შაბათი, 27.04.2024, 06:04
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » ტრენინგ-სემინარები

 

ფონდი „სოხუმის" ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორთა და მოხალისეთა ინსტიტუციონალური ზრდისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებთან მუშაობის  მეტი ეფექტურობისათვის ქუთაისში, 9-10 ნოემბერს  ჩატარდა ტრენინგი თემაზე „სოციალური ადვოკაცია და ძალადობის მსხვერპლთან მუშაობა".

ტრენინგის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს ცენტრის ამოცანები,  მისი სოციალური ფუნქცია და ადგილი საზოგადოებრივ სივრცეში,ინტერაქტიურ დისკუსიებში  ხაზი  გაესვა არა მარტო საინფორმაციო-საგანმანათლებლო  საქმიანობის, არამედ  უშუალოდ ძალადობის შემთხვევების მონიტორინგის, მსხვერპლებთან  მუშაობის, მათთვის ფსიქოლოგიური და იურიდიული მომსახურების  სერვისების გაწევისა და შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას. 

განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა ძალადობის მსხვერპლის ინტერვიურების საკითხს, რომელიც შესაბამის სიფაქიზესა და პროფესიონალიზმს, პრობლემის არსში წვდომის უნარს მოითხოვს, ამიტომ ამ საკითხს ტრენინგის მონაწილეები განსაკუთრებული სერიოზულობით მოეკიდნენ და ე.წ. „ინტერვიუირების ოქროს წესებიც"   ჩამოაყალიბეს.   

„სასიამოვნოა იმის აღქმა, რომ ყოველი ახალი ტრენინგი ერთი მხრივ, სისტემატიზირებას უკეთებს, აჯამებს ჩვენს მუშაობას, მეორე მხრივ კი თვისობრივად ახალ საფეხურზე გადაჰყავს ჩვენი საქმიანობა".

„სხვებთან შედარებით ახალბედები ვართ, მაგრამ თამამად ვიტყვით, რომ კარგად გვაქვს გააზრებული ჩვენი როლი და ძალიან ბევრი რამის გაკეთების სურვილი გვაქვს, რადგანაც აშკარად ვხედავთ პრობლემებს და გვინდა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ მის მოგვარებაში".

„როდესაც ცენტრის სტაჟიორი გავხდი, ბოლომდე არ მესმოდა, რა უნდა მეკეთებინა, რა შემეძლო. ახლა ვხედავ ჩემს შესაძლებლობებს, რაც მთავარია, უზარმაზარ მოტივაციას ვგრძნობ. მიხარია, რომ ამ გუნდში მიწევს მუშაობა. განცვიფრებული დავრჩი მათი ინფორმირებულობით და პროფესიონალიზმით".

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 850 | დაამატა: admin | თარიღი: 10.11.2012

- დროული და მნიშვნელოვანი იყო ეფექტური კომუნიკაციის თემა, რადგან წინ ბევრი სამუშაო გველის.

- ტრენინგიდან მიღებული ინფორმაცია იმდენად კონკრეტული და ამომწურავი იყო, რომ შეკითხვების დასმა არც მჭირდებოდა.

- დღეიდან დიდ ყურადღებას მივაქცევთ ჟესტიკულაციას, დავხვეწთ მეტყველებას.

-  იმიტირებულმა ქართულ-აფხაზურმა მოლაპარაკებამ აფხაზეთში დაბრუნების რწმენა შემმატა. სურვილი გამიჩნდა სამშვიდობო პროცესებში აქტიურად ჩავერთო.

ასეთი შეფასებები გამოთქვეს სამდღიანი ტრენინგის დასასრულს ლიდერ გოგონათა სკოლის წევრებმა.

ტრენინგი თემაზე: „ეფექტური კომუნიკაცია - მოლაპარაკებების პროცესი"  7-9 სექტემბერს ქობულეთში ჩატარდა, მასში 24-მა გოგონამ მიიღო მონაწილეობა.

ტრენერთა შეფასებით, ტრენინგის თემატიკა ოპტიმალურად იყო შერჩეული, რამაც ჯგუფის წევრებს საშუალება მისცა, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიეღოთ აღნიშნული თემის გარშემო. მათი აზრით ჯგუფი მოტივირებული და ცოდნაზე ორიენტირებული იყო, რაც წარმატების საწინდარია.

სამდღიანი აქტიური მუშაობა იძლევა იმის საფუძველს, სკოლის წევრები მიღებულ ცოდნას  ეფექტურად გამოიყენებენ და პრაქტიკაში დანერგავენ.

