კვირა, 24.11.2024, 01:42
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » ტრენინგ-სემინარები
 

ხონში, ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ლიდერთა სკოლისათვის შესარჩევი მორიგი ტრენინგი ჩატარდა. სამდღიან ტრენინგზე გოგონებს საშუალება ჰქონდათ გამოევლინათ საკუთარი შესაძლებლობები. პრაქტიკული სავარჯიშოების, როლური თამაშებისას კარგად გამოიკვეთა მათი ლიდერული უნარ-ჩვევები.

-  ბუნებრივია, ლიდერთა სკოლაში ყველა ვერ მოხვდება, მაგრამ თვითონ ტრენინგი კარგი სკოლაა იმისათვის, რომ საკუთარი შესაძლებლობები მოვსინჯოთ, გავაანალიზოთ რისი გაკეთება შეგვიძლია -აღნიშნავდნენ მონაწილეები.

ტრენინგი დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ლიდერთა სკოლისათვის ახალი სახეები შეირჩევა, რომლებიც მომავალში აქტიურ სამშვიდობო საქმიანობას გაშლიან ახალგაზრდებთან.    
 

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 1172 | დაამატა: admin | თარიღი: 01.03.2010

23-25 თებერვალს ფონდ „სოხუმში" სამდღიანი ტრენინგი გაიმართა თემაზე : ოჯახური ძალადობის პრევენცია", რომელშიც მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, სტუდენტები, უფროსკლასელები.

ოჯახი- როგორც სოციალური ინსტიტუტი; ოჯახის წევრთა ურთიერთობები; მოვალეობათა გადანაწილება; გენდერული სტერეოტიპები; კონფლიქტები ოჯახში, როგორც ძალადობის ერთ-ერთი ელემენტი.

ეს და სხვა თემები იყო ტრენინგზე განხილვის საგანი.

მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაციები ოჯახური ძალადობის საკითხებზე. დასახელდა არაერთი რეალური მაგალითი, როცა ქალი მსხვერპლად გვევლინება. მონაწილეთა აზრით, ამის მიზეზი ხშირად საკუთარი უფლებების არცოდნაა.

სტრესი, მისი სუბიექტური და ობიექტური მიზეზები; რა არის ფსიქოლოგიური ტრავმა, მისი გამოვლინებები; იმ ადამიანების ემოციები და გრძნობები, რომელთაც სტრესი გადაიტანეს;- ეს საკითხები ტრენინგის ბოლო ბლოკში იქნა განხილული.

მონაწილეთა სიტყვით, ბევრი ახალი, სასარგებლო ინფორმაციები მიიღეს, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენებენ.
 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 1459 | დაამატა: admin | თარიღი: 25.02.2010

ლიდერთა სკოლისათვის შესარჩევი ტრენინგები ამჯერად წყალტუბოში ჩატარდა. სამდღიან ტრენინგ-სემინაზე მონაწილე გოგონებმა ბევრი საინტერესო ინფორმაცია მიიღეს. ქალთა ლიდერობა, კონფლიქტის არსი, ტიპები, სახეები, კომუნიკაცია და მისი მნიშვნელობა.

 მუშაობის პროცესში გამოყენებული იყო სხვადასხვა მეთოდები, ჯგუფური სავარჯიშოები, სიტუაციური ამოცანები, როლური თამაშები. გოგონებს საშუალება ჰქონდათ აქტიურად ჩართულიყვნენ დისკუსიებში და საკუთარი მოსაზრებები გამოეთქვათ აღნიშნული საკითხების გარშემო.

- უკვე ვოცნებობ იმაზე, რომ მოვხვდე ლიდერთა სკოლაში, ტრენინგზე კარგი გარემო შეიქმნა იმისათვის, რომ ყველას წარმოეჩინა საკუთარი თავი" - მარი კოპალიანი.

 ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს საშინაო დავალება მიეცათ. ერთ კვირაში უნდა წარმოადგინონ „ესსე" შემდეგ თემებზე: „მინდა გავხდე მშვიდობისმყოფელი", „მე ლიდერი ვარ".
 

