პარასკევი, 29.03.2024, 01:45
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » ტრენინგ-სემინარები


ქუთაისის კოლექტიურ ცენტრ „ელექტროტექნიკურ ლიცეუმში" ჩატარებულ ტრენინგში მონაწილეობდა 11 ადამიანი ( ფირმა „ანკომსა" და ელექტროტექნიკურ ლიცეუმში ჩასახლებულ დევნილთა თემის მიერ არჩეული აქტიური ჯგუფები).

ტრენინგი ჩატარდა იმათთვის, რომელთა საცხოვრებელი შენობებიც არ არის რეაბილიტირებული.

 ტრენინგის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია თავიანთი კონსტიტუციური უფლებების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საცხოვრებელი ადგილის არჩევის უფლებაზე, რომელიც მეტად აქტუალური და პრობლემურია. ასევე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა საკითხები: დევნილთა დაუსაბუთებელი გამოსახლებისაგან დაცვა (გარანტიები, საშუალებები); კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაცია; საკუთრებაში გადაცემა.

აღინიშნა, რომ აუცილებელია უფლება-მოვალეობების გამიჯნვა და მიმართვის იერარქიის დაცვა, რათა დევნილებმა შეძლონ საკუთარი პრობლემის წამოჭრა, განხორციელება და  შესაბამის უწყებებში დაცვა.

ტრენინგის მონაწილეებს კითხვა-პასუხის რეჟიმში ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდათ.

 

 

  

 


კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 903 | დაამატა: moderatori | თარიღი: 25.01.2012


კოლექტიურ ცენტრ „ელექტროტექნიკურ ლიცეუმში” პროექტის "არარეაბილიტირებულ ობიექტებში მცხოვრებ იგპ-თა ინფორმირებულობა თავიანთი უფლებების შესახებ რეაბილიტაციის პროცესთან დაკავშირებით" ფარგლებში ადვოკატირებისა და ლობირების საკითხებზე ჩატარებულ ტრენინგში მონაწილეობდა ფირმა „ანკომსა" და ელექტროტექნიკურ ლიცეუმში ჩასახლებულ დევნილთაგან შერჩეული აქტიური ჯგუფი (11 ადამიანი).

ტრენინგის მიზანი იყო თემის მიერ საკუთარი პრობლემების ადვოკატირების შეასძლებლობების გაზრდა, ლობირება განსახლების საკითხთან დაკავშირებით, პრობლემათა იდენტიფიკაცია და მისი გადაჭრის გზების განსაზღვრა ადვოკატირების გზით, გზავნილების შემუშავება.

ჯგუფებთან მუშაობისას გამოიკვეთა პრობლემები: ბინების განაწილებისას უპირატესობის მინიჭების კრიტერიუმი; სარემონტო სამუშაოების დაწყებისა და დამთავრების განსაზღვრული ვადები; ქუთაისში მშენებარე ობიექტებზე დევნილთა დასაქმება; ერთ ოჯახში მცხოვრები  სხვადასხვა თაობის წარმომადგენელთა ცალ-ცალკე ბინით დაკმაყოფილება.

თემის აქტიური ჯგუფი მზად არის  ტრენინგის შედეგად მიღებული უნარ-ჩვევები და გამოცდილება გამოიყენოს საკუთარი და თემის პრობლემების ადვოკატირებისა და ლობირებისათვის.

 


კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 794 | დაამატა: moderatori | თარიღი: 24.01.2012

ფონდი „სოხუმის" ოფისში ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი  თემაზე -ადვოკატირება - სამოქალაქო ინტერესების დაცვის ეფექტური საშუალება". მასში მონაწილეობა  დასავლეთ საქართველოს რვა ქალაქის ამომრჩეველ ქალთა ლიგის ადვოკატირების ჯგუფების 24 წევრმა მიიღო. ტრენინგის მონაწილეთა შორის იყვნენ  სტუდენტები, პედაგოგები, ჟურნალისტები, აჯარო მოხელეები.

