ტრენინგი
- „ქალის თვალით დანახული მშვიდობიანი მომავალი" ქ.ბათუმში ჩატარდა. ტრენინგის მონაწილეები
16 ახალგაზრდა გოგონა - ფონდი „სოხუმის" დემოკრატიის სკოლის მოსწავლეები.
ტრენინგის
დროს მონაწილეები ცდილობდნენ კრეატიული ინოვაციური ხერხების გამოყენებით - ხატვით,
სკულპტურის შექმნით, როლური თამაშებით, არსებული სტერეოტიპების მსხვრევით და ახალი
ტერმინების გამოყენებით გამოეხატათ ქალთა ხედვა მშვიდობიანი მომავლის მშენებლობაში.
...
ქალის როლი ძალიან მნიშვნელოვანია, ქალთა ხმა აუცილებლად უნდა ისმოდეს კონფლიქტის მშვიდობიანი
დარეგულირების დროს. აუცილებელია რომ არ სამყაროში გვქონდეს ჩვენი
ხედვა, ჩამოვაყალიბოთ ისეთი მოდელი, რომელიც
ჩვენვე შეგვიძლია განვახორციელოთ ოფიციალური თუ სახალხო დიპლომატიის პროცესში - აღინიშნა
ტრენინგზე.
პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.
|