ხუთშაბათი, 18.04.2024, 04:36
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » ტრენინგ-სემინარები

ლიდერი გოგონების შესარჩევად ფონდმა „სოხუმმა" მორიგი ტრენინგი ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩაატარა. მონაწილეები აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიებში, ინტერაქტიულ სავარჯიშოებსა თუ როლურ თამაშებში.

- ჩვენში გაიღვიძა ინტერესმა, უფრო მეტად ვიყოთ აქტიურები. დღევანდელმა დღემ საშუალება მოგვცა მოგვეხსნა კომპლექსები და საკუთარი თავი წარმოგვეჩინა.

- მართალია ლიდერთა სკოლაში ყველა ვერ მოხვდება, მაგრამ ის ინფორმაციები, რომელიც დღეს მივიღეთ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია: დისკუსიაში ჩართვის და საკუთარი აზრის გამოთქმის გამოცდილება შევიძინეთ.  - ასეთია მონაწილეთა შეფასება.

სულ მალე, ტრენინგიდან ოთხი მონაწილე ლიდერთა სკოლის წევრი გახდება. დანარჩენები სხვა ახალგაზრდულ ღონისძიებებში დაკავდებიან.

 

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 821 | დაამატა: admin | თარიღი: 16.02.2013

- ტრენინგის პროგრამა ეფექტურად იყო შედგენილი, ყველა მონაწილეს ჰქონდა შესაძლებლობა საკუთარი თავი პოზიტიურად წარმოეჩინა.

-  ნაცნობი თემები განსხვავებულად, გენდერული კუთხით განვიხილეთ. თითოეული სავარჯიშოს შემდეგ ანალიზს ჩვენ თვითონ ვაკეთებდით, რაც განსაკუთრებით საინტერესო იყო.

- თავიდანვე თბილი, მეობრული გარემო შეიქმნა. სრულიად უცხო ადამიანები თითქმის დავმეგობრით. 

 - ასეთი შეფასებები გაკეთდა მონაწილეთა მხრიდან ერთდღიანი ტრენინგის ბოლოს. ლიდერ გოგონათა შესარჩევი ტრენინგი ამჯერად წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარდა.

გოგონები თვლიან, რომ  ამ ერთმა დღემ  მათზე უკვე მოახდინა გავლენა. გათავისუფლდნენ ყოველგვარი კომპლექსებისგან. საკუთარ თავს სხვა მხრიდან შეხედეს და უფრო თვითდაჯერებულები გახდნენ.

 

 

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 912 | დაამატა: admin | თარიღი: 13.02.2013


ლიდერთა სკოლისთვის შესარჩევი ტრენინგების ციკლი დაიწყო. ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა პირველ ტრენინიგს უმასპინძლა. ერთდღიანი პროგრამა რომლის თემატიკაშიც შედიოდა ქალთა ლიდერობა, კომუნიკაციის საფუძვლები, კონფლიქტის არსი, მონაწილეებისთვის საინტერესო გამოდგა. სხვადასხვა სახის როლურმა თუ ჯგუფურმა სავარჯიშოებმა, ინტერაქტიულმა გამოკითხვამ, დისკუსიებმა გოგონებს მისცა საშუალება საკუთარი შესაძლებლობები სრულად წარმოეჩინათ.

ტრენერთა საერთო შეფასებით საინტერესო კონტიგენტი შეიკრიბა. მონაწილეებმა შეძლეს საკუთარი თავის წარმოჩენა. ჯგუფში უკვე გამოიკვეთა რამდენიმე აქტიური, ლიდერული უნარ-ჩვევებით გამორჩეული გოგონა, რომლებიც, სავარაუდოდ, მომდევნო ეტაპის გავლის შემდეგ, ლიდერთა სკოლაში მოხვდებიან.

შესარჩევი ტრენინგები გრძელდება. მომდევნო ქალაქი წყალტუბოა.                       

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

 


კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 1028 | დაამატა: moderatori | თარიღი: 11.02.2013


 „მე უფრო ძლიერი მივდივარ ამ ტრენინგიდან, მიმაქვს ახალი იდეები და თემები".

„ეს ტრენინგი ძალიან სასარგებლო იყო ყველა ჩვენთაგანისთვის, განსაკუთრებით - პრაქტიკული და თეორიული მასალის ერთობლიობა".

„გამოიკვეთა საკითხები, რომელთა ირგვლივ ადგილობრივ ხელისუფლებასთან დიალოგი აუცილებელია".

„არა მარტო ადვოკატირების კუთხით გამოცდილების ანალიზი მოხდა, ბევრი ახალი უნარ-ჩვევებიც შევიძინეთ".

„გავიმყარეთ ცოდნა გენდერთან დაკავშირებულ საკითხებში. გავაანალიზეთ, რატომ არის მნიშვნელოვანი - შევხედოთ პრობლემებს გენდერული ხედვით. ეს ყველაფერი ჩვენს მუშაობაში დიდ დახმარებას გაგვიწევს".

- ასე შეფასდა სამდღიანი მუშაობა მონაწილეთა მხრიდან. ტრენინგი, რომელშიც მონაწილეობდნენ ამომრჩეველ ქალთა ლიგის წევრები  დასავლეთ საქართველოს რვა ქალაქიდან მიზნად ისახავდა მათი ცოდნის გაღრმავებას გენდერული თანასწორობის, ლიდერობისა და კომუნიკაციის, სამოქალაქო ინტერესების დაცვის, პანელური დისკუსიების წარმართვის საკითხებში.     