ტრენინგის პროგრამა მოიცავდა როგორც თეორიულ მასალას, ასევე პრაქტიკულ სავარჯიშოებს  ჯგუფებში.

მონაწილეები ადვოკატირების ცნებ, ეტაპებსა და ამ პროცესში განსახორციელებელი ეფექტური ქმედებების განსაზღვრის მეთოდებს გაეცნენ.

ქალაქების მიხედვით ჯგუფური მუშაობისას მონაწილეებმა დაასახელეს თითო პრობლემა და მის გადასაჭრელად სტრატეგია შეიმუშავეს. განსაკუთრებით საინტერესო იყო ჯგუფების პრეზენტაციების შემდეგ გამართული დისკუსიები.

ტრენინგის შედეგად მონაწილეებმა ადვოკატირებისთვის საჭირო ახალი უნარ-ჩვევები შეიძინეს,     სამომავლო ერთობლივი სამუშაოები დაგეგმეს და ერთმანეთს  გამოცდილება გაუზიარეს.
ტრენინგის მსვლელობა ტელეკომპანია „რიონმა" გააშუქა.
კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 1220 | დაამატა: admin | თარიღი: 18.01.2012

საახალწლოდ,  ფონდის ხელმძღვანელების ინიციატივით, აქტიურ ყოველდღიურ შრომაში ჩაბმული თანამშრომლებისთვის რეაბილიტაცია  მოეწყო.

ტრენინგი ჩაატარეს სპეციალურად მოწვეულმა ფსიქოლოგ-რეაბილიტოლოგებმა ინა აირაპეტიანმა და ხედა ომარხაჯიევამ (გროზნოს ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელები).

ტრავმის სიმპტომების გამოვლენა, დაძაბულობის მოხსნა, ემოციური წვის სინდრომი, ფსიქოკორექცია და ფსიქოთერაპია - ამ და უამრავ სხვა საკითხზე მუშაობდნენ ფონდელები ორი დღის განმავლობაში.

ემოციური იყო ყოველი სავარჯიშო, რადგანაც მათი მეშვეობით მონაწილეებმა ჩაიხედეს საკუთარ სულში, გრძნობებში, წარსულში და შეეცადნენ იმ რესურსების პოვნას, რომელთა დახმარებითაც უნდა შეძლონ გამკლავება ტკივილთან, სტრესთან, ავადმყოფობასთან, პრობლემებთან...

და შეძლონ სხვათა დახმარებაც, რადგანაც წინ ახალი, არანაკლებ დატვირთული და აქტიური წელიწადი ელოდებათ...

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 912 | დაამატა: admin | თარიღი: 24.12.2011


ფონდი „სოხუმის" მიერ  ნიჟნი ნოვგოროდიდან მოწვეულმა პარა-ფსიქოლოგებმა სამდღიანი ტრენინგი - „პარა-სპეციალისტების მომზადება რეგიონებში მუშაობისათვის" -  ჩაატარეს. ტრენინგში ქალთა მხარდაჭერის 6 ცენტრის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ტრენინგის მთავარი ამოცანა იყო ადგილობრივი პარა-სპეციალისტებისათვის  კონფლიქტის დარეგულირების უნარ-ჩვევების სწავლება, ურთიერთგაგების, პირველადი კონტაქტების უნარების განვითარება და ფორმირება.

 გაიმართა  ფსიქოლოგიური ტრენინგის თამაშები, სადაც ხელოვნური, მოთამაშეთა ინტერესების მაპროვოცირებელი კონფლიქტური სიტუაციები იქმნება.

ტრენინგზე განიხილეს შემდეგი თემები: ფსიქოლოგიური კონსულტირება, მითები ძალადობაზე, აქტიური მოსმენის ძირითადი ხერხები, კრიზისების ტიპები და მათზე  აქტიური რეაგირების გზები. 


კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 912 | დაამატა: moderatori | თარიღი: 13.12.2011

"მსგავსი ტრენინგ-სემინარის ჩატარება ხელისუფლების წარმომადგენელთათვის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელად შედეგზე ორიენტირებულია”.

