|
- ალბათ არ იქნება ხმამაღალი ნათქვამი, თუ ვიტყვი: ახალგაზრდები თავისუფალი აზროვნებით, ახალი იდეებით მოდიან, მათი გააქტიურება და ჩართვა სამშვიდობო საქმიანობაში დადებით შედეგებს გამოიღებს. სამდღიანმა ტრენინგმა ბევრ საკითხზე დამაფიქრა, საკუთარი მოვალეობები შემახსენა. ჩვენ უნდა ვიპოვოთ ახალი გზები და საშუალებები აფხაზებთან დასაკავშირებლად, ნდობის აღსადგენად - ამ მოსაზრებით ტრენინგის მონაწილეთა საერთო განწყობა დააფიქსირა ერთ-ერთმა მონაწილემ თამარ სუბელიანმა.
პროექტის ფარგლებში ეს უკვე ბოლო შესარჩევი ტრენინგია. იგი ქუთაისში, დევნილი სტუდენტებისათვის ჩატარდა. ახალგაზრდებმა კარგად იციან რისთვის მოვიდნენ ამ ტრენინგზე. უმრავლესობას დიდი სურვილი აქვს მოხვდეს ლიდერთა სკოლაში, რადგან ამით შესაძლებლობა ექნებათ ჩამოყალიბდნენ ლიდერებად, რათა შემდეგ აქტიურად ჩაერთონ ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში.
პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით. |
|
|
„ეს დღეები ყოველთვის მემახსოვრება, პირველად ვიგრძენი თავი ასე თავისუფლად და მომინდა, მესაუბრა ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა ოჯახური კონფლიქტები, მსხვერპლისა და მოძალადის ფსიქოლოგია."
„კარგი იქნება თუ მსგავსი ტრენინგები უფრო მასიურად ჩატარდება, რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა განიხილავდეს იმ საკითხებს, რომელიც ტრენინგზე დაისვა."
დაახლოებით ასეთი იყო იმ ადამიანების შეფასება, რომლებიც სენაკში, ქალთა მხარდაჭერის ცენტრში გამართულ სამდღიან ტრენინგში იღებდნენ მონაწილეობას.
მუშაობისას გამოყენებული იყო სხვადასხვა სახის მეთოდები: სიტუაციური ამოცანები, ჯგუფური თუ როლური სავარჯიშოები.
საგანგებოდ შერჩეულმა აუდიტორიამ, რომელიც შედგებოდა პედაგოგების, იურისტების, მშობლებისა და სკოლის მოსწავლეებისაგან, მუშაობა საინტერესო გახადა და ხელი შეუწყო ოჯახური ძალადობის პრობლემის სხვადასხვა პოზიციიდან განხილვას.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |
|
|
„ჩართულობა თანამშრომლობის გზით" - რას მოიაზრებს არსებული სახელმწიფო სტრატეგია. რამდენად იქნება იგი მოქმედი და მისაღები აფხაზი და ოსური მხარისათვის, როგორია ქალთა ხედვა ცალკეული პუნქტებისადმი, რომელი იქნება პრიორიტეტული სფერო სამოქმედო გეგმაში , რომელიც შემდგომში თანამშრომლობის დასაწყისად შეიძლება იქცეს - ამ და სხვა საკითხებზე მიმდინარეობდა მსჯელობა ბათუმში გამართულ სამდღიან ტრენინგ-სემინარზე. მასში მონაწილეობდნენ ფონდი „სოხუმის" ტრენერები, პროექტის ასისტენტები, ლიდერი გოგონები.
მონაწილეთა უმრავლესობა ზედაპირულად იცნობდა აღნიშნულ დოკუმენტს, მისმა განხილვამ ცალკეულ პუნქტებად ინფორმირებულობის ხარისხი მნიშვნელოვნად გაზარდა, რაც შემდგომ ჯგუფური მუშაობისა და პრეზენტაციების დროს კარგად გამოჩნდა.
მონაწილე ახალგაზრდების შეფასებით, ტრენინგი პროდუქტიული იყო. ისინი თვლიან, რომ მათ კარგი სამუშაო პირობები ჰქონდათ საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად.
აღნიშნული ტრენინგი არანაკლებ საინტერესო გამოდგა მონაწილეთა იმ ნაწილისათვის, რომლებიც სტრატეგიას კარგად იცნობდა. მათი აზრით, გასაკუთრებით საინტერესო იყო დოკუმენტის განხილვა ქალთა თვალთახედვით, რადგან სტრატეგიაშიაში გენდერული საკითხები ნაკლებად არის გათვალისწინებული.
ტრენერთა შეფასებით, ტრენინგმა მიაღწია მთავარ მიზანს. სირთულის მიუხედავად, ბევრი საინტერესო, ახალი ხედვა დაფიქსირდა.
პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით. |
|
|
ფონდი "სოხუმის” ტრენერთა ჯგუფმა ფოთში, ორგანიზაციის მიერ გახსნილ ქალთა მხარდაჭერის ცენტრში, მორიგი საგანმანათლებლო ტრენინგ- სემინარი ჩაატარა. თემა - ოჯახში ძალადობის პრევენცია.
სამიზნე ჯგუფს ძირითადად ფოთში მცხოვრები დევნილები წარმოადგენდნენ.
სამი დღის განმავლობაში საინტერესო და ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა, რომლის დროსაც მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, სხვადასხვა საგანმანათლებლო ბლოკებში მიეღოთ ინფორმაცია ოჯახში ძალადობის საკითხზე, კომუნიკაციასა და კონფლიქტის თეორიაზე, მიეღოთ ფსიქოლოგისა და იურისტის კვალიფიციური რჩევები. ამასთან, გაეზიარებინათ ერთმანეთისათვის საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილება, ჯანსაღი კომუნიკაციისა და ჰარმონიული ურთიერთობების შესახებ წარმოდგენები.