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 1273 | დაამატა: admin | თარიღი: 22.02.2010

 

2010 წლიდან ფონდმა „სოხუმმა" დაიწყო მუშაობა პროექტზე   „ახალგაზრდა ლიდერ გოგონათა სკოლის ფორმირება და განვითარება საქართველოში დემოკრატიისა და სამშვიდობო პროცესებში მათი როლის გაზრდის მიზნით". პირველ ეტაპზე იმერეთის 6 ქალაქში (ქუთაისი, წყალტუბო, ვანი, ხონი, სამტრედია, ზესტაფონი)  დაგეგმილია შესარჩევი ტრენინგები. თითო ტრენინგიდან ოთხი საუკეთესო მონაწილე აირჩევა და სწორედ ისინი მოხვდებიან ლიდერთა სკოლაში (სულ 24 გოგონა).  

პირველი შესარჩევი ტრენინგი ქუთაისში გაიმართა. მონაწილეები გაეცნენ ქალთა ლიდერობის თემას, განიხილეს კონფლიქტის არსი, ტიპოლოგია,  კომუნიკაციის მნიშვნელობა.  

როგორც მწვრთნელები აღნიშნავენ, საუკეთესო ჯგუფი შეიკრიბა. მონაწილეთა უმრავლესობა გამოირჩევა ლიდერული თვისებებით, კომუნიკაციის უნარით. ტრენინგის ბოლოს გოგონებმა საშინაო დავალებაც მიიღეს: ერთი კვირის განმავლობაში უნდა წარმოადგინონ ესე თემაზე - "ქალი და მშვიდობა”. ნაშრომი ყოველ მონაწილეს თავისი პოზიციის გამოხატვის საშუალებას.

მომდევნო შესარჩევი ტრენინგი წყალტუბოში გაიმართება. 
 
პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.
კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 1301 | დაამატა: admin | თარიღი: 14.02.2010

9-11 თებერვლის ჩათვლით ფონდი „სოხუმის" თანამშრომლებისათვის სამდღიანი ტრენინგ-სემინარი ჩატარდა.

რა უდევს საფუძვლად მოძალადის აგრესიას; რას ემყარება ჯანსაღი პიროვნებათშორისი ურთიერთობები; რა არის სწორი კომუნიკაცია,  რომელი სტერეოტიპები არღვევს ოჯახურ ჰარმონიას; - ამ და სხვა საკითხების განხილვისას მონაწილეთა აქტიურობამ პიკს მიაღწია.

  განსაკუთრებული ინტერესი ფორუმ-თეატრის ელემენტების მიმართ დაფიქსირდა, როცა როლური თამაშებით ხდებოდა კონფლიქტის არსის, მისი ფაზების, სხვადასხვა ეტაპზე კონფლიქტის შეჩერებისა და მართვის უნარის გაცნობა.

ფსიქოლოგის ბლოკი მოძალადისა და მსხვერპლის ფსიქოლოგიის განსაზღვრას მიეძღვნა.  იურისტმა ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ კანონზე, მსხვერპლის დაცვის ღონისძიებებზე ისაუბრა და დამსწრეთა  შეკითხვებს უპასუხა.

ფონდელები სამდღიან მუშაობას პროდუქტიულს უწოდებენ:

- საშუალება მოგვეცა საკუთარი მოსაზრება ხმამაღლა გამოგვეხატა.

-  აქ იყვნენ ტრენერები, ასისტენტები, ერთმანეთის საქმიანობაც შევაფასეთ.

- სხვა კუთხით შევხედეთ განხილულ საკითხებს. გამოცდილება მომავალ საქმიანობაში დაგვეხმარება.

- ეს იყო ადრენალინი მომავალი მუშაობისათვის, ბოლომდე დავიხარჯეთ.
 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 1274 | დაამატა: admin | თარიღი: 11.02.2010

« 1 2 ... 13 14 15
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 49
სტუმარი: 49
მომხმარებელი: 0