"როგორც დეპუტატებს, ხშირად გვიწევს შეხება მსგავს პრობლემებთან და ვხედავთ, რომ ინფორმაციის გავრცელების და მსხვერპლის დაცვის რეალური მექანიზმების შექმნის  აუცილებლობა არსებობს”.

"აუცილებლად მიმაჩნია ტრენინგების ჩატარება პედაგოგებთან, სოციალურ მუშაკებთან და სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენლებთან, პროკურატურის და სასამართლოს მუშაკებთან”.

ტრენინგი  დასავლეთ საქართველოს თვითმმართველობის წარმომადგენლებთან 25-27 ნოემბერს ჩატარდა ქ. ბათუმში, სასტუმრო "დუტაში”, თემაზე "პრევენციული სტრატეგიები ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ”. ტრენინგს ესწრებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის 21 წარმომადგენელი ქუთაისიდან, ფოთიდან, ზუგდიდიდან, სენაკიდან, წყალტუბოდან, ხონიდან.  

ტრენინგის ჩატარება განაპირობა იმან, რომ ძალადობის პრობლემის მოგვარება წარმოუდგენელია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩართულობის გარეშე. ამიტომ საჭიროა გაჩნდეს შესაბამისი პოლიტიკა და მომზადდეს საკანონმდებლო ბაზა, რომელიც განაპირობებს მათ სრულფასოვან ჩართვას პრობლემის გადაწყვეტაში. ეს სულისკვეთება ტრენინგის მონაწილეთა შორისაც იგრძნობოდა. მათი პროდუქტიული მუშაობის შედეგად შემუშავდა ადგილობრივი თვითმმართველობის რეალობაზე მორგებული ორიგინალური კონცეფციების მოდელები, რაც ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის  სამომავლო სტრატეგიებს დაუდებს სათავეს

  

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 938 | დაამატა: admin | თარიღი: 27.11.2011


ქუთაისში, სასტუმრო "იმერში” ლიდერთა სკოლის პირველი და მეორე კურსის მონაწილეებს ტრენინგი ჩაუტარდათ თემაზე "ორგანიზაციული განვითარება”.

ტრენინგი დაიწყო ლიდერ ქალებთან შეხვედრით.

 "ეფექტური კომუნიკაცია. კონფლიქტები გუნდში და მისი გადაჭრის გზები”, - ამ თემის განხილვის შემდეგ ახალგაზრდები ჩაუფიქრდნენ საკუთარ ჩვევებს და მათი გაუმჯობესების აუცილებლობაც დაინახეს.

"ტრენინგიდან მიღებული ინფორმაცია იმდენად კონკრეტული და ამომწურავი იყო, რომ შეკითხვის დასმა არც მჭირდებოდა”, "სამი დღის განმავლობაში მიღებული ცოდნა დამეხმარება, როგორც 16-დღიანი კამპანიის დროს დაგეგმილი ღონისძიებების კარგად ჩატარებაში, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში”,  - ასეთია ირველკურსელთა მოსაზრებები.  

არასამთავრობო ორგანიზაციის მისიას, ფუნქციებს, ამოცანებს და პროექტის წერის სტრუქტურას დიდი მონდომებით გაეცნენ დემოკრატიის კურსის მონაწილეები.

"ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნის იდეა ჯერ კიდევ პირველ ტრენინგზე გაგვიჩნდა. ახლა მიღებული ცოდნა გამოგვადგება ჩვენი იდეის განხორციელებაში”, - ამბობენ გოგონები.

ტრენინგის მესამე დღეს ლიდერთა სკოლის ორივე კურსი ერთად შეიკრიბა, რათა ემსჯელათ კამპანიის დაგეგმვასა და ორგანიზაციაზე. შეხვედრა მეტად საინტერესო და ორიგინალური გამოდგა, რადგან გოგონებს ერთად მუშაობისა და გამოცდილების გაზიარების საშუალება მიეცათ.

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.


კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 1070 | დაამატა: moderatori | თარიღი: 13.11.2011

« 1 2 ... 6 7 8 9 10 ... 14 15 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0