 როგორც შეფასებებში გამოიკვეთა, ისინი გეგმავენ ადვოკატირების უნარ-ჩვევების გამოყენებას თავიანთ თემებში არსებული პრობლემების გადასაჭრელად. 

პროექტი ხორციელდება აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით.


კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 891 | დაამატა: moderatori | თარიღი: 16.12.2012


შეფასებითი ტრენინგი - ასე უწოდეს ფონდ „სოხუმში" ჩატარებულ ტრენინგ-სემინარს, რომლის მონაწილეები ბოლო ორი წლის განმავლობაში შესრულებული სამშვიდობო საქმიანობის შეფასებას შეეცადნენ.

ინტერაქტიული მეთოდებით, დისკუსიებით თუ ჯგუფური სავარჯიშოებით მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინათ შემდეგ საკითხებზე:  რამდენად არის დღეს საქართველოში ქალის როლი შეფასებული, არის თუ არა მისი პოტენციალი გამოყენებული სამშვიდობო საქმიანობაში.

მონაწილეებმა იმსჯელეს იმ ძირითად მიზეზებზე, რომელიც ხელს უშლის და აფერხებს ქალის პოტენციალის გამოყენებას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისათვის.

 მონაწილეებმა ტრენინგს მნიშვნელოვანი უწოდეს, მათი აზრით, საშუალება მიეცათ გენდერული კუთხით სერიოზული ანალიზი გაეკეთებინათ, რა პოზიტიურ შედეგს მოიტანდა ქალის პოტენციალის სრულად გამოყენება მოლაპარაკებათა პროცესებში. ანალიზისას გამოიკვეთა, რომ ქალის რესურსის ჩართვა ამ პროცესებში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით დარეგულირებაში სასიკეთო ცვლილებებს მოიტანს.

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

 


კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 784 | დაამატა: moderatori | თარიღი: 07.12.2012


21 ნოემბერს ფონდი „სოხუმის" სატრენინგო დარბაზში ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს ახალგაზრდული ჯგუფების წარმომადგენლები შეიკრიბნენ ტრენინგზე, რომლის თემა იყო „საჯარო კომუნიკაციის ტექნიკა, საზოგადოებრივი შეკრებების ორგანიზება და ჩატარება".

ტრენინგის მონაწილეთაგან შერჩეულმა ჯგუფებმა საერთაშორისო ორგანიზაციის „ადამიანი გაჭირვებაში" მხარდაჭერით თანატოლებთან თემატური ფილმების ჩვენება და დისკუსიები უნდა ჩაატარონ. პროექტი ამ რეგიონში არსებული ფონდი „სოხუმის" ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ბაზაზე განხორციელდება.

რა პრობლემები აწუხებთ მათ რეგიონში ახალგაზრდებს, რომელ თემებზე ჯობია  დისკუსიის ჩატარება,  რომელი ფილმები უნდა შეირჩეს ამისათვის.  როგორ მოხდეს შეკრებისათვის მიზნობრივი ჯგუფების, ადგილისა  და დროის შერჩევა;   რას მოიცავს ფასილიტაციის ცნება და რა უნარებს უნდა ფლობდეს დისკუსიების მოდერატორი - მონაწილეებმა დიდი ინტერესით იმუშავეს ამ და სხვა საკითხების ირგვლივ.

მათთვის საინტერესო აღმოჩნდა PIN-ის წარმომადგენელთან შეხვედრაც, რომელმაც მოკლედ მოუთხრო ორგანიზაციის საქმიანობისა და პრიორიტეტების, ახალგაზრდებთან თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ.

 

პროექტი ხორციელდება ჩეხეთის ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში" მხარდაჭერით.


კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 889 | დაამატა: moderatori | თარიღი: 21.11.2012

ლიდერთა სკოლის მონაწილეები მორიგ ტრენინგზე შეიკრიბნენ. მათ უკვე ბევრი რამ იციან და მზად არიან მეტი პრაქტიკული საქმისათვის. ეს ტრენინგიც პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას მიეძღვნა - ახალგაზრდები, ტრადიციულად, აქტიურად უნდა ჩაერთონ 16-დღიან კამპანიაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.

კამპანიის დაგეგმვა, მისი მნიშვნელობა და გავლენა საზოგადოებაზე, საინფორმაციო მასალების მომზადება და გავრცელება, ფასილიტაციის უნარ-ჩვევები, მრგვალი მაგიდისა და სხვა ღონისძიებების მომზადება და ჩატარება - ამ და სხვა საკითხებზე მიმდინარეობდა მუშაობა ინტერაქტიული რეჟიმით.

ტრენინგის ბოლოს განისაზღვრა ყოველი მონაწილის როლი და ჩართულობის ხარისხი კამპანიაში. ისინი გეგმავენ მრგვალი მაგიდისა და საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას, ფილმის ჩვენებას და დისკუსიას, ასევე აქციებს პარკებში და ქუჩებში.

„ჩვენ გველის სერიოზული გამოცდა და შევძლებთ კიდეც მიღებული ინფორმაციის გამოყენებას და კონკრეტული ღონისძიებების ორგანიზებას," - აღნიშნეს გოგონებმა.

 

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 863 | დაამატა: admin | თარიღი: 17.11.2012

« 1 2 ... 4 5 6 7 8 ... 14 15 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0