"სასიამოვნოა, რომ გვაქვს საშუალება, გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი აზრები. გავაანალიზოთ, გადავაფასოთ ბევრი რამ, რაც აქამდე ძალიან მნიშვნელოვანი, ან პირიქით, სულ უმნიშვნელო გვეგონა”...
"ბევრი ქალი ვიცი, რომელიც მსგავსი შეხვედრების შემდეგ სხვა თვალით შეხედავდა თავის ცხოვრებას, აუცილებლად შეეცდებოდა რაიმეს შეცვლას”...
ბენეფიციარებმა სურვილი გამოხატეს, გაგრძელდეს თანამშრომლობა ფონდთან, მეტი ადამიანი იქნეს ჩართული მსგავს ღონისძიებებში.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.
|
|
|
ფონდი "სოხუმის" ინიციატივით ბათუმში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ტრენინგი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა ბათუმიდან, ოზურგეთიდან, წყალტუბოდან, ქუთაისიდან, ზუგდიდიდან, ხონიდან, ხობიდან, ფოთიდან (თითო კლუბიდან ორ-ორი წარმომადგენელი).
ტრენინგის თემა იყო „ქალების მომზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად".
რა არის ის განსაკუთრებული თვისებები, რითაც გამოირჩევიან ქალი-ლიდერები მამაკაცი ლიდერებისგან, რა ქმნის ქალთა სოლიდარობის დეფიციტს, რატომ არ ირჩევენ ქალ- კანდიდატებს? - სამუშაო დღე ამ საკითხების განხილვით დაიწყო და მის განხილვაში მთელი ჯგუფი აქტიურად ჩაერთო.
მომდევნო დღე მთლიანად დაეთმო საარჩევნო კანონმდებლობის განხილვას და ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონის გარჩევას.
ბოლო დღეს კი მონაწილეებმა ვორკშოპის მოდულზე იმუშავეს.
მონაწილეებმა სამდღიან მუშაობას პროდუქტიული უწოდეს:
- საინტერესო მუშაობა გამოგვივიდა,ქალთა ლიდერობის თემას სხვადასხვა კუთხით შევხედეთ და ბევრი რამ ხელახლა გავაცნობიერეთ.
- საარჩევნო კანონში ბევრი საინტერესო ცვლილებაა შესული, კანონების ცოდნა დაგვეხმარება ნებისმიერ საკითხში კვალიფიციურები ვიყოთ, აქტიურად ჩავერთოთ საარჩევნო პროცესებში.
პროექტის მიხედვით მონაწილეები ვორკ-შოპებს საკუთარ ქალაქებში ჩაატარებენ. საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან იმუშავებენ და გააცნობენ კანონს ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ. ასევე საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED). |
|
|
19-20 მარტს ფოთში, ქალთა მხარდჭერის ცენტრში ფონდი „სოხუმმა" შესარჩევი ტრენინგი ჩატარდა თემაზე: ეფექტური ურთიერთობა და კონფლიქტის მართვა.
ტრენინგს ესწრებოდა 15 დევნილი გოგონა.
მონაწილეებმა დასაწყისშივე აღნიშნეს, რომ ინტერესით ელოდებიან აღნიშნული თემის განხილვას. მუშაობის პროცესში გამოავლინეს ლიდერული უნარ-ჩვევები და სურვილი, აქტიური მონაწილეობა მიიღონ სამშვიდობო საქმიანობაში.
- ტრენინგმა მოგვცა საშუალება რეალიზება გაგვეკეთვებინა ჩვენი შესაძლებლობებისთვის, ხმამაღლა გამოგვეთქვა მოსაზრებები თითოეული საკითხის ირგვლივ.- ასე შეაფასეს სამდღიანი მუშაობა ტრენინგის მონაწილეებმა.
პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით. |
|
|
ფონდი „სოხუმი" აგრძელებს ლიდერ გოგონათა სკოლისათვის შესარჩევ ტრენინგებს. მორიგი სამდღიანი ტრენინგი სენაკში, ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარდა.
ახალგაზრდა ქალები აქტიურად ჩაერთნენ სატრენინგო პროგრამაში, რომელიც სხვადასხვა თემებს მოიცავდა: ქალთა ლიდერობა, კონფლიქტის არსი და მისი ანალიზი, კომუნიკაცია.
მონაწილეები მიიჩნევენ, რომ სამი დღის განმავლობაში მათ საშუალება ჰქონდათ თავისი მოსაზრება გამოეთქვათ და აქტიურად ჩართულიყვნენ თითოეული საკითხის გარჩევაში.
- განსაკუთრებით მომეწონა კონფლიქტის ანალიზი, პრველად დავფიქრდი იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სწორი, ეფექტური კომუნიკაცია კონფლიქტის დარეგულირებისას,
- მილანა ფუტკარაძე.
- ტრენინგზე ყველანაირი კომპლექსები მომეხსნა, საკუთარი აზრის თამამად გამოთქმის საშუალება მომეცა. ლიდერობის ამბიცია გამიჩნდა, ვფიქრობ, ეს ძალიან კარგია - ფიქრია ჭილაია.
როგორც ტრენერები აღნიშნავენ, იმდენად საინტერესო ჯგუფი შეიკრიბა, რომ მათ შორის ლიდერთა სკოლისთვის ოთხი საუკეთესოს შერჩევა ცოტა რთული იქნება. მაგრამ თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და გოგონებს საშუალება ექნებათ ფონდი „სოხუმის" მიერ გამართულ სხვადასხვა ღონისძიებებში აქტიურად ჩაერთონ.
პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით. |
| |