თექვსმეტიდან თვრამეტი მარტის ჩათვლით ფონდ „სოხუმში" ჩატარდა ლიდერ გოგონათა პირველი ტრენინგი, რომლის თემა იყო: „ეფექტური ლიდერობა" („ლიდერობა და კომუნიკაცია", „ლიდერი და ჯგუფი", „ლიდერის გენდერული თავისებურებანი", „ კონფლიქტი და კონფლიქტის მართვა").
19 ახალგაზრდა ტრენინგის სამივე დღეს მუშაობის პროცესში აქტიურად ჩაერთო.
ტრენინგის დასასრულს ფიდბეკმა აჩვენა, რომ გუნდურმა მუშაობამ ახლგაზრდებს თვითდაჯერებულობა შემატა. გოგონებს ტრენინგმა მისცა სტიმული, გახდნენ უფრო დამოუკიდებლები, იზრუნონ საკუთარი უფლებების დასაცავად:
- ვშიშობდი, რომ გუნდში მუშაობას ვერ შევძლებდი. მწვრთნელების მიერ შექმნილმა სამუშაო გარემომ და გოგონების უშუალობამ ეს კომპლექსი დამაძლევინა.
- ვგრძნობ დადებითი ენერგიის მოზღვავებას, რაც ძალას მმატებს იმისათვის, რომ დავაფიქსირო საკუთარი აზრი, შეხედულებები და ბრმად არ დავემორჩილო სხვათა გადადწყვეტილებებს.
-ტრენინგის თითოეულმა დღემ გვიჩვენა, როგორ გავიზარდეთ, - ამბობენ გოგონები.
პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით. |