 

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით


კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 812 | დაამატა: admin | თარიღი: 09.09.2012



. ბორჯომში, სასტუმრო "ბორჯომის ხეობაშიჩატარდა სამდღიანი ტრენინგი თემაზე "პრევენციული სტრატეგიები ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ”. ტრენინგს ესწრებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის, განათლების რესურს ცენტრების და სოციალური სამსახურის წარმომადგენლები ქუთაისიდან, ფოთიდან, ზუგდიდიდან, სენაკიდან, წყალტუბოდან, ხონიდან

ტრენინგზე განხილული იყო შემდეგი თემები: გენდერული თანასწორობა, სტერეოტიპები, ოჯახში ძალადობა და მის წინააღმდეგ მოქმედი მექანიზმები საქართველოს კანონდებლობის მიხედვით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის რეფერალური მექანიზმები, გენდერული ძალადობა,  ოჯახური ძალადობის დეფინიცია და ფორმები, მიზეზები და რისკ ფაქტორების განსაზღვრა, ინსტიტუციური თანამშრომლობის მოდელი. 

მონაწილეები აქტიური და პროდუქტიული მუშაობის შედეგად შემუშავდა ორიგინალური კონცეფციების მოდელები თითოეული ქალაქისათვის, რაც საფუძვლად დაედება ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის  სამომავლო სტრატეგიებ.  

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.


კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 899 | დაამატა: admin | თარიღი: 01.07.2012

 

7 – 25 მაისს, SIDA- საერთაშორისო ტრენინგი ჩატარდა შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში თემაზე: რეზოლუცია 1325 -   ქალი, მშვიდობა და უსაფრთხოება".

ტრენინგზე წარმოდგენილი იყო კონფლიქტით დაზარალებული ქვეყნები: ლიბერია, სამხრეთ სუდანი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა,  კოლუმბია და საქართველო. 26 მონაწილეს შორის წარმოდგენილი იყო ფონდი „სოხუმის" წარმომადგენელი მირანდა გვანცელაძე.

Indevelop-ისა და Kvinna till Kvinna-ს ერთობლივი  ღონისძიება, რომელშიც ჩართულები იყვნენ   „ქალი, მშვიდობ და უსაფრთხოება"   სფეროში მოღვაწე მეცნიერები და პრაქტიკოსები,   სხვადასხვა საერთაშორისო და ეროვნულ პერსპექტივებს აერთიანებდა და მონაწილეებს შორის გამოცდილების გაზიარებაზე იყო ორიენტირებული.

თეორიული საკითხები: რეზოლუცია 1325-ის განხორციელების მნიშვნელობა, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა, ადამიანის უფლებები და გენდერული სამართალი, გენდერული ძალადობა (გამოცდილება შვედეთის პოლიციიდან), ადვოკატირება, სოციალური მედია და ა.შ.

საინტერესო იყო პროექტის მენეჯმენტზე მუშაობა. მონაწილეებს საშუალება ქონდათ შეემუშავებიათ  რეზოლუცია 1325-თან დაკავშირებული საკუთარი პროექტი, რომელსაც განავითარებენ ტრენინგის შემდგომ პერიოდში და მიღებულ შედეგებ  ნოემბერში, კოლუმბიაში დაგეგმილ ერთობლივ შეხვედრაზე წარადგენენ.

და ბოლოს, ტრენინგის განსაკუთრებული მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ იგი ხელს უწყობს ცნობიერების ამაღლებას გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობაზე, ეროვნული და საერთაშორისო ქსელების ჩამოყალიბებას გაეროს რეზოლუცია 1325-ზე და ახალი მეთოდების შემუშავებას რეზოლუციის პრაქტიკაში განსახორციელებლად.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 905 | დაამატა: admin | თარიღი: 25.05.2012

 

· ინტერნეტით დავუმეგობრდები აფხაზ თანატოლებს

· მე შემიძლია აფხაზი გოგონა ჩამოვიყვანო შემდეგ შეხვედრაზე

· ქართველი ბავშვების გაკეთებულ სათამაშოებს და ნახატებს გავუგზავნი აფხაზ ბავშვებს

· შემიძლია აფხაზეთში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობა

· ენგურის ხიდთან მოვაწყობ სამშვიდობო აქციას

 

კიდევ სხვა მრავალი კონკრეტული წინადადება გაისმა ტრენინგის ბოლო დღეს. ახალგაზრდა ლიდერთა სკოლის მონაწილეებმა სამშვიდობო პროცესში აქტიური ჩართვის დიდი სურვილი გამოხატეს. ყოველივე ეს განაპირობა სამდღიანმა ტრენინგმა თემაზე „კონფლიქტი და მშვიდობა", რომელიც ჩატარდა ბათუმში, სასტუმრო „დუტაში",  11-13 მაისს.

მონაწილეები დაინტერესდნენ კონფლიქტის თეორიით, ანალიზით და მისი მოგვარების გზებით. მეორე სამუშაო დღის შემდეგ ისინი დაესწრნენ ბათუმის დრამატული თეატრის სპექტაკლს „ბოლო გაჩერება". სპექტაკლში წარმოდგენილ სხვადასხვა სახის კონფლიქტს გოგონებმა ტრენინგზე მიღებული ცოდნის პრიზმაში შეხედეს და მესამე დღეს, რეფლექსიისას, ემოციებს ვერ ფარავდნენ საზოგადოების მხრიდან გამოვლენილი გულგრილობის გამო. ისინი აღიშნავდნენ: კონფლიქტს ესკალაციის საშუალება არ უნდა მივცეთ; კონფლიქტის მართვა არ არის ძნელი და ეს ყველას შეუძლია; როცა საზოგადოება ერთად დადგება და სოლიდარულია, შეძლებს კონფლიქტის დარეგულირებას; კონფლიქტის მოგვარებაზე მაშინაც უნდა ვიზრუნოთ, როცა ის პირადად არ გვეხება...

