.12.2010

ფონდ „სოხუმში" სამდღიანი ტრენინგი გაიმართა თემაზე - მონიტორინგი და ადვოკატირება. მონაწილეობდნენ აქტიური დევნილი ქალები ხონიდან, წყალტუბოდან, ქუთაისიდან,  რომლებიც ამავე ქალაქებში ჩატარებული შესარჩევი ტრენინგებიდან იქნენ არჩეულნი. მონაწილეთა აზრით, ტრენინგი მნიშვნელოვანი იყო ინფორმაციული თვალსაზრისით:

- საინტერესო ინფორმაციები მივიღეთ ადგილობრივ თვითმმართველობაზე, გავეცანით ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებს, - ამის  ცოდნა თითოეული ჩვენთაგანისათვის მნიშვნელოვანია.

- სიტყვა მონიტორინგი არაერთხელ გამიგია, მაგრამ მისი არსი არ მესმოდა, ტრენინგზე მნიშვნელოვანი ინფორმაციები მივიღეთ რა არის მონიტორინგი, როგორ ხდება მისი დაგეგმვა. რა არის გენდერული ანალიზი. ჩვენ თვითონ ვმონაწილეობდით ამ პროცესებში პრაქტიკული სავარჯიშოებით.

ტრენერთა შეფასებით ჯგუფი აქტიურობით გამოირჩეოდა, ისინი შეძლებენ თეორიული მასალების პრაქტიკულად გამოყენებას,რაც მომავალში მონიტორინგის  ჩატარებას გულისხმობს.    

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 1153 | დაამატა: admin | თარიღი: 10.12.2010

« 1 2 ... 9 10 11 12 13 14 15 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0