მონაწილეთა უმრავლესობა საკმაოდ კარგად ფლობდა ინფორმაციას ქართულ-აფხაზური კონფლიქტის საკითხებზე, ამან გააადვილა საკითხის აღქმა და ნიადაგი შექმნა მესამე სამუშაო დღისათვის, რომელიც მიეძღვნა თემას „მშვიდობა და მშვიდობისმყოფელობა". აქცენტი გაკეთდა ქალთა სამშვიდობო როლზე, ფონდი „სოხუმის" პუბლიკაციაზე „ქალები მშვიდობის ძიებაში". მონაწილეებმა შეიმუშავეს სამოქმედო გეგმები თავიანთი სამშვიდობო ინიციატივების გათვალისწინებით.

გოგონების სამშვიდობო განწყობა მოტივირებული და იმედის მომცემია... ისინი ტრენინგზე მიღებულ ცოდნას არა მარტო თვითონ გამოიყენებენ, არამედ სხვებსაც გადასცემენ -  ვორკშოპებს ჩაატარებენ ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, ფოთში, სენაკში, ხურჩაში და შეეცდებიან ახალი სამშვიდობო ინიციატივების მოძიებას.

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 982 | დაამატა: admin | თარიღი: 13.05.2012

ფონდ „სოხუმში" ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მოდერატორებისათვის. ტრენინგის თემა იყო „პროექტების შედგენა და ადვოკატირება".

ტრენინგს ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის, ფოთის და ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრების თერთმეტი მოდერატორი ესწრებოდა. ტრენინგის პირველი დღე დაეთმო პროექტების შემუშავებას (პროექტის ციკლი, ძირითადი ეტაპები, მისია, მიზანი, ტიპიური პროექტის სტრუქტურა და სხვა.), ხოლო მეორე - სამოქალაქო ინტერესების ადვოკატირებას (ადვოკატირების უნარ-ჩვევების დაუფლება: პრობლემის დასმა, ინფორმაციის მოპოვება, მიზნის დასახვა, შემოწმების მექანიზმები...) და ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის საკითხებს.

ტრენინგის მსვლელობისას მოსახლეობის მრავალი პრობლემა გამოიკვეთა (მაგალითად, ხურჩასა და ნაბაკევში მცხოვრებ პენსიონრებს ძალიან უჭირთ ზუგდიდში პენსიების ასაღებად გადასვლა. ისინი ხურჩაში „ლიბერთი ბანკის" ბანკომატის გახსნას ან თანხის ადგილზე მიტანას ითხოვენ.

ტრენინგზე ჩატარებულმა რეფლექსიამ აჩვენა, რომ მონაწილეთა უმრავლესობა მზადაა პროექტებზე დამოუკიდებლად მუშაობისა და ადვოკატირების ეფექტური სტრატეგიის შესამუშავებლად.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 822 | დაამატა: admin | თარიღი: 25.04.2012

თექვსმეტიდან თვრამეტი მარტის ჩათვლით  ფონდ „სოხუმში" ჩატარდა ლიდერ გოგონათა  პირველი ტრენინგი, რომლის თემა იყო: „ეფექტური ლიდერობა" („ლიდერობა და კომუნიკაცია", „ლიდერი და ჯგუფი", „ლიდერის გენდერული თავისებურებანი", „ კონფლიქტი და  კონფლიქტის მართვა").

19 ახალგაზრდა ტრენინგის სამივე დღეს მუშაობის პროცესში აქტიურად ჩაერთო.

ტრენინგის დასასრულს ფიდბეკმა აჩვენა, რომ გუნდურმა მუშაობამ ახლგაზრდებს თვითდაჯერებულობა შემატა. გოგონებს ტრენინგმა მისცა სტიმული, გახდნენ უფრო დამოუკიდებლები, იზრუნონ საკუთარი უფლებების დასაცავად:

- ვშიშობდი, რომ გუნდში მუშაობას ვერ შევძლებდი. მწვრთნელების მიერ შექმნილმა სამუშაო გარემომ და გოგონების უშუალობამ ეს კომპლექსი დამაძლევინა.

- ვგრძნობ დადებითი ენერგიის მოზღვავებას, რაც ძალას მმატებს იმისათვის, რომ დავაფიქსირო საკუთარი აზრი, შეხედულებები და ბრმად არ დავემორჩილო სხვათა გადადწყვეტილებებს.

-ტრენინგის თითოეულმა დღემ გვიჩვენა, როგორ გავიზარდეთ, - ამბობენ გოგონები. 

 

 

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 912 | დაამატა: admin | თარიღი: 18.03.2012

« 1 2 ... 5 6 7 8 9 ... 14